კერძი - სენსაცია!

      გუშინ ანდალუზიიდან Qwellynaria_მ მიიღო წერილი, რომელშიც ეწერა გასაოცარი გასპაჩოს უნიკალური რეცეპტი.

      ეს ცივი, არომატული, მოვარდისფრო კერძი ყველაზე გავრცელებული წვნიანია ესპანურენოვან ქვეყნებში.

      ქართულ-ბასკური ისტორიული ერთობის ნიშნად, სპეციალურად თქვენთვის გასპაჩოს რეცეპტი:

Gazpacho, qwelly, qwellynaria, ბოსტნეული, გასპაჩო, ესპანური, კულინარია, საზაფხულო, სამარხო, საჭმელი, სენსაცია, სუპი, წვნიანი

შემადგენლობა:

  1. პომიდორი 3-4ცალი,
  2. ბულგარული წიწაკა (წითელი) 2 ცალი,
  3. კიტრი 1 ცალი,
  4. ხახვი 1 თავი,
  5. ღეროვანი ნიახური 1ღერი ( სურვილისამებრ),
  6. თეთრი პური 3 ნაჭერი,
  7. მწვანილი: კამა, ოხრახუში, ქინძი ( ორ-ორი ტოტი),
  8. ნიორი 2კბილი,
  9. პომიდვრის წვენი 1ჭიქა,
  10. ზეითუნის ზეთი- 80მლ.ლ.
  11. შავი ღვინის ძმარი 1სადილის კოვზი,
  12. მარილი, წითელი წიწაკა გემოვნებით.

მომზადება:

      აარჩიეთ მწიფე პამიდორი. გააცალეთ კანი და დაჭერით. ასევე, ბულგარული წიწაკის ნახევარი დაჭერით (რა თქმა უნდა, თესლების გარეშე), მეორე ნახევარი შენიახეთ მოასართავად. დაჭერით ხახვი და ნიორი. კიტრი გათალეთ, ამოაჭერით რბილი შიგთავსი, და მხოლოდ მაგარი ნაწილი დაჭერით. ეს ყველაფერი მოათავსეთ ბლენდერში და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ძმარი, ზეითუნის ზეთი, პილპილი და მარილი. ისევ კარგად მოურიეთ.

Gazpacho, qwelly, qwellynaria, ბოსტნეული, გასპაჩო, ესპანური, კულინარია, საზაფხულო, სამარხო, საჭმელი, სენსაცია, სუპი, წვნიანი

      შედგით მაცივარში. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ (მაგ. 2 საათით), მით უფრო კარგად გაუჯდება ყველა ინგრედიენტის გემო.

      კრუტონების მოსამზადებლად, გაჭერით ნიორი და წაუსვით პურის ნაჭრებს ყველა მხრიდან. შემდეგ დაჭერით პური პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად და ტაფაზე გახუხეთ. პერიოდულად, შეარხიეთ ტაფა და ისე გადააბრუნეთ ნაჭრები. კარგად რომ გაიხუხება პური, შემდეგ მოასხით ზემოდან ზეითუნის ზეთი, დაჭრილი ნიორიც დადეთ ტაფაზე და “შეწვით” პურის ნაჭრები რამდენიმე წუთის განმავლობაში. გადმოიღეთ ცეცხლიდან.

      გასპაჩო ამოიღეთ თეფშზე, ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა, დაჭრილი მწვანე ხახვი და კრუტონები. ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ რეჰანის ან ბაზილიკის ფოთლებიც.

ტეგები: Qwellynaria, ბოსტნეული, ესპანური, სამარხო, სუპი, წვნიანი

ნახვა: 2687

გამოხმაურებები!

სამწუხაროდ, გასპაჩოს ჯეროვანად არ აფასებენ ჩვენთან. 

გასპაჩო არასდროს განისინჯავს :დ საინტერესოა რა გემოებთან მეგობრობს 

RSS

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters