როგორც ერთი ლეგენდა მოგვითხრობს ძველად ჩინეთში სიჩუანის პროვინციაში, ყოველი თვის 1_ელ და XV დღეს ნადიმით აღნიშნავდა ხალხი...

       ამ დღის მთავარი კერძი კი როგორც ამბობენ Hui Guo Rou ყოფილა

       ეს უცხო და უცნაური სახელი კი ქართულად ასე ჟღერს - "დააბრუნეთ ხორცი ქვაბში"

       ეს კერძი აქტუალობას დღესაც არ კარგავს, სიჩუანის პროვინციიდან მან ჩინეთის რესტორნებში გადაინაცვლა და ახლა არაერთ მენიუში წააწყდებით...

თუმცა არამხოლოდ ჩინეთში...

აქვე, ჩვენთან QwellyNaRia_შიც გვაქვს Hui Guo Rou_ს უგემრიელესი რეცეპტი...

       ასე რომ პირდაპირ თქვენს სახლში შეგიძლიათ დააგემოვნოთ

შემადგენლობა:

  1. ღორის ხორცი - 0,5 კგ (მჭლე)
  2. ბრინჯის ღვინო - 2 ს/კ
  3. ნიორი - 2 კბილი
  4. ჯანჯაფილი - 4 ნაჭერი
  5. პრასი - 2 ცალი
  6. წითელი ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
  7. მიწისთხილის ზეთი - 4 ს/კ
  8. სამბალი - 2 ს/კ
  9. სოიოს პასტა - 4 ს/კ
  10. მუქი სოიოს საწებელი - 2 ს/კ

მომზადება:

  • ღორის ხორცი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი რომ დაფაროს. დადგით ცეცხლზე და აადუღეთ.
  • დუღილისას დაამატეთ ღვინო და ჯანჯაფილი
  • მოამზადეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ამოიღეთ წყლიდან და გააციეთ
  • როდესაც ხორცი გაცივდება, დაჭერით ძალიან წვრილ, დაახლოებით 2 ინჩის სიგრძის ნაჭრებად
  • შემდეგ გაასუფთავეთ პრასი, გაჭერით შუაზე სიგრძივ და დაჭერით 1 ინჩის სიგრძის ნაჭრებად, ასევე გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა, მოაცალეთ თესლები და დაჭერით პრასის მსგავსად
  • გააცხელეთ ტაფა მაღალ ცეცხლზე დაამატეთ ზეთი და შეწვით ნიორი ყავისფერის მიღებამდე, შემდეგ დაამატეთ დაჭრილი პრასი, წვით 1 წუთი თან ურიეთ, შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა და მოამზადეთ დაახლოებით 30 წამი, ურიეთ განუწყვეტლივ
  • შემდეგ ბოსტნეული ტაფის კიდეებზე მიწიეთ და შუაში დაამატეთ სამბალი, შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, დაამატეთ ასევე მოხარშული და დაჭრილი ღორის ხორცი და კარგად მოურიეთ
  • მოამზადეთ კიდევ 1-2 წუთის განმავლობაში, სანამ ყველაფერი ერთიანად არ გაცხელდება.

ტეგები: qwellynaria, recipe, ბოსტნეული, რეცეპტი, ღორი, ჩინეთი, ხორციელი

ნახვა: 1470

გამოხმაურებები!

:O :O :O :O აი ერთხელაც რომ შემოვა აქ და აღარაფერიდახვდება ხომ დაიჯერებს :D  ქეთი გადამალე ხორცეული განსაკუთრებით ხინკალი, მწვადი, თევზი მუჟუჟი  გვააქვს  ? :D :D :D 

ლაშა_მ თქვა:

Keti ნახე რა გვარია Brolika - ქიქავა! ამას რამე დაეჯერება? :( 

Keti_მ თქვა:

ჰოოო :/ რომელს დაგიჯეროთ?? :D :D Brolik მე მაინც ყურადღებით ვიქნები ყოველიშემთხვევისთვის :D :D

:D :D :D ბროლიკ შობამდე ქველინარიას საფრთხე არ ემუქრება და მერე ვნახოთ :D :D ბოლოსდაბოლოს რას იზავს პოსტებს ხომ არ შეჭამს, ასეთი მსუნაგიც არ იქნება :D :D :D

Brolika Qiqava_მ თქვა:

სამარხო ხორცსაც იპოვის მაგალითად სოიოს :D :D :D :D არა ყველაფერს შეიძენს რაც მოსამზადებლად დაგვჭირდება და ჩვენ აღარაფერი დაგვრჩება :D :D

Keti_მ თქვა:

:D :D :D ბროლიკ შობამდე ქველინარიას საფრთხე არ ემუქრება და მერე ვნახოთ :D :D ბოლოსდაბოლოს რას იზავს პოსტებს ხომ არ შეჭამს, ასეთი მსუნაგიც არ იქნება :D :D :D

Brolika Qiqava_მ თქვა:

:O :O :O :O აი ერთხელაც რომ შემოვა აქ და აღარაფერიდახვდება ხომ დაიჯერებს :D  ქეთი გადამალე ხორცეული განსაკუთრებით ხინკალი, მწვადი, თევზი მუჟუჟი  გვააქვს  ? :D :D :D 

ლაშა_მ თქვა:

Keti ნახე რა გვარია Brolika - ქიქავა! ამას რამე დაეჯერება? :( 

Keti_მ თქვა:

ჰოოო :/ რომელს დაგიჯეროთ?? :D :D Brolik მე მაინც ყურადღებით ვიქნები ყოველიშემთხვევისთვის :D :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

პიკასო

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

პიკასო

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2023…

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters