აფრიკაში, შორეულ ომოს ხეობაში, სადაც ადრეული, ცნობილი ჰომო საპიენსი აღმოაჩინეს, მკვიდრი ტომები ათასწლეულებია იხატავენ სხეულს ფერადი მინერალებით. სამხრეთ-დასავლეთ ეთიოპიის ომოს ხეობაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ სუდანსა და ტბა ტურკანას გარშემო ჩრდილოეთ კენიაში ცხოვრობს დაახლოებით 500 000 ასეთი ადგილობრივი. ბევრი მათგანი მესაქონლეა, ისინი მდინარესთან ან ტბასთან ახლოს ცხოვრობენ მშრალი სეზონის განმავლობაში, მაგრამ როგორც კი წვიმა დაიწყება მაშინვე უბრუნდებიან მინდვრებსა და საძოვრებს.
ფერებს მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ის განსაზღვრავს მათ პოზიციას რიტუალებში, მეურნეობაში, ასევე მნიშვნელოვანია საპირისპირო სქესის მისაზიდად, ოჯახთან თუ ტომთან ურთიერთობისთვის და ახლა უკვე ტურისტებზე შთაბეჭდილების მოსახდენადაც.
ფოტოგრაფი ჰანს სილვესტერი სამი წლის განმავლობაში ცხრაჯერ ეწვია მურსისა და სურმას ტომებს ომოს ხეობაში და უამრავო ფოტოც გადაიღო
მურსის ტომს სხეულზე ხატვისა და პირსინგის დიდი ისტორია აქვს. ორივე, ქალიც და კაციც იხვრეტს ყურს. მურსის ტომის ქალი ჩვეულებრივ იხვრეტს და იწელავს ქვედა ტუჩს ფირფიტისთვის, მაგრამ ეს ტრადიცია თანდათან ქრება.
ბიჭები, როგორც წესი სხვა ბიჭებს უხატავენ სხეულს.
დედები ხატავან თავიანთ შვილებს და ასე იწყება სამუდამო ტრადიცია.
სახის თეთრად შეღებვით ბავშვებს ზებუნებრივი ძალებისაგან იცავენ.
წითელი ჟანგმიწა, ყვითელი გოგირდი, თეთრი კირქვა, და ნაცრისფერი ფერფლი ჩვეულებრივი მინერალებია მურსის ტომში, თიხა კი მათთვის ძალიან წმინდაა. ისინი არ აღიარებენ რელიგიას და ცხოვრობენ ჰარმონიულად ბუნებასთან და სულიერ სამყაროსთან.
სურმას ტომი მორთულობისთვის იყენებს ფლორასაც და ფაუნასაც.
ბავშვები იგონებენ კრეატიულ მორთულობებს ფოთლებისა და ტოტებისგან, ასევე ხილისა და მარცვლეულისგან.
არავითარ არქიტექტურასა და ხელობას მათთვის მნიშვნელობა არ გააჩნია, ყველაზე მთავარი სხეულის მოხატვა და პირსინგია.
ბიჭები საქონლის მოვლას 8 წლის ასაკში იწყებენ, ამასთანავე საძვრებზე გატარებულ დროს თავის მორთვაშიც იყენებენ.
ძველად თავისმორთულობაში ბუმბულები იკრძალებოდა მოხუცებისთვის, მონადირეებისა და მეომრებისთვის, რადგანაც ის სიკვდილს გამოხატავდა, ისევე როგორც გარეული ხარი, მაგრამ დღეს ისინი ისევ გამოიყენება როგორც უბრალო დეკორაცია.
ფერი ტომის წევრებისთვის დეკორაციაცაა და თავდაცვაც.
ეს ავტომატური იარაღი დამზადებულია მათ მიერ ომოს ხეობაში, დღესდღეობით იქ მცხოვრებ ყველა ოჯახს აქვს საკუთარი AK-47
ტეგები: aborigine, africa, body, ethiopia, interesting, mural, originals, primitive, qwelly, rules, მეტი...valley, აბორიგენი, აფრიკა, ეთიოპია, ეს_საინტერესოა, მოვლენა, მოხატულობა, მურსის ტომი, პირველყოფილი, სხეული, ტომი, უცნაური, უცნაური_ამბავი, ფოტო, ქველი, წესები, ხეობა
ra ucnaurebii ariian :) :D getanxmebit martla sainteresoa :)
ვუვ! ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოსტი რომელსაც კი აქ წავაწყდი :)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…
გაგრძელება
© 2025 George.
•