წელს, იანვარში, ქართული და შესაძლოა მსოფლიო კინო და თეატრი გამოეთხოვა გურამ საღარაძეს. აი, გუშინ, 8 მაისს, გარდაიცვალა კიდევ ერთი უსაყვარლესი მსახიობი, უამრავი როლისა და პერსონაჟის განუმეორებელი შემსრულებელი - ოთარ მეღვინეთუხუცესი.
ის დაიბადა 1932 წლის 16 იანვარს, თბილისში. 1954 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და იმავე წლიდან მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში. 1958 წლიდან მონაწილეობს ფილმებში.
1964 წლიდან მოყოლებული ოცამდე პრემია აქვს მიღებული - საქართველოს დამსახურებული არტისტი (1964), საქართველოს სახალხო არტისტი (1973), ორგზის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977, 1981), ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზის ლაურეატი (1991) ღირსების ორდენი (2000), რუსთაველის სახელმწიფო პრემია (2001) - ეს მისი ჯილდოების მცირე ჩამონათვალია.
მან შექმნა კინოს დაუვიწყარი პერსონაჟები - დათა თუთაშხია, ელიოზი, ძია ისიდორე, ჯოყოლა, არზაყანი, მეფე გიორგი, დავით გიორგაძე ფილმში სპირალი და ... და ...
მისი პირველი კინოროლი შედგა ფილმში ფატიმა - ჯამბულატის სახით (1958)
1970 წელს გადაიღეს ფილმი, რომელმაც ყველაზე უკეთ დაამახსოვრა ქართველ ხალხს ოთარ მეღვინეთუხუცესი - დიდოსტატის მარჯვენაში ოთარმა მეფე გიორგის როლი შეასრულა.
1976 წელი, პერსონაჟი რომელიც ჩემთვის ყველაზე ღირებულია, იმ მხრივ რომ ყველა დროის ადამიანს ასახავს - ელიოზი, ფილმში ნატვრის ხე.
როდესაც ჭაბუა ამირეჯიბმა ეს ფილმი ნახა, განსაკუთრებით ის კადრი როდესაც მუშნი ზარანდია და დათა თუთაშხია ერთმანეთს თვალებში უყურებენ რკინიგზის მოსაცდელ რესტორანში, დიდი მადლობა გადაუხადა გიგა ლორთქიფანიძეს ოთარის როლისთვის. 1978 წლიდან მოყოლებული, ოთარ მეღვინეთუხუცეს ხშირად დათასაც ეძახდნენ.
ოთარი შესანიშნავად ასრულებდა უარყოფით პერსონაჟებსაც. საყვარელი დათას შემდეგ, 1997 წელს იყო "საძულველი" ახვლედიანი, ფილმში ხარება და გოგია.
არ შემიძლია გამოვტოვო ძია ისიდორე, თეთრი ბაირაღები (1990)
დაუვიწყარია მისი როლები თეატრის სცენაზეც.
მარტოობის დღესასწაული (1974), როლი - ფიროსმანი
ანტიგონეში კრეონის როლი
მეფე ოიდიპოსი
პოსტი ძალიან მიგრძელდება, იმდენის თქმა და დაწერა მსურს, იმდენ რამეს მოვყვებოდით ოთარ მეღვინეთუხუცესზე და ისე დაუზარელად და შეუმჩნევლად გავიდოდა საათები, მაგრამ თურმე ყველაფერს ჰქონია დასასრული, 81 წლის ასაკში მისი სიცოცხლეც დასრულდა. ამბობენ მძიმედ ავადმყოფი იყოო. ერთი სიტყვით, საქართველომ შესანიშნავი შემოქმედი დაკარგა.
ნათელმა უნდა აჯობოს ბნელს, მაშინ ხარ ბედნიერი! სხვანაირად ბედნიერი ვერ იქნები" - ამბობდა ოთარ მეღვინეთუხუცესი.
ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს!
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ვუსამძიმრებთ სრულიად ქართულ კულტურას!
ტეგები: Qwelly, გარდაცვალება, მეღვინეთუხუცესი, მსახიობი, ქველი, ხელოვნება
:((( roogoor miiyvarda sheidzleeba bevristvis araa magram chemtviis misii sayvareli rooli natvriis xeshi eliiozi iyoo vaimee ra saayvareliiaa :(((
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•