განა მეშინია
სიყვარულის ახსნა შენთვის?!
უბრალოდ მენანება
შენი სილამაზე ჩემთვის.
განა მენანება
მე მუზების ხარჯვა სხვებზე.
უბრალოდ მედარდება
ჩემი ოცნებები შენზე.
განა მენატრება
უძილო ღამეების თევა.
უბრალოდ მემართლება,
ასე სიყვარულის თმენა.
განა სახელისთვის
ვიღებ კალამს.
უბრალოდ შენზე ვწერ
და სიმარტოვეს ვმალავ.
განა ვერ ვხვდები რომ
ჩუმად მანადგურებ.
უკვე ლოცვებსაც კი
მგონი აღარ ვუსმენ.
როგორ წარვიმართე,
როცა გაგახატე.
როგორ აღარ გწერე,
როგორ აღარ გხატე.
როგორ არ გაგთვალე,
როგორ არ გეძახე.
რა ვქნა? დავიღალე,
აღარ მსურს თმენა მე.
როგორ შევეჩვიო
მითხარი სხვა ქალებს.
და გადავეჩვიო
შენს მიწისფერ თვალებს.
როგორ მანადგურებ,
როგორ ბოლოს მიღებ.
სხვებს კი უხარიათ
წერით ხმას რომ ვიღებ.
არა, დავიღალე,
არა, დავიკარგე.
ვცადე, შენზე ფიქრი
თითქოს ავიკრძალე.
არადა მეშინია
სიყვარულის ახსნა შენთვის.
და მეოცნებება
შენი სილამაზე ჩემთვის.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•