გაქვთ თავისუფალი საათნახევარი???

      მაშინ შეგიძლიათ მოამზადოთ ორიგინალური... ძალიან ტკბილი... და გემრიელი ნამცხვარი Qwellynaria-ს რეცეპტით.

შემადგენლობა:

  1. კვერცხი - 5 ცალი
  2. ფქვილი - 150 გრ
  3. გამაფხვიერებელი - 1 პაკეტი
  4. შესქელებული რძე(სგუშონი) - 200 მლ
  5. რომი - 30 მლ
  6. კონიაკი - 30 მლ
  7. შაქრის პუდრი - 10 გრ
  8. შაქარი - 150 გრ
  9. ნაღების კარაქი - 150 გრ
  10. კაკაოს ფხვნილი - 10 გრ

მომზადება:

• ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი გათეთრებამდე, დაამატეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და ამოურიეთ

• ცალკე გათქვიფეთ ცილა, მყარი მასის მიღებამდე და ფრთხოლად დაამატეთ ცომში, ამოურიეთ

• ეს მასა გამოაცხვეთ ღუმელში 190 გრადუსზე 35-40 წუთი

• მზა ბისკვიტი გააციეთ, დაანაწევრეთ და გამოაშრეთ ღუმელში

• გამომშრალი ბოსკვიტი დააბლენდერეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

• კრემისთვის ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბირებული კარაქი, თანდათანობით ამატეთ შესქელებული რძე, სანამ არ მიიღებთ მსუბუქ, ღია ფერის კრემს

• რამდენიმე კოვზი კრემი გადაინახეთ მოსართავად.

• კრემს დაამატეთ დაფშვნილი ბისკვიტი, კონიაკი ან რომი(ან ორივე ერთად)

• კაკაოს ფხვნილი და შაქრის პუდრა შეურიეთ ერთმანეთს, გამოძერწეთ მოგრძო ზომის ნამცხვრები და ამოავლეთ ამ ნარევში, ცოტა ხანს დაასვენეთ და კიდევ ერთხელ ამოავლეთ

• მზა ნამცხვარი შედეთ მაცივარში რამდენიმე საათით რომ კარგად გაუჯდეს ყველაფრი

• სუფრაზე მიტანამდე ნახევარი საათით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან და მორთეთ შენახული კრემით.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები: Qwelly, qwellynaria, recipe, დესერტი, კულინარია, რეცეპტი

ნახვა: 1765

გამოხმაურებები!

აა მაშინ ვცდი :)

Keti_მ თქვა:

samuna ალკოჰოლის გარეშეც შეგიძლია გააკეთო :)))

samuna_მ თქვა:

var magram eg ar mishlis :) ubralod wamlebs vsvav :(

Keti_მ თქვა:

არასრულწლოვანი ხომ არ ხარ? :D

samuna_მ თქვა:

auf ra yvelafers alkoholi aqvs :(

აქ ყველაზე მეტად ალკოჰოლი მომეწონა და მაგასაც აცლით? :( 

Lasha shen dagaviwyda rom vinc shentan modis imas ar aqvs problema magaze da nu amoacli nurafers :D

LsHისა_მ თქვა:

აქ ყველაზე მეტად ალკოჰოლი მომეწონა და მაგასაც აცლით? :( 

შესანიშნავია :D ერთად ვთვრებით ნამცხვრით :D :D :D 

მარიამ ჩეკურიშვილი ❀_მ თქვა:

Lasha shen dagaviwyda rom vinc shentan modis imas ar aqvs problema magaze da nu amoacli nurafers :D

ეგ მარტო samuna_ს ვუთხარი, შენ არ ამოაცალო :D:D:D

LsHისა_მ თქვა:

აქ ყველაზე მეტად ალკოჰოლი მომეწონა და მაგასაც აცლით? :( 

bevri ar mogividet cudi paxmelia icis

LsHისა_მ თქვა:

შესანიშნავია :D ერთად ვთვრებით ნამცხვრით :D :D :D 

მარიამ ჩეკურიშვილი ❀_მ თქვა:

Lasha shen dagaviwyda rom vinc shentan modis imas ar aqvs problema magaze da nu amoacli nurafers :D

ეეს ვიიციი ჩემი ქეთო მიკეთებს ხოოლმე ^_^

კია სირცხვილი რო ვკითხულობ ამას მარა ეს გამაფხვიერებელი რა უბედურებაა?? ვაფშე როგორ გამოიყურება და რა მაფიაა? :დ  მე მაგის გარეშე ვაკეთებ ნამცხვრებს და  რა არის კაია რამე? :დ :დ 

რო არ ვიცი იმიტომ ვიკითხე :დ :დ  

მეც მაქვს გაყიინული ნამცხვარი გაკეთებული

elisabed საფუარი ხომ იცი რაც არის? ჰოდა გამფხვიარებელიც ეგეთია რა :D 

elisabed_მ თქვა:

რო არ ვიცი იმიტომ ვიკითხე :დ :დ  

როგორ მინდა და გაკეთება მეზარებააააა :'( :'(

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Pillowcases & Pillow Shams › Plaid

გამოაქვეყნა Carlota Alfonso_მ.
თარიღი: აგვისტო 4, 2025.
საათი: 10:15pm 0 კომენტარი

Crafted from high-quality 100% brushed microfiber fabric these pillows offer an incredibly soft feel. Introducing our stylish square shaped set of 4 throw pillow cushions. Our decorative throw pillow covers are made of soft polyester and cotton fabric. The fabric is pretty soft and durable. The throw pillowcases are firm and sewn well. A great support for you to lean or lay on. Crafted from high-quality 100% brushed microfiber fabric these pillows offer an incredibly soft feel.…

გაგრძელება

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters