წარსულის თვალიერებისას, შეუძლებელია თვალში არ მოგხვდეს ეს შესანიშნავი ადგილი...
მაჩუ-პიქჩუ
ინკების კოლუმბამდელი, XV საუკუნის ძეგლი პერუში, კუსკოს რეგიონში, ზღვის დონიდან 2 430 მეტრ სიმაღლეზე. გაშენებულია მდინარე ურუბამბის ხეობის თავზე, მთაგრეხილზე, რომელიც ქალაქ კუსკოდან 80 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. არქეოლოგთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მაჩუ-პიქჩუ აშენდა როგორც ინკების იმპერატორ პაჩაკუტის (1438–1472) მამული. მას ხშირად მოიხსენიებენ „ინკების ქალაქის“ სახელით. მთელ მსოფლიოში, ინკების სამყარო ბევრისთვის სწორედ მაჩუ-პიქჩუს პორტრეტთან ასოცირდება.
მისი მშენებლობა ინკებმა დაახლოებით 1400 წელს დაიწყეს, ერთი საუკუნის შემდეგ კი, როგორც უკვე ინკების იმპერატორის ოფიციალური რეზიდენცია, ესპანელი კონკისტადორების გამოჩენის დროს მიატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ადგილობრივთათვის ცნობილი იყო, დანარჩენმა სამყარომ მასზე 1911 წლამდე არაფერი იცოდა, სანამ ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ამერიკელმა ისტორიკოსმა, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა არ მოაქცია. ამის შემდეგ, მაჩუ-პიქჩუ მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა.
მაჩუ-პიქჩუ ინკების კლასიკურ სტილშია ნაგები, ნატიფი ქვის კედლებით. მისი სამი ძირითადი სტრუქტურაა: ინტიჰუატანა (მზის დასაბმელი სვეტი), მზის ტაძარი და სამფანჯრიანი ოთახი. სამივე მათგანი განლაგებულია ტერიტორიაზე, რომელსაც არქეოლოგები მაჩუ-პიქჩუს წმინდა რაიონს უწოდებენ.
მაჩუ-პიქჩუს ნანგრევები კედლის საშუალებით ორ მთავარ ნაწილადაა გაყოფილი: ურბანულ და აგრარულ სექტორებად. გარდა ამისა, აგრარული სექტორი თავის მხრივ, დაყოფილია ზემო და ქვემო ნაწილებად, ურბანული სექტორი კი ფართო მოედნების საშუალებით აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად.
მაჩუ-პიქჩუს ცენტრალური შენობები ინკების კლასიკურ არქიტექტურულ სტილშია გადაწყვეტილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ნატიფი მშრალი ქვის სწორი კედლები. ინკები ამ ტექნიკის ნამდვილი ოსტატები იყვნენ; ქვები ისეა ამოჭრილი, რომ ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრის, ყოველგვარი კირხსნარის გარეშე. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალი გზაჯვარედინი იმდენად სრულყოფილია, რომ მის ქვებს შორის ბალახიც კი არასდროს ამოსულა.
ღრუბლებში
ჩემი ფავორიტი:
ტეგები: Qwelly, ამერიკა, დედამიწა, მაჩუ-პიქჩუ, ჩილე
mec...chemm ert ert gegmashi shedis es adgili <3
LsHისა_მ თქვა:
მინდა მონახულება :( ძალიან მინდა!
edit mogiswria :D
LsHისა_მ თქვა:
მინდა მონახულება :( ძალიან მინდა!
და მაგ გეგმაში მეგობრების გაყოლება არ შედის? :D :D :D
მარიამ ჩეკურიშვილი_მ თქვა:
mec...chemm ert ert gegmashi shedis es adgili <3
LsHისა_მ თქვა:მინდა მონახულება :( ძალიან მინდა!
ratqmaunda lasshhh :*
LsHისა_მ თქვა:
და მაგ გეგმაში მეგობრების გაყოლება არ შედის? :D :D :D
მარიამ ჩეკურიშვილი_მ თქვა:
mec...chemm ert ert gegmashi shedis es adgili <3
LsHისა_მ თქვა:მინდა მონახულება :( ძალიან მინდა!
eg yvelaze metad momwons :D
Brolika Qiqava_მ თქვა:
lama :D :D
ai mec minda... da kideev minda ium txis naxva :D boolo pootooze :D
:Dd
ცისია_მ თქვა:
ai mec minda... da kideev minda ium txis naxva :D boolo pootooze :D
ჩემი საოცნებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
აქაურობის მონახულება მინდა და ლამა კი არა თუ გინდა ტირანოზავრი აღდგეს! :D
Kakha_მ თქვა:
თამილა ალბათ ყველაზე მეტად ლამა მოგეწონა:D :D
Tamila Moshiashvili_მ თქვა:ჩემი საოცნებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.
Rising Tensions and Humanitarian Issues
During the West Bank, the expansion of Israeli settlements has escalated tensions, with Palestinian…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•