მამაკაცის სამოსის ტერმინოლოგია


ეს იმ სიტყვების ჩამონათვალია, რომელიც მამაკაცის გარდერობს ახასიათებს.
რა თქმა უნდა კაცებს კაცურობას სწორედ მათი არადეტალებში ჩაღრმავების უნარი მატებთ, მაგრამ არც თუ ისე ჭკვიანურია ბერმუდებს და პანამას ტანსაცმლის მაღაზიაშიც კი თუ გეოგრაფიულ სახელებად მიიჩნევენ...

რა თქმა უნდა ჩვენ მუდამ მზად ვართ დახმარების ხელი გავუწოდოთ მათ და დავმოძღვროთ, რომ შარვალს რომელსაც ახასიათებენ როგორც "ბევრ ჯიბეებიან აი იმ შარვალს მონადირეებს რომ აცვიათ ხოლმე" კარგო შარვალი ქვია. თუმცა უკეთესი იქნება თავადაც ფლობდნენ მცირეოდ ანა-ბანას. რა თქმა უნდა აქ არ ვისაუბრებთ ისეთ მარტივ სიტყვებზე, როგორიცაა მაისური, პერანგი, კურტკა, ბოტასები...

შარვლის ტიპები:

ბერმუდები - გაზაფხულის სეზონის გრძელი შორტები - მუხლებამდე.
ბრიჯი - შარვალი დამოკლებული - კოჭამდე ტოტებით, ბერმუდებზე გრძელი.
სკინი ჯინსები - ვიწრო ჯინსებია. სკინი ჯინსების მახასიათებელს წარმოადგენს
ის, რომ პირველად ჩაზომებისას მცირედად რთულია კოჭის ჯინსის ტოტებში ჩატევა. ეს
არ ნიშნავს, რომ რამოდენიმე ზომით მეტი ჯინსი გესაჭიროებათ. უბრალოდ "ჩატენეთ" ტერფი! :)

ხაკის ეძახიან ჩინო შარვლებს, რომლებიც ბრიტანელი სამხედროების სტილშია
ღია ხაკისფერ და კრემისფერ ფერებში გადაწყვეტილი, სწორტოტებიანია ყოველნაირი დეკორის
(ნაკერების, დამატებითი ჯიბეების გარეშე), აქვს მკაცრი-ოფიციალური დგომა.
ჩინო შარვლები კი ხაკისგან განსხვავებით ნაკლებად ოფიციალური და მოშვებული შეიძლება იყოს.

კარგო შარვლებს კი მეტი ჯიბეები, მუხლებთან ნაკერები და უხეში ქამარი
აქვს. პრაქტიკულობის გამო კარგოს ხშირად მონადირეები და მუშა საზოგადოებათა წევრები იცვამენ.



bermuda / khakis / Cino / cargo

ზედატანები:

ბლეიზერი - სპორტული ტიპის ან კოლეჯის პიჯაკი ემბლემით მკერდთან საღილეზე.
პოლო - სპორტული მაისური პატარა საყელოთი და მკერდთან სამიოდე რიგი ღილით,
ხშირად ლოგოტიპით. პოლო მაისურებად დახვეწილი სტილის სპორტულ მაისურებს მოიხსენიებენ,
როგორც პოლოს, გოლფის და ჩოგბურთის მოთამაშეებს აცვიათ.


Blazer / Polo

ჯემპრი (UK), სვიტერი (US), პულოვერი - ზედატანი მრგვალი ან სამკუთხედი
ჭრილის საყელოთი, გრძელი სახელურებით. ამ სამი ერთი ტიპის სიტყვის განმარტება მეტად არ არის
საჭირო. უბრალოდ ნაქსოვი ან ბამბის ზედატანი.
როლინგი - სვიტერი მაღალი საყელოთი.

უტილიტარული პერანგი, მრავალფუნქციური პერანგი შემოკეცილი სამკლავურებით და მრავალი ჯიბით.

კარდიგანი - ასე მოიხსენიებენ 'ჟაკეტებს', თუმცა დღეს ჟაკეტი ქალის გარდერობის ნაწილს წარმოადგენს,
მამაკაცის მოსახურს ღილებზე კი კარდიგანი ეწოდება.
ნაქსოვ კარდიგანს ეს სახელი მეტად საპატიო პიროვნების
გამო - ჯეიმს ბრუნდელი კარდიგანის მე-7 ლორდის საპატივცემულოდ ეწოდა, რომელიც ინგლისელი გენერალი გახლდათ.



Pullover/Sweater / Utility Shirt / Cardigan



ოფიციალური სამოსი:

ფრაკი - მამაკაცის გამოსასვლელი კლასიკური ზედატანი, რომელიც წინ გადაჭრილია წელამდე, უკან კი
დატოვებულია გრძელ კუდად, რომელიც ძირითადად მომრგვალებულია ან მერცხალის კუდივით იყოფა.



კლასიკური კოსტუმი - გულისხმობს ერთი მატერიისგან შეკერილი პიჯაკის, ჟილეტის და შარვლის ანსამბლს.
რომელსაც იცვამენ აუცილებლად პერანგთან ერთად და იკეთებს ჰალსტუხს.
კოსტუმის ჩაცმა ოფიციალურ შეხვედრებზეა მიღებული.

ახალგაზრდა მამაკაცებს თავიანთ ბიზნეს შეხვედრებსა თუ წვეულებებზე არ უყვართ მკაცრი კოსტუმით გამოცხადება, ამიტომაც სრულიად ნორმალურად მიიჩნევა თუ კი პერანგზე პულოვერს გადაიცმევთ ჟილეტის მაგივრად და შემდეგ პიჯაკს, ან პერანგის ნაცვლად პოლო მაიურს.


კლასიკური კოსტუმი / თანამედროვე ვერსია

სმოკინგი - (ტუქსედო) გულისხმობს კლასიკურ სტილში გადაწყვეტილ მკაცრი ჭრილის კოსტუმს. სმოკინს
საღამოს წვეულების პიჯაკად მიიჩნევენ. ხშირად მბზინავი საყელოთი თუ ფართო ქამრით შემოტყმული კოსტუმია.
სმოკინგთან იკეთებენ ჰალსტუხს ან პეპელას/ბაფთას.

ტუქსედოს ბრიტანეთში სმოკინგს ეძახიან (და როგორც ბრიტანელ ჯენლტმენს შეესაბამება ჩვენც ვგულისხმობთ
უფრო დახვეწილ სმოკინგს) შესაბამის ანსამბლთან ერთად - მხოლოდ თეთრ პერანგთან და აბსოლუტურად შესაბამის შარვალთან ერთად. ტუქსედო კოსტუმი ნაღებად საზოგადოებაში გამართულ წვეულებებზე შეგიძლიათ ჩაიცვათ, როდესაც ქალბატონები საღამოს კაბებსა და ძვირფასეულობით მოიწონებენ თავს.

ხშირად მოსაწვევებზე შეგხვდებათ დრეს კოდის ველში ფრაზა black tie, ეს ტრადიციული ფორმაა მოიხსენიონ ტუქსედო კოსტუმი მამაკაცებისთვის (აუცილებლად შავი კლასიკური), ქალებმა კი ამ დროს საღამოს კაბები უნდა ატარონ.


სმოკინგი / ტუქსედო

აქსესუარები სმოკინგზე:

ჰალსტუხი ჭრილისა და ბალთის მიხედვით რამოდენიმე სახით შეიძლება იყოს.
კლასიკური ჰალსტუხი ბოლოში განიერდება და შესაკრავი სამკუთხედ ფორმაზე აქვს.
ახალგაზრდები დღეს წვრილ (სწორ) ჰალსტუხს ანიჭებენ უპირატესობას.



Cufflink - ე.წ. "Запонка" ქართულად საკინძია,
აქსესუარი მკლავზე პერანგის ტოტების გასაფორმებლად.
Shirt stud - დეკორატიული საღილეები.

Cummerbund - კამერბანდი პირველად ბრიტანელებმა სამხედროებმა ჩაიცვეს ინდოეთში მსახურობისას
და გააფორმეს პერანგი ჟილეტის ნაცვლად. პერსულ ენაზე კამარ იშიფრება როგორც წელი + ბენდ (შემოსახვევი). მოკლედ, ეს შავი ან ფერადი ნაკეცებიანი წელშემოსახვევია ჟილეტისა და ქამრის ნაცვლად.

Boutonnière - ბუტონერი ყვავილების ბუტონია, რომელსაც წვეულების დროს მარჯვენა მკერდის ჯიბეზე
იმაგრებენ. ასევე შეიძლება გულის ჯიბე დეკორატიული ხელსახოცი ვიხილოთ ორიგინალურად ჩაკეცილი pocket square


Cufflink / Shirt stud / Cummerbund / Boutonnière



სეზონური მოსასახურები:

პალტო - საშუალო სიგრძის დათბილული მოსახური.
პლაში - გრძელი ერთგვაროვანი მოსახური, საწვიმარი.
ტრენჩი - საშუალო სიგრძის მსუბუქი პლაში რამოდენიმე ბორტიანი შესაკრავით
და იმავე მატერიის ქამრით. ტრენჩი უფრო მოდურ ნივთს წარმოადგენს, ვიდრე პლაშისნაირ საწვიმარს.
ბაიკერი - ტყავის, მეტალის შესაკრავებით გაწყობილი კურტკა მოტოციკლისტების სტილში.


Trench

ქუდები:

ფედორა, ჰომბურგი - ფართო ქუდი ერთი სარტყელით.
ტრილბი - ქუდი ერთ მხარეს აწეული ფარფლით, უფრო წვრილი და ხშირად ფერადი/კუბოკრული ლენტით
გვხვდება და ის მეტად უყვართ დღევანდელ ახალგაზრდა მამაკაცებს.

პანამა - კი ღია ფერის მზისგან საჩრდილობელ ქუდს წარმოადგენს კონტრასტული შავი ან ყავისფერი ლენტით.
უშანკა - რუსულ სტილში ბეწვიანი "ყურებიანი" ქუდი, რომელსაც ზამთარში ყინვაში ხმარობენ.


Homburger / Fedora / Panama / Trilby




ფეხსაცმელი:

ოფიციალურ მიღებებზე მიღებულია მამაკაცს ფეხზე ეცვას ფეხსაცმელი ოქსფორდები.
ოქსფორდები - ამერიკაში ხშირად მოიხსენიებენ როგორც "ბალმორალს".
ოქსფორდები გამოსასვლელ კლასიკურ ფეხსაცმელს გულისხმობს.


ბროუგი - ფეხსაცმელი გამოკვეთილი ორმაგი ნაკერით და ნასვრეტებით. შესაძლოა ნაკერებს
შორის ერთი მატერიის თუმცა სხვადასხვა ფერის (ორი კონტრასტული) ან ბზინვარების მონაკვეთები იყოს.
ბროუგებს ხშირად ურევენ ოქსფორდებში, თუმცა ის ოქსფორდებისგან განსხვავებით უფრო არაფორმალურია.
ასევე ოქსფორდებზე ნაკლებად ფორმალურია დერბი ფეხსაცმელი.

დერბი ან გიბსონები. (ასევე ხშირად ცნობილი როგორც bücher)
მათ ნაკერები მხოლოდ თასმების ადგილას ეტყობათ.
ლოუფერი - შემოწნული გრძივი ნაკერით.

სნიკერსები - ათლეტური სტილის ფეხსაცმელი, რომელიც უფრო "საპრანჭაოდ"
გამოიყენება. კეტების ძირზე, მხოლოდ დატვირთული კოჭთან შესაკრავებითა და სხვადასხვა ფერის
გამოკვეთილი დაბერილი მატერიით.


პლიმსოლები - კეტებზე თხელი ძირის ფეხსაცმელი. ჭრილისა და ბალთის მიხედვით
რამოდენიმე სახით შეიძლება იყოს.



Oxford / Brogues / Derby

Loufers / Sneakers / Plimsols

ტეგები: chatter, qwelly, მამაკაცის_სამოსი, სამოსი, ტანსაცმელი, ტერმინოლოგია, ქველი, ჭორიკანა

ნახვა: 4979

გამოხმაურებები!

ეს ტერმინები მე არ ვიცოდიი:D  რაც შეეხება მამაკაცის სამოსს მე არც ძალიან სპორტული მომწონს და არც ძალიან კლასიკურიი შუალედში ყველას ჯობს :)) და ვერ ვიტან წვეტიან ტუფლებს ვინ მეთანხმებაა ??? :D:D 

მე სპორტული მიყვარს კლაასიკურზე მეტად.. მაგრამ მეც ოქროს შუუალედს ვამმჯობინეებდი :*

ხოო გეთანხმები მაგ: საროჩკა ჯინსი და კეტები... 

მარიამ ჩეკურიშვილი ❀_მ თქვა:

მე სპორტული მიყვარს კლაასიკურზე მეტად.. მაგრამ მეც ოქროს შუუალედს ვამმჯობინეებდი :*

მეც გეთანხმებით :P :D 

Brolika Qiqava_მ თქვა:

ხოო გეთანხმები მაგ: საროჩკა ჯინსი და კეტები... 

მარიამ ჩეკურიშვილი ❀_მ თქვა:

მე სპორტული მიყვარს კლაასიკურზე მეტად.. მაგრამ მეც ოქროს შუუალედს ვამმჯობინეებდი :*

ყველანი შევთანხმდით რომ ბიჭს სპორტულ კლასიკური უხდება :D :D 

Qeti_მ თქვა:

მეც გეთანხმებით :P :D 

Brolika Qiqava_მ თქვა:

ხოო გეთანხმები მაგ: საროჩკა ჯინსი და კეტები... 

მარიამ ჩეკურიშვილი ❀_მ თქვა:

მე სპორტული მიყვარს კლაასიკურზე მეტად.. მაგრამ მეც ოქროს შუუალედს ვამმჯობინეებდი :*

როგორ მიყვარს კაცების ტანისამოსიიიი ^_^ სულ კაცის განყოფილებისკენ მიმირბის თვალი : )))

არა ბოტასებით არა, მაგრამ არც წვეტიანი ტუფლები მხიბლავს :D :D 

teona sulashvli_მ თქვა:


მგონი სიტუაციის მიხედვით არა?? რაიმე საზეიმო წვეულებაზე რომ ბიჭი ბოტასებით მოვიდეს მოგვეწონება რომელიმეს??
Brolika Qiqava_მ თქვა:

ყველანი შევთანხმდით რომ ბიჭს სპორტულ კლასიკური უხდება :D :D 

Qeti_მ თქვა:

მეც გეთანხმებით :P :D 

Brolika Qiqava_მ თქვა:

ხოო გეთანხმები მაგ: საროჩკა ჯინსი და კეტები... 

მარიამ ჩეკურიშვილი ❀_მ თქვა:

მე სპორტული მიყვარს კლაასიკურზე მეტად.. მაგრამ მეც ოქროს შუუალედს ვამმჯობინეებდი :*

კი მეც ძალიან მომწოონს რა კარგია საყიდლებზე სიარული ხო ? :D :D 

nino usenashvili_მ თქვა:

როგორ მიყვარს კაცების ტანისამოსიიიი ^_^ სულ კაცის განყოფილებისკენ მიმირბის თვალი : )))

Brolika Qiqava დაგეთანხმები, ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესია... :)

Brolika Qiqava_მ თქვა:

კი მეც ძალიან მომწოონს რა კარგია საყიდლებზე სიარული ხო ? :D :D 

nino usenashvili_მ თქვა:

როგორ მიყვარს კაცების ტანისამოსიიიი ^_^ სულ კაცის განყოფილებისკენ მიმირბის თვალი : )))

მითუმეტეს როცა იმას პოულობ რასაც ეძებღი ღა კმაყოფილი მოღიხარ :D

nino usenashvili_მ თქვა:

Brolika Qiqava დაგეთანხმები, ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესია... :)

Brolika Qiqava_მ თქვა:

კი მეც ძალიან მომწოონს რა კარგია საყიდლებზე სიარული ხო ? :D :D 

nino usenashvili_მ თქვა:

როგორ მიყვარს კაცების ტანისამოსიიიი ^_^ სულ კაცის განყოფილებისკენ მიმირბის თვალი : )))

RSS

ბლოგ პოსტები

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Qwelly World

free counters