"ძალინ ბედნიერი ვარ, რომ ამ როლზე დამამტკიცეს", "როგორ მესიამოვნა ფილმის რეჟისორთან მუშაობა", "გადასაღებ მოედანზე თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში"-ეს ის ერთი და იგივე სიტყვებია, რომლებსაც ვარსკვლავები თავიანთი როლების შესახებ ამბობენ ფილმის პრემიერაზე; თუმცა შარლიზ ტერონი, მეტ დეიმონი, ჰოლი ბერი, კორჯ კლუნი, ჯესიკა ალბა, კეტრინ ჰეიგლი, მიკი რურკი, შაილა ლაბაფი, კოლინ ფარელი და მიშელ პფაიფერი კი პირიქით, ამობობენ, რომ თავიანთი როლები არ მოსწონთ, მეტიც ვერ იტანენ.

შარლიზ ტერონი ფილმში - "აზარტული თამაშები.

აი რას ამბობს მსახიობი ფილმის შესახებ >> "ძალიან, ძალიან, ძალიან საშინელი ფილმი, მეტს ვერაფერს დავამატებ"

მეტ დეიმონი ჯეისონ ბორნის როლში ფილმ „ბორნის ულტიმატუმში.“

მსახიობი თავისი ნათქვამიდან გამომდინარე ძალიან გაბრაზებული ჩანს. "მე არ ვსაყვედურობ ტონის, (ფილმის სცენარისტი) მესმის, რომ იგი ამით ფულს შოულობს და ეს მისი სამუშაოა, მაგრამ ღმერთო ჩემო, ვერ ვხვდები ასეთი სცენარი რატომ მოიფიქრა.. არანირი შეხება რეალობასთან... ყველაზე სუსტი და საშინელი ფილმის ეს ნაწილი გამოვიდა..."

თუმცა, შემდეგ მოინანია თავისი ნათქვამი და საჯაროდ განაცხადა, რომ ცუდად გამოუვიდა და სულაც არ იგულისხმა ის, რომ ტონი ცუდი სცენარისტია.

ჰოლი ბერი ფილმში "ქალი-კატა"

"ინტუიცია მკარნახობდა, რომ ამ პროექტიდან კარგი არაფერი გამოვიდოდა, თუმცა მე წავედი რისკზე. ახლა კი ვხვდები, რომ ინტუიციას ყოველთვის უნდა ვენდო. ვიცი, რომ შემდგომში არანაირად არ განვასახიერებ სუპერგმირებსა და ამდაგვარ სისულელეებს."-განაცხადა ჰოლიმ.

 ჯორჯ კლუნი ფილმში "ბეტმენი"

"ფილმი ნამდვილი საზიზღრობაა, რასაც თქვენ თვითონაც ძალიან კარგად ხედავთ" - ამბობს ჯორჯი

ჯესიკა ალბა სიუ სტორმის როლში ფილმში "ფანტსასტიკური ოთხეული"

"ეშმაკმა წაიღოს ეს მასხარაობა. შემდგომში ასეთ პროექტში ვერავინ მიმაღებინებს მონაწილეობას!"-განაცხადა განრისხებულმა ჯესიკამ.

კეტრინ ჰეიგლი ფილმში "Knocked Up"

"ეს ფილმი სპეციპიკურია. სისულელე იქნება, თუ ვიტყვი, რომ ამ როლით ვამაყობ"-ამბობს კეტრინი

მიკი რურკი ფილმში "Passion Play" მეგან ფოქსთან ერთად

"ოო.. კიდევ ერთი საშინელი ფილმი. არაფერი განსაცვიფრებელი არ არის ამ ფილმში"

შაია ლაბაფი ფილმში "ტრანსფორმერები"

"განსაკუთრებულად არ ვამაყობ ამ როლით. ეს უბრალო ფილმია უზარმაზარი რობოტების ომზე"

კოლინ ფარელი ფიმლმში "პოლიცია მაიამიში". აი რას ამბობს მსხიობი ფილმის შესახებ:

"პოლიცია მაიამიში? თავდაპირველად ფილმი მომეწონა, თუმცა მერე მივხვდი, რომ არაფერი განსაკუთრებული მასში არ დევს."

მიშელ პფაიფერი ფილმში "Grease 2"

"მესმის, რომ ძალიან ცუდია ვერ იტანდე იმ ფილმს, რომელშიც თავად მონაწილეობ, მაგრამ ჩემს თავს ვერაფერს ვუხერხებ. რა ვქნა არ მომწონს!"

ვიჭორაოთ იმაზე თუ რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე... თქვენი აზრით მსახიობი უნდა თანხმდებოდეს ისეთ როლს რომელიც არ მოსწონს და შემდეგ აკრიტიკებდეს მაას??

ტეგები: Charlize, Chutter, Gambling, Knocked, Passion, Play, Qwelly, Theron, Up, chatter, მეტი...games, qwelly, აზარტული, ალბა, ბერი, ბეტმენი, ბორნი, ბორნის, დეიმონი, თამაშები, კატა, კეტრინ, კლუნი, კოლინ, მაიამიში, მეგანი, მეთ, მიკი, ოთხეული, პოლიცია, რურკი, ტერონი, ულტიმატუმში, ფანტსასტიკური, ფარელი, ფოქსი, ქალი, ქველი, შარლიზ, ჭორიკანა, ჯეისონ, ჯესიკა, ჯორჯ, ჰეიგლი, ჰოლი

ნახვა: 627

გამოხმაურებები!

არადა შერლიზის როლი როგორ მომწონს :))) განსაკუთრებით ბასეინის სცენები :D :D :D და არა მხოლოდ... 

ჰმ :D ბიჭები! :P :D 

LsHისა_მ თქვა:

არადა შერლიზის როლი როგორ მომწონს :))) განსაკუთრებით ბასეინის სცენები :D :D :D და არა მხოლოდ... 

არადა ბასეინის სცენით უფრო მეტი ნახველი ეყოლებოდა ამ პოსტს :D :D ლაშა შენ ყოველდგე ახალ კომენტარს დაუწერდი ხო ? :D :D 

LsHისა_მ თქვა:

არადა შერლიზის როლი როგორ მომწონს :))) განსაკუთრებით ბასეინის სცენები :D :D :D და არა მხოლოდ... 

ჯორჯ კლუნისთვისთვის საზიზღრობაა მაგრამ მე კი ვგიჟდებოდი ბავშვობაში ამ ფილმზე :D :D :D :D :D

ხოო ბეტმენი ყველაა ბავშვს უყვარდა :D 

Keti_მ თქვა:

ჯორჯ კლუნისთვისთვის საზიზღრობაა მაგრამ მე კი ვგიჟდებოდი ბავშვობაში ამ ფილმზე :D :D :D :D :D

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters