ერთმანეთისადმი სიყვარული უმანკოს გაგვხდის. ერთხელ ერთ ნაცნობ ადამიანს განვუმარტე ეს და ვუთხარი, რომ სიყვარული ჩვენში უბიწოებას შობს და მოყვასისადმი სიყვარული ცოდვას ჩვენში ყოველ შესასვლელს უხშობს; კიდევ მრავალი რამ ვისაუბრეთ და ამ დროს სხვა ნაცნობი ადამიანი მომიახლოვდა და მითხრა: რა არის სიძვა? ხომ შეიძლება გიყვარდეს კიდეც და თან უმრუშო? რამეთუ ესეც სიყვარულისგან მომდინარეობს. მართალია, ანგარებას, მრუშებას, შურს, სივერაგეს და სხვა ამათ მსგავსს შეუძლია მოყვასის სიყვარულს განგვაშოროს. მაგრამ როგორ აღასრულებს ამას სიძვა? მე ვუთხარი, რომ სიყვარულს ამის აღკვეთაც შეუძლია. ვისაც გარყვნილი ქალი შეუყვარდება, ეცდება მას სხვა მამაკაცები ჩამოაშოროს და მასთან ცოდვით დაცემისაგან თვითონაც თავს შეიკავებს. ამიტომ მასთან ცოდვით მხოლოდ ის დაეცემა, ვისაც მეძავი სძულს, ხოლო ჭეშმარიტად მოსიყვარულე - მიაქცევს მას ამ სამარცხვინო საქმისგან. გადაჭრით ვამბობ, არ არსებობს არც ერთი ცოდვა, რომელსაც სიყვარულის ძალა ცეცხლის მსგავსად არ შემუსრავს. გამომხმარეი ფიჩხი უფრო გაუძლებს ძლიერ ცეცხლს, ვიდრე ცოდვის არსება სიყვარულის ძალას. ჩვენს სულებში ამგვარი სიყვარული ავაღორძინოთ, რათა წმინდანების გვერდით აღმოვჩნდეთ, რამეთუ თითოეული მათგანი უფალს მოყვასისადმი სიყვარულით სათნოეყო. რატომ მოიკლა აბელი და მკვლელი არ გახდა? რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ძმა ძლიერ უყვარდა და მსგავს ფიქრს გონებაშიც არ გაივლებდა. კაენმა საიდან შეიწყნარა შურის შხამი? - არც მინდა მას აბელის ძმა ვუწოდო, - იქიდან, რომ მასსი სიყვარული ვერ განმტკიცდა. ნოეს ორმა ძემ ქება რით დაიმსახურა? იმით ხომ არა, რომ მამა ძლიერ უყვარდათ და ვერ შეძლეს მისი სიშიშვლე ეხილათ? ერთ მათგანს წყვეა რის გამო მოეწია? იმიტომ ხომ არა, რომ სიყვარული არ ჰქონდა? აბრაამი რით განდიდდა? სიყვარულის გამო, რომლის მეოხებითაც ძმისწულზე ზრუნავდა და სოდომელებს შუამდგომლობდა. წმინდანები ფრიად მოსიყვარულენი და თანამლმობნი იყვნენ.
ტეგები: Qwelly, დარიგებანი, ოქროპირი, სიყვარული, ქადაგება, ცოდვა
dzlieri sityvebia .. yovlismomcveli.. magram gviyvars ki ase ?! farisevlobam da sazogadoebistvis misagebma "tradiciebma" shecvala yvelaferi.. am cxovrebashi (dziritadad) uyvart is vinc moipova masis pativiscema, visac aqvs materialuri da vinc garbis..! sidzva ki gepatieba tu bevri fuli gaqvs.. tu gavlenini xar da a.sh.. ar sheidzleba martivd vityvi giyvardes ragacis, vigacis an sxva mizezebisda gamo! unda giyvardes!!! meti araferi!
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•