მოგეხსენებათ, დღეს ჩატარდა საქართველოს წმინდა სინოდის კრება

 * იხილეთ კრების განჩინება *

კრების შემდეგ, რამდინიმე საათში, მოსაღამოვებულზე, მცხეთაში ზარების ხმა გაისმა:

ჩემი ტელეფონიც აწკრიალდა...

"ლაშა, უწმინდესი მობრძანდება, 8_ზე სვეტიცხოველში იყავი!"

მეც დაბარებისამებრ გამოვცხადდი სვეტიცხოველის დიდებულ ტაძარში...

ნოხები გაშლილი, არწივები თავის ადგილას... აურა თბილი და მშვიდი - სვეტიცხოვლისეული, პატრიარქს ელოდა სამღვდელოება და მცირე მრევლი...

მე ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე და დაველოდე პატრიარქის მოსვლას...

მოუსვენრობამ შემიპყრო და ვიდრე უწმინდესი მობრძანდებოდა, რამდენიმე კადრიც მოვახვედრე ობიექტივში:

შემდეგ კვლავ ჩოჩქოლი - პატრიარქმა შემოაბიჯა სვეტიცხოველშიო... მოილოცა, დაანთო სანთლები კვართთან, წმინდა ხატებთან, წინაპართა და მეფეთა საფლავებზე...

პატრიარქს თან ახლდნენ აწ უკვე ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) და სენაკისა და ჭხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

დალოცა იქ შეკრებილი მრევლი...

შემდეგ საკურთხეველში შებრძანდა და წმინდა ტრაპეზი ახალი შანდლებით შეამკო - სვეტიცხოველს აჩუქა... :)

ამის შემდეგ, უწმინდესი კვლავ ეამბორა წმინდა ტრაპეზს და დატოვა სვეტიცხოველი...

სვეტიცხოველის მგალობლებმა, მისი უწმინდესობა ჯვარის მტვირთველოს გალობის ფონზე გააცილეს...

ამ პოსტსაც მათი გალობით დავასრულებ... ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II_ს!


მსგავსი ვიდეოები Qwelly

ვიდეოს ხარვეზისთვის ბოდიშს გიხდით! :)

P.S. საკურთხევლის ფოტოებისთვის დიდი მადლობა გიორგის!

ტეგები: Qwelly, მგალობლები, პატრიარქი, სვეტიცხოველი, სტუმრობა

ნახვა: 1314

გამოხმაურებები!

videoc shenia Lash ?:)

რა თქმა უნდა ვიდეოც ჩვენია ბატონო გიორგი :)

ხარვეზის ბრალი ის არის რომ ვერ შევამჩნიე სად ჰქონდა მიკროფონი და ხელი ავაფარე :D :) :D 


George_მ თქვა:

videoc shenia Lash ?:)

მომავალში შეგატყობინებ მარიამო და შეგიძლია გვესტუმრო ხოლმე ;) :*

mariami_მ თქვა:

ra kargia... mec minda aset dros sveticxovelshi :( 

ra kargiaaaa :):)

ნათი რა არის კარგი? :) :D

ნათი მორბედაძე_მ თქვა:

ra kargiaaaa :):)

dzalian kargi dge iyo

ღმწერთო დალოცე სრულიად საქართველო <3

ამინ მაიკო :) 

Maiko_მ თქვა:

ღმწერთო დალოცე სრულიად საქართველო <3

amin! ))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters