"...თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, ვარდისფრით გაწყობილი მწვანე ან, თუნდაც, ყვითლით გაწყობილი ცისფერი სამოსი..." ეს ვან გოგია მის შესახებ არაერთი პოსტია მაგრამ ახლა გთავაზობთ შედარებას რეალობასა და ნახატს შორის.. თავად შეაფასეთ.


+

ტულუზ ლოტრეკი და ვინსენტ ვან გოგი.- გრუმ გამოაცხადა, რომ თუკი დარბაზიდან არ გაიტანდნენ ვან გოგის ნაჯღაბნს, თავის სურათებს ჩამოხსნიდა. ტულუზ - ლოტრეკი წამოხტა: ”ეს აუტანელია, შეურაცხყოფას აყენებენ დიდ მხატვარს!”

„როცა არლში ჩავედი, ვინსენტი საკუთარი თავის ძიებაში იყო, მე გაცილებით უფროსი, უკვე მოწიფული კაცი ვიყავი. ვგრძნობდი, რომ ვჭირდებოდი, თუმცა სწორედ მას უნდა ვუმადლოდე ჩემი ძველი ფერწერული იდეების თავმოყრას. ამასთნ, მძიმე წუთებში ისიც შემეძლო მეფიქრა, რომ ჩემზე უბედური ადამიანიც არსებობს“ - პოლ გოგენი

ინგა მილორავა - "ვან გოგი - არლი"
ლურჯი ,რომელიც უფრო მეტია, ვიდრე სილურჯე
და ტკივილების ოქროსფერში დანთქმული გული.
ვინ მოიგონა ნეტავ ქვეყნად სიტყვა სიგიჟე,
რატომ არ ჰქვია მიუწვდომლის მას სიყვარული.
მიუწვდომელი აქ, ამ მიწაზე ,სადაც ყანებზე გადაივლის ოცნების ბინდი
და შორს, ზეცაში – ყვავები, როგორც წერილები,
მზა წერტილებით სავსე უკვე თურმე მაშინვე, როცა ტირილით
არარსებობას დააღწია თავი მხატვარმა – ეგონა იშვა,
მაგრამ მთლიანად ვერ დაიბადა, რაღაც ნაწილი,
უფრო თბილი, უფრო მფეთქავი,
შორეულ სივრცეს შეეხიზნა, ხელი ჩასჭიდა
და იმ ნაწილზე უძილო ფიქრმა შექმნა ფოთლები, ჩიბუხი, ქუდი...
აკივლებული მიწა, შეცბუნებული ქარი...უტყვი კედელი სატუსაღოში,
ტკივილისგან მბრუნავი ზეცა, ბედის ბორბალი,
სკამი რომელზეც აღარავინ აღარ დაჯდება...
ოთახი სადაც მარტოობის მწკლატე სუნი დგას.
ადამიანი... ოცნება იქით, უცხო კუნძულებს მიფარებულ მარადიულ მდუმარებაზე
და მისი ხელი, დიდი უშნო, მწითური ბალნით მოსილი, მფრთხალი,
რომ არ ეყოფა ამ ქვეყანას მისთვისაც სითბო, ალერსი, ცრემლი და სინანული.
და გაოგნება დაიღვრება ისევ ოქროფსფრად და სილურჯეში იტირებენ მწიფე მტევნები,
უკვე დაბრუნდა იქ, სადაც თურმე ფერი სულია, თუ ისევ ისე მოემჩვარა ხელის მტევნები,
როგორც აქ, ამ ჩვენს სისხლ-ხორცით ნაძერწ დაღლილ ჯოჯოხეთს შეეფერება?
იპოვე ,ჩემო შორეულო მეგობარო, ლურჯი სიზმარი?
როგორ გიპოვნო, მოგეხვიო დალეულ მხრებზე, მზერით შეგეხო ჩამქრალ თვალებზე,
ამდენი მწარე უარყოფით დაღლილ თითებზე და როგორ გითხრა,
შენი ფერები სიცოცხლეა ახლა ბევრისთვის, სავსე და ტკბილი...
შენი დრო ჩვენი შვებაა, ფიქრი, სევდის წამალი...
მაგრამ შენამდე როგორ მოვა ახლა ეს სითბო?
სად არის გზები, ანდა მაცნე ასე ფრთამალი?
მაშ სხვა რა გზაა, კიდევ ერთხელ გემშვიდოდბები,
მომავალ ნათელ შეხვედრამდე სიზმრების არლში...
კაფეს კარებთან გელოდები ოქროს ნაპერწკლად...

"მე მიწასთან არამიწიერი ძაფებით ვარ დაკავშირებული. ეს განცდა დიდი ნაღველის დროს დამეუფლა, განსაკუთრებით კი იმ პერიოდებში, რომელთაც ისინი სულით ავადმყოფობას უწოდებენ."

ტეგები: Qwelly, art, გოგენი, გოგი, და, ვან, ინგა, ლოტრეკი, მარად, მილოროვა, მეტი...ნახატი, პოლ, რეალობა, ტულუზ, ხელოვნება

ნახვა: 945

გამოხმაურებები!

ჩემოო გენიოსობით ავადმყოფო...

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters