ვფიქრობ რომის პაპის არჩევა, მხოლოდ კათოლიკური ეკლესიის ინტერესის სფერო როდია. ჩვენ ყველა ველით "კვამლს"
გთავაზობთ პირდაპირი ეთერს რომიდან:
ამ პოსტში იყო პირდაპირი ეთერი, მაგრამ ჩვენ ვნახეთ რა პაპის არჩევნები, მას შემდეგ ტრანსლაცია გაწყვიტეს.
ახლა კი გთავაზობთ ინფორმაციას რომის ახლადარჩეული პაპის მიერ სახელის არჩევის შესახებ:
პაპმა განმარტა თუ რატომ აირჩია სახელი "ფრანცისკე". "ადამიანთა ნაწილი ვერ ხვდება თუ კონკრეტულად რომელი წმიდანის სახელი ავირჩიე, ფრანცისკე ქსავიერის, ფრანცისკე დე სალესის თუ ფრანცისკე ასიზელის".
პაპმა გაიხსენა კონკლავის მიმდინარეობის ერთი პერიოდი, როდესაც ის იჯდა ემერიტუს არქიეპისკოპოსის, სან პაოლოს კარდინალის, კლაუდიო ჰუმესის გვერდით, რომელიც პაპის ახლო მეგობარია, “როდესაც კენჭისყრის პროცესმა კულიმინაციას მიაღწია, კარდინალი შეეცადა ჩემს დამშვიდებას” და როდესაც უკვე ცნობილი ხდებოდა ხმების დათვლისას პაპის უპირატესობა და კარდინალებმა ტაშით გამოხატეს სიხარული, ამ დროს კარდინალი ჰუმესი “მოვიდა ჩემთან, გულში ჩამიკრა, გადამკოცნა და მითხრა: “არ დაივიწყო ღარიბები”… და უცებ გამიელვა… ღარიბები… იმ წამს გავიფიქრე წმიდა ფრანცისკე ასიზელზე… ფრანცისკე იყო მშვიდობისმოყვარე, უპოვარი, რომელსაც უყვარდა და მფარველობდა უფლის ყოველ ქმნილებას.” ამრიგად წარმოიშვა ჩემს გონებაში სახელი, რომელიც ავირჩიე.
“ბევრმა მირჩია, რომ უპირატესობა მიმენიჭებინა ადრიანეს სახელისათვის, პაპის ადრიანეს საპატივცემულოდ, რომელიც ცნობილია ეკლესიის რეფორმით”. სხვებმა ურჩიეს რომ აერჩია სახელი კლიმენტი XV, ვინაიდან პაპმა კლიმენტი XIV 1773 წელს აკრძალა იეზუიტთა ორდენი.
თუმცა პაპის გზავნილი ძალიან მკაფიო და ნათელი იყო, მან ისურვა სახელად ფრანცისკე, წმიდა ფრანცისკე ასიზელის საპატივცემულოდ სწორედ მისი ცხოვრებისა და უბრალოების გამო.
ტეგები: qwelly, qwellynews, კათოლიკური_ეკლესია, რომის_ეკლესია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•