იყო ჩემს ცხოვრებაში, უფრო სწორად სიყმაწვილეში, დროის საკმაოდ დიდი მონაკვეთი, როდესაც ლენინგრადში (ახლანდელ სანქტ პეტერბურგში), ნეკრასოვის ბაზრის მახლობლად, კომუნალურ ბინაში ვცხოვრობდი.
ოქროს წლები! ეს იყო დრო, როდესაც ლენინს მიტინგებზ საჯაროდ ლანძღავდნენ. რუსი გოგოები, КГБ-სგან დაუფარავად ესიყვარულებოდნენ ამერიკელებს, ფრანგებს, იტალიელებს და ''იმპერიალისტური სამყაროს'' სხვა წარმომადგენლებს, ხოლო დოლარი რომ მწვანეა, საბჭოთა მოქალაქეებმა უკვე არა მხოლოდ გადმოცემით, არამედ საკუთარი გამოცდილებიდან ვიცოდით. მოკლედ, თავისუფალი, ახალგაზრდა და შესაბამისად ბედნიერი, ღრმად ვისუნთქავდი პეტრეს ქალაქის ნესტიან ჰაერს.
დამეთანხმებით, ასეთ დროს აუცილებელია გვერდით გყავდეს მსგავს მდგომარეობაში მყოფი, საპირისპირო სქესის წარმომადგენელი. ჰოდა, გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში ტომა ტოკარევა - ტე-ტე, როგორც მას მოფერებით ვეძახდი (ეს მეტსახელი მას დიდხანს შერჩა მეგობრების წრეში). სწორედ მაშინ დაიბადა ჩემი პირველი და ჩემივე დღევანდელი გადმოსახედიდან, საკმაოდ სუსტი რუსული ლექსები.
ახლაც არ გამოვირჩევი დიდი სითამამითა და სითახხედით, ხოლო მაშინ, ცხრამეტი-ოცი წლის ასაკში, ჩემი მორიდებულობა დეგენერატიზმს ესაზღვრებოდა. ამიტომ, ჩემს რუსულ, სასიყვარულო ''შედევრებს'', ტე-ტესთან ვასაღებდი როგორც ვინმე იაშა ბუტმანის ლირიკას. იაშა ბუტმანი-ახალგაზრდა, მოსკოველი პოეტი, რომელიც ჩემსაზე არანაკლებ სუსტ ლექსებს, შემთხვევით წავაწყდი გაზეთ ''московский ком-сомолес''-ის გვერდებზე, კომუნალური ბინის ტუალეტში. ტე-ტემ იმდენად შეიყვარა ''იაშას ლექსები", რომ მთხოვა გადამეწერა მისთვის და ორ დღეში უკვე ზეპირად კითხულობდა ჯერ მეგობრების წრეში, შემდეგ კი, არც თუ ისე ფხიზელი, ხიდის ჯებირზე შემდგარი...
გავიდა ორი თვე. ჩემი და ტომას ურთიერთობა, პოეზურიდან პროზაულში გადაიზარდა: ხანმოკლე შეხვედრები საერთო ნაცნობებთან, ერთად გატარებული შემთხვევითი ღამეები... უცებ, ართ არცთუ ისე მშვენიერ დღეს, ტელეფონის ზარი:
- алло!
- пяивет, ник, зто я.
- пяивет красависа.
- ник, сегодня вечером встречаемся у мишки, обязателъно...
- будет сюрприз... все, бегу. целую. жду...
- но, я...
- в дсятъ...
- ...
არანაირ მიშკასთან არ წავსულვარ, თუმცა ტომას ხმაში რაღაც ისეთი ჟღერდა, როგორც ჩვენს პირველ პაემანზე...
ამ შემთხვევიდან ერთი კვირის თავზე, ქუჩაში მხვდება სწორედ ის მიშკა, მსაყვედურობს, რომ დავიკარგე და მიყვება შემდეგს: იმ საღამოს, როდესაც მე ''არ დავდე პატივი'' და არ მივედი მასთან, ბევრი დავკარგე. ტე-ტეს გულით უნდოდა ჩემთვის სურპრიზი გაეკეთებინა. გაეგო რა, რომ ლენინგრადში სამი დღით იმყოფებოდა მოსკოველი პოეტი იაშა ბუტმანი, რომლის შემოქმედებაც მე თურმე ძალიან მიყვარდა და რომელიც არის ტომას ნაცნობის-ნატაშკას ''ბოიფრენდის'' მაქსის ახლობელი, დაპატიჟა მასთან-მიშკას წვეულებაზე. (მიშკამ ჰაერი ჩაისუნთქა და განაგრძო) ტე-ტეს ძალიან სწყენია, მე რომ მივსულვარ. მთელი საღამო მირეკავდა, მაგრამ მე არ ვპასუხობდი. მერე, მაგრად დამთვრალა ცრემლნარევი ხმით უკითხავდა ბუტმანს "მისივე" ლექსებს. ბუტმანს ძალიან მოსწონებია ტომას კითხვის მანერა, თუმცა უთქვამს, რომ ეს მისი ადრეული ლექსებია და ახლა უკეთ წერს (თავხედი), რისი დემონსტრირებაც იქვე მოუხდენია. "პრინციპში მე მისი ადრეული უფრო მომწონს", დაამთავრა პოეზიის მოყვარულმა მიშკამ (მადლობა მას ამ დასკვნისთვის), დამემშვიდობა, ჩქარი ნაბიჯებით გადაჭრა ქუჩა და გაემართა ღვინის მაღაზიისკენ, რომელსიც შესვენება უკე დამთავრებულიყო.
მეტი, აღარც ტომა, აღარც მიშკა, აღარც ვინმე სხვა მათი სამეგობროდან აღარ მინახავს. თვე ნახევარში თბილიში დავბრუნდი.
თხუთმეტი წელი გავიდა მას შემდეგ... და აი, ცოტა ხნის წინ, როდესაც სტომატოლოგის კაბინეტთან რიგში დროს ვკლავდი, მაგიდაზე წავაწყდი გლამურულ ჟურნალს, რომლის გარეკანიდან ნაცნობი, მხიარული თვალები მიყურებდნენ. სტატია გაჰკიოდა: "ცნობილი ისრაელი ბანკირის, იაკოვ ბუტმანის მეუღლემ, ტამარა ბუტმანმა თელ-ავივში საკუთარი სამოდელო სკოლა გახსნა..."
"შემდეგი!"- მიბრძანეს კაბინეტიდან. ჟურნალი გადავდე და გმირულად გავემართე კბილის დასაპლომბად.
ნიკო გომელაური
"უბის ლექსი"
2008
ტეგები: Qwelly, ამონარიდები, გომელაური, ეპიზოდი, ლიტერატურა, მოთხრობები
როგორ ძალიან მიყვარდა და მიყვარს ნიკოოოოოოოოოოოოო :'( :'( :'(
შემდეგში სხვა ჩანაწერებსაც შემოგთავაზებთ თუ მოისურვებთ :)) თან აი თამილ როდიდან იყვენ ნიკოზე ქალები შეყვარებულები :D თავის ლექსებსაც კი უკითხავდნენ :D
Brolik ველოდებით მომდევნო ასეთ პოსტს! :)
Brolika Qiqava_მ თქვა:
შემდეგში სხვა ჩანაწერებსაც შემოგთავაზებთ თუ მოისურვებთ :)) თან აი თამილ როდიდან იყვენ ნიკოზე ქალები შეყვარებულები :D თავის ლექსებსაც კი უკითხავდნენ :D
მწერალს და პოეტს რას უწუნებ ცის? :(
ცისია_მ თქვა:
გენიალური მსახიობი იყო :)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•