• დედოფალმა მარია ანტუანეტამ ეშაფოტზე ასვლისას  ჯალათს დააბიჯა და მოიბოდიშა:  “მაპატიეთ, გეთაყვა, შემთხვევით მომივიდა”

• ოსკარ უაილდმა სიკვდილის წინ  თვალი მოავლო ოთახს, რომელშიც უგემოვნო შპალერი იყო გაკრული: “მომაკვდინებელი ფერებია! ჩვენ ორიდან ერთ-ერთმა უნდა დასტოვოს ოთახი!”

• იმპერატრიცა ელიზავეტამ ძალიან გააკვირვა მკურნალი ექიმები, როდესაც სიკვდილამდე 2 წუთით ადრე უეცრად წამოიმართა ბალიშებზე და მრისხანედ იკითხა: “როგორ, ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ?”

• ამერიკელი დრამატურგი იუჯინ ო’ნილი: ” ასეც ვიცოდი! ოტელში დავიბადე და, ეშმაკმა დალახვროს, ოტელში ვკვდები”.

• ცნობილმა შპიონმა- მოცეკვავემ მატა ჰარიმ სნაიპერებს, რომლებსაც მიზანში ჰყავდათ ამოღებული, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა: ” მზად ვარ, ბიჭებო!”

• ინგლისელი მწერალი სომერსეტ მოემი: “სიკვდილი ძალიან მოსაწყენი და უხალისო ყოფილა. ჩემი რჩევაა, არასდროს დაკავდეთ ამ საქმიანობით”

• ამერიკელი დრამატურგი უილიამ საროიანი: ” სიკვდილი ყველა ადამიანი ხვედრია, მაგრამ ყოველთვის მეგონა, რომ ჩემთვის გამონაკლისს დაუშვებდნენ. და რა?”

• ფრანგმა მწერალმა ბალზაკმა სიკვდილის წინ გაიხსენა თავისი ერთ-ერთი პერსონაჟი – ექიმი ბიანშონი: ” აი, ის კი გადამარჩენდა…”

• რუსი მწერალი ანტონ ჩეხოვი მკურნალობდა გერმანიის პატარა კურორტ ბადენვეილერში, სადაც სასიკვდილო დიაგნოზდასმულ პაციენტებს შამპანურით უმასპინძლდებოდნენ. როცა მკურნალმა ექიმმა მას შამპანური დაუსხა, ჩეხოვმა თქვა: «Ich sterbe» (ვკვდები) და შემდეგ რუსულად დააყოლა: «Давно я не пил шампанского» – დიდი ხანია, შამპანური არ დამილევია.

• ცნობილი ინგლისელი ქირურგი ჯოზეფ გრინი ექიმების ჩვეულებისამებრ, პულს ისინჯავდა. “გაჩერდა” – თქვა ბოლოს.

• ინგლისელი მწერალი და კრიტიკოსი ლიტონ სტრეიჩი: “თუ ესაა სიკვდილი, სულაც არ ვარ მისით აღფრთოვანებული”.

• ცნობილი ფრანგი გასტორნომის დამ, პოლეტ ბრილატ-სავარინმა, მესამე კერძის შემდეგ თქვა: “სწრაფად მომართვით კომპოტი, ვკვდები”.

• რუსი მწერალი-სატირიკოსი სალტიკოვ-შედრინი სიკვდილს შეეგება კითხვით: “«Это ты, дура?»

 

წყარო: ვერტიკალური ჰორიზონტი

ტეგები: Celebrity, Dead, Expression, Qwelly, გარდაცვალება, ვერტიკალური_ჰორიზონტი, მოახლოება, სიკვდილი, გამონათქვამები, ეს_საინტერესოა, მეტი...საკითხავი

ნახვა: 1664

გამოხმაურებები!

უკვე მეორე ხარ ვინც ეგ დაწერა... :))) ანუ შედრინმა ცახედა სიკვდილს თვალებში... :))))) 

mariami said:

«Это ты, дура?» აი ეს ყველაზე კარგი იყო...:)))

ფეიხოა იქნებოდა... :) 

magnita said:

da kopoti mainc sul sxvaa :D:D:D neta ris kompoti iyo??

ფეიხოა??? :O :O :O :O მოგწონს???

magnita said:

mmmm mec minda <3



LsHისა... said:

ფეიხოა იქნებოდა... :) 

magnita said:

da kopoti mainc sul sxvaa :D:D:D neta ris kompoti iyo??

გეპატიჟები ჩემს მარანში, ფეიხოაც მოიძებნება იქ... :)))))) 

magnita said:

vgijdebi ^_^

LsHისა... said:

ფეიხოა??? :O :O :O :O მოგწონს???

magnita said:

mmmm mec minda <3



LsHისა... said:

ფეიხოა იქნებოდა... :) 

magnita said:

da kopoti mainc sul sxvaa :D:D:D neta ris kompoti iyo??

ჭრელი ბაღდადი არ მაქვს, მაგრამ ტაბლაზე კი გავუშლიდი სუფრას... :)))))))

კაი მწვადი, კარგი ხაჭაპური, კარგი კალმახი და კარგი ჩაციებული, თიხის დოქებში გამზადებული, შუშხინა ფეიხოას წვენი :)))))))))))))))))

cira jgarkava said:

lasha moemzade tamo maranshi rom shemova marto kompots ar dajerdebaaaaaaaa kargi mamapapuri sufrac unda daaxvedrooooooooooooooooo

oskar uaildi momewona.....

კაი ხო შენც დაგპატიჟებ... :))))))

cira jgarkava said:

uf.uf.................kbilebi akackacdaaaaaaaaaaaaaaaaa

dedoplis bodishma shemdzra .. somerset moemis ukanskneli sityvebi titqos sxvanairad mqonda cakitxulo--"სიკვდილი მოსაწყენი საქმეა, მე გირჩევთ რომ არასდროს არ მოკვდეთ".--- ai asee. romeli versiaa scori neta :D orive momconons ise :D

ჰო, მაგარი დედოფალი იყო! წინასწარ გადაუხადა სამაგიერო :D 

ნუ დიდი შინაარსობრივი განსხვავება არ აროს "მოემებს" შორის ხო?

qeti_მ თქვა:

dedoplis bodishma shemdzra .. somerset moemis ukanskneli sityvebi titqos sxvanairad mqonda cakitxulo--"სიკვდილი მოსაწყენი საქმეა, მე გირჩევთ რომ არასდროს არ მოკვდეთ".--- ai asee. romeli versiaa scori neta :D orive momconons ise :D

კომპოტი სასაცილო იყო :-D

იმპერატრიცა ელიზავეტი :3 აუუუ ცუუდად ვარ კარგი ვიღაც იყო აშკარად არადა მეკიდევ არაფერი ვიცი მასზე ((

RSS

ბლოგ პოსტები

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Qwelly World

free counters