ცხელი, ცეცხლოვანი და ცხარე... ასე ახასიათებენ ამ კერძს ინდოეთში და არამარტო იქ...

Vindaloo - ეს არის ინდური, ტრადიციული კერძი გოას რეგიონიდან

ეს სახელწოდება უკავშირდება ერთ პორტუგალიულ კერძს - Carne de Vinha d’Alhos - ხორცი, ღვინო და ნიორი

მუმბეის სამზარეულოს თუ გადავხედავთ ამ კერძის სხვადასხვა ვარიაცას აღმოვაჩენთ...

მართლაც მისი მომზადება შესაძლებელია ღორის, ცხვრის ასევე ძროხის ხორცით, ქათმით, კრევეტებით და სოკოთიც კი... 

ეს კერძი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც აზიის, ასევე დანარჩენი მსოფლიოს ინდურ რესტორნებში... სადაც ამ კერძის ნებიესმიერი ვარიანტი შეგიძლიათ დააგემოვნოთ

მაგრამ მაინც...  როგორც ერთმა იტალიელმა ფოტოგრაფმა გამოიკვლია ინდოელი ბებიები Vindaloo_ს ქათმისგან ამზადებენ...

ამიტომაც QwellyNaRiA ენდობა ბებიების მრავალწლიან გამოცდილებას და გთავაზობთ Vindaloo_ს ქათმით მომზადებით რეცეპტს

შემადგენლობა:

  1. ქათმის ფილე - 3 ცალი
  2. ხახვი - 3 ცალი (დიდი ზომის)
  3. ცოცხალი მწარე წიწაკა - 3 ცალი (2 წითელი, 1 მწვანე)
  4. ნიორი - 6 კბილი
  5. დანაყული ჯანჯაფილი - 2 ს/კ
  6. ტურმერიკი - 1 ს/კ
  7. თეთრი ღვინის ძმარი - 2 ს/კ
  8. ქინძის სუნელი - 1 ს/კ
  9. გარამ მასალა - 1 ს/კ (ინდური სანელებელი)
  10. დარიჩინი - ½ ს/კ
  11. პილპილის მარცვლები - 1.5 ს/კ
  12. შავი მდოგვის თესლი - 1 ს/კ
  13. მარილი - ½ ს/კ
  14. დაჭრილი ცოცხალი ქინძი -  1 ს/კ
  15. წყალი - ნახევარი ჭიქა
  16. მცენარეული ზეთი

 

მომზადება:

  • აიღეთ სქელძირიანი ტაფა, დაასხით მცენარეული ზეთი, იმდენი რომ დაფაროს ტაფის ძირი
  • დაჭერით ხახვი წვრილ რგოლებად და ჩაყარეთ გაცხელებულ ტაფაში და დაუწიეთ ცეცხლს, დაახლოებით 3 წუთი შუშეთ, შემდეგ მოურიეთ,
  • დაამატეთ ძმარი, შემდეგ დაიწყებს შიშხინს და აორთქლდება, მოურიეთ და შუშეთ კიდევ რამდენიმე წუთით, სანამ არ მიიღებთ ყავისფერს (არ დაწვათ!)
  • მოშუშული ხახვი გადაიტანეთ თასში, ზეთი კი დატოვეთ ტაფაში. შემდეგ ხახვი გადაიტანეთ ბლენდერში დაამატეთ 1 ს/კ ზეთი და დააბლენდერეთ, სანამ არ მიიღებთ სქელ, ყავისფერ საწებელს (ეს არის ხახვის მარტივი საწებელი, რომელიც აძლევს გემოს ამ კერძს და მისი მთავარი ნაწილია)
  • წიწაკას გამოაცალეთ თესლი, დაჭერით ნიორთან ერთად და მოათავსეთ ბლენდერში, დააბლენდერეთ სანამ არ მიიღებთ თხელ, მარცვლოვან საკაზმს. დაამატეთ ტურმერიკი, ქინძის სუნელი, გარამ მასალა და დარიჩინი.
  • კარგად მოურიეთ რომ ყველაფერი გაიხსნას.
  • დანაყეთ პილპილის მარცვლები, დაამატეთ მდოგვის თესლი, მარილი და განაგრძეთ დანაყვა სანამ ერთგვაროვან ფხვნილს არ მიიღებთ
  • აიღეთ ქვაბი, ჩაასხით ზეთი, დაამატეთ ნიორისა და წიწაკის საწებელი. (საწებელი უნდა ტივტივებდეს ზეთზე და არ უნდა ეხებოდეს ქვაბის ძირს)
  • როცა საწებელი გაცხელდება და ბუშტუკები გაუჩნდება დაამატეთ დაჭრილი ხორცი და ურიეთ სანამ ხორცი მთლიანად შეიწოვს საკაზმს და ყავისფერ ფერს მიიღებს (ხორცი ბოლომდე უნდა მომზადდეს) ბოლოს დაამატეთ ხახვის საკაზმი, კარგად მოურიეთ, დაამატეთ წყალი და დაუწიეთ ცეცხლს და მოამზადეთ კიდევ რამდენიმე წუთი.

ტეგები: qwelly, qwellynaria, recipe, vindaloo, ინდოეთი, რეცეპტი, ქათამი

ნახვა: 962

გამოხმაურებები!

მომინდა!!! :) 

ტყუილად გინდა, ამის იქით გზა მაინც არ გაქვს :P :P :D

http://www.qwelly.com/group/qwellynaria/სამარხო

ლაშა_მ თქვა:

მომინდა!!! :) 

Keti ჩემი ნუგეში ხარ :D :D :D :D 

Keti_მ თქვა:

ტყუილად გინდა, ამის იქით გზა მაინც არ გაქვს :P :P :D

http://www.qwelly.com/group/qwellynaria/სამარხო

კიი, კი ნამდვილად :D :D ბოროტი ნუგეში :D

ლაშა_მ თქვა:

Keti ჩემი ნუგეში ხარ :D :D :D :D 

Keti_მ თქვა:

ტყუილად გინდა, ამის იქით გზა მაინც არ გაქვს :P :P :D

http://www.qwelly.com/group/qwellynaria/სამარხო

RSS

ბლოგ პოსტები

Path of Exile 2 U4GM Mana Stacking Endgame Guide

გამოაქვეყნა AlhajiBak_მ.
თარიღი: ივნისი 24, 2026.
საათი: 10:10am 0 კომენტარი

Path of Exile 2 U4GM Mana Stacking Endgame Guide

Path of Exile 2 Patch 0.5 has introduced many powerful character archetypes, but few have achieved the popularity and effectiveness of Mana stacking builds. By leveraging mechanics such as…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters