- თურმე, ადამიანის ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა არა მარტო ცხოვრების პირობებზე, ოჯახურ მდგომარეობაზე, მატერიალურ უზრუნველყოფაზე, არამედ იმ პროფესიაზეც არის დამოკიდებული, რომელიც მან აირჩია და რომელ სფეროშიც უწევს მოღვაწეობა.
- გერმანელმა მეცნიერებმა მნიშვნელოვანი გამოკვლევა ჩაატარეს და მივიდნენ დასკვნამდე: პროფესიები, რომლებიც ადამიანებისგან მოითხოვენ მუდამ კეთილგანწყობილნი და მეგობრულნი იყვნენ, მათი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა. სწორედ ასე ფიქრობენ მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები. სპეციალისტები იმასაც აკონკრეტებენ, რომ ამ მხრივ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან სტიუარდესები, მოვაჭრეები და სატელეფონო ცენტრების - ნდობის ტელეფონის, საინფორმაციო სამსახურის, ფსიქოლოგიური სამსახურის თანამშრომლები.
- მკვლევართა ჯგუფმა საგანგებო ექსპერიმენტიც ჩაატარა, რომელშიც სხვადასხვა სპეციალობის ასამდე სტუდენტი მონაწილეობდა. სტუდენტებს დაავალეს, სატელეფონო ცენტრში შესულ ზარებზე ეპასუხათ.
- საინტერესო ის არის, რომ მათთან განსაკუთრებით „უზრდელ“ და „უხეშ“ კლიენტებს დაარეკინეს, რომლებიც ოპერატორ სტუდენტებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. მეცნიერებმა სტუდენტებს კიდევ ერთი დავალება მისცეს - მათ ნაწილს ნება დართეს, თუ სურვილი გაუჩნდებოდათ, საკუთარი ღირსება დაეცვათ და საპასუხო აგრესიაც გამოევლინათ, სტუდენტთა მეორე ნაწილს კი უბრძანეს, ნებისმიერ შემთხვევაში ზრდილობიანი ყოფილიყვნენ და კონტროლი არ დაეკარგათ.
- შედეგი მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა - იმ სტუდენტებს, რომლებიც თავს იცავდნენ, გულისცემა მხოლოს დროის მცირე მონაკვეთში ჰქონდათ აჩქარებული, დანარჩენები კი საუბრის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ დამშვიდებას.
- ფსიქოლოგები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ ჭეშმარიტ გრძნობებს და განცდებს გულში იკლავენ, „ემოციური დისონანსით“ იტანჯებიან, რის გამოც მათ ღრმა დეპრესია ემუქრებათ.
- ასე რომ, ნუ ჩაიკლავთ გულში ბრაზს, დაგროვილი ემოცია გარეთ „გამოუშვით“, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავს დიდ ზიანს მიაყენებთ.
ტეგები: Qwelly, საინტერესო, საკითხავი, სიბრაზე
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•