ეს ჩემი საყვარელი საქმიანობათაგანი, ჰობთაგანი ან ექსტრემთაგანი იქნებოდა ცურვა რომ ვიცოდე.

       ადამიანს ხომ დაუოკებელი სურვილი აქვს შეიცნოს ის, რაც ასე მარტივი დასანახი არ არის და წარმოდგენაც ზოგჯერ გვიმტყუნებს ხოლმე. 

       სწორედ ამისთვის გამოიგონეს დაივინგი. 

       რასაც ამ პოსტში ნახავთ, ესაა  Þingvallavatn_ის ტბა (როგორ იკითხება არ ვიცი, გუგლმაც ვერ წაიკითხა) რომელიც მდებარეობს ისლანდიაში.

       ხოლო თავად ამ სამყვინთაო ადგილს Silfra ეწოდება და ერთი შეხედვითაც მიხვდებით რომ ნამდვილი თვალწარმტაცობაა.

       პოსტში, საიდაინაც ვთარგმნი, ბევრი ინფორმაცია იყო ადგილის გეოლოგიურობის შესახებ, ტექტონიკური აგებულება, ქანების სხვადასხვაგვარი წყობა და ა.შ. მაგრამ ვინაიდან გეოლოგია არც ისე ფართოდ გამოყენებული საინტერესო მეცნიერებაა, ცოტა სხვა რამეებს მოგახსენებთ. ერთს კი გეტყვით - Þingvallavatn_ის ტბა არის ამერიკისა და ევრაზოოს კონტინენტის გადაკვეთა, შეჯახება, შეერთება. 

       სკუბა დაივინგის პროფესიონალებმა Silfra სამ ნაწილად დაჰყვეს - Silfra დარბაზი, Silfra ტაძარი და Silfra გალერეა (ოროგინალში ერქვა Lagoon, ესაა ... რაღაც არის, მაგრამ როგორც ინგლისურსავე განმარტებაში ვნახე, ყველაზე კარგად მოერგო სიტყვა გალერეა). ფოტოზე გამოსახულიდან რომელი რომელი არ ვიცი, ამიტომ თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია. 

       ყოველწლიურად ათასობით ტურისტი, მყვინთავი სკუბა დაივინგის მოყვარული სტუმრობს ამ შესანიშნავ ადგილს. ცივი, ნათელი, კრიალა წყალი. ყველაზე კარგი ხილვადობა წყალში, შეუდარებელი კანიონური სისტემა. მოკლედ, ყოველივე ეს კარგ ტურისტულ პოტენციალს წარმოადგენს და ექტრემალებიც თავს არ ზოგავენ. 

       გვეყოფა საუბარი, აი ნახეთ რაზე მოგახსენებდით ამდენხანს.

  1. Diving_Silfra_Island_Scuba_Qwelly
  2. Diving_Silfra_Island_Scuba_Qwelly
  3. Diving_Silfra_Island_Scuba_Qwelly
  4. Diving_Silfra_Island_Scuba_Qwelly
  5. Diving_Silfra_Island_Scuba_Qwelly
  6. Diving_Silfra_Island_Scuba_Qwelly
  7. Diving_Silfra_Island_Scuba_Qwelly

აბა რას იტყვით? რომელია დარბაზი, რომელი ტაძარი და რომელი გალერეა?

ტეგები: America, Diving, Earth, Eurasia, Extreme, Island, Lagoon, Lake, Qwelly, Scuba, მეტი...Silfra, USA, Þingvallavatn, გალერეა, დარბაზი, ისლანდია, ტაძარი, ტბა

ნახვა: 968

გამოხმაურებები!

ესეგი ჩვენ უნდა დავარქვათ სახელები?? ( ისე კარგია წავიიდოოდა ადამიანი ) მე ცუურვა ვიცი ^_^

რა ლურჯია ! 

ცქრიალა :) 

თამარ ჯოჯუა_მ თქვა:

რა ლურჯია ! 

რა მანმაზიიიაააა  :((

Brolika Qiqava ეს ხოტბის შესხმაა???

Brolika Qiqava_მ თქვა:

რა მანმაზიიიაააა  :((

რა მშვენიერებააა და ლამაზი :))))))

:D :D კი ხოტბა და აუფოო მეტიაა ეგ :D

ლაშა_მ თქვა:

Brolika Qiqava ეს ხოტბის შესხმაა???

Brolika Qiqava_მ თქვა:

რა მანმაზიიიაააა  :((

Kakha კარგი რა :( ეს რომ საქართველოში იყოს, აუცილებლად გააკეთებდნენ სვეტიცხოველთან და ჩემი თავის ტკივილი გაძლიერდებოდა :( 

Kakha_მ თქვა:

ძალიან კარგია ასეთი ადგილი, რომ არსებობს:))) ცოტა ახლოს რომ იყოს(ჩვენს ქვეყანასთან) უფრო მეტი ტურისტი ჩავიდოდა :)):D

Ana ნამყოფი ხარ? :O 

Ana_მ თქვა:

ძალიან მიყვარს დაივინგი, ეს ადგილი კი საუკეთესოა ჩასაყვინთად :))))

Kakha პროგრესის წინააღმდეგაც წავალ თუ ის პროგრესი ავზნიანი იქნება :) Facebook ხომ პროგრესად ითვლება? ;) 

Kakha_მ თქვა:

ლაშა  ასე ჰომ პროგრესის წინააღმდეგ იქნება გალაშქრება, დათმობებზეც უნდა წახვიდე რაღაცის:))))

რა სილამაზეაა :))

gvanca odishelidze ერთ სიტყვიანი პასუხი იქნება - გადასარევი! :D

 
gvanca odishelidze_მ თქვა:

რა სილამაზეაა :))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

 

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება…

გაგრძელება

Qwelly World

free counters