ვეძებდი ჯგუფს სახელწოდებით მონდომებული, ან ძალიან მოდომებული, ან ძალიან უსაქმური, გადატებული, დაკარგული, აღტკინებული, პროტესტანტი. მოკლედ, მრავალნაირად შეიძლება დავინახოთ ამ ადამიანების დაუღალავი შრომის შედეგი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც პოსტის ბოლომდე გახვალთ თქვენი თვალები ერთიორად იქნება გაფართოებული და ამდენადვე გაოცებისგან აღმოხდებათ - დედა რა იყო ეს ჰა?! 

 

       რაც პირველ ფოტოზე ნახეთ, ეს მხოლოდ დასაწყისია, უფრო დეტალური კადრები კიდევ უფრო გაგაოცებთ.

       ეს არ არის ორიგამი, აქ ქაღალდი და წებო განუყრელი მეგობრები არიან, მაგრამ თავად იდეა და წვალება იმდენად შთამბეჭდავია რომ განცდილის გადმოცემა თქვენთვის მომინდვია.

 * * * 

       ვფიქრობდი, ვინ უნდა ყოფილიყო ამ იდეის ავტორი თუ არა ერთ დროს ავიაკომპანიაში მომუშავე თვითმფრინავთა "არქიტექტორ" ინჟინრები, რომლებიც სამასხურიდან გააგდე და საკუთარი პროფესიონალიზმის დასამტკიცებლად, ამგვარი პროტესტი მოიფიქრეს, მაგრამ ასეც არ არის.

       22 წლის სან-ფრანცისკოელი ლუკა აიაკონი სტიუარტი თვითმფრინავებით გაგიჟებულთა რიგს მიეკუთვნება. ეს ის რიგია, ყოველ წლიურად რომ წარადგენენ ხოლმე სხვადასხვა თვითმფრინავების მუყაოს ვერსიებს და შემდეგ რეკორდსმენობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს

       ამჯერად ლუკას მიერ წარდგენილი "ხელოვანება" 160 სანტიმეტრის სიგრძის ბოინგ 777_ის მოდელია, რომელზეც ახალგაზრდა "დიზაინერი" ნახევარი წელიწადი მუშაობდა.

       რას ნახავთ შიგნით? ყველაფერს რაც სჭირდება ნამდვილ ბოინგს ასაფრენად!

       მოკლედ, არ ვიცი ეს ტექსტი წაიკითხეთ თუ არა, მაგრამ ახლა დროა ასე საინტერსო ფოტოები წარგიდგინოთ.

 

 

 

 

 

ტეგები: Boeing, Cardboard, Glue, Interesting, Luca, Plane, Qwelly, Stewart, დასათვალიერებელი, თვითმფრინავი, მეტი...მუყარო, საინტერესო, ფოტო, შემოქმედება, წებო, ხელოვნება

ნახვა: 1179

გამოხმაურებები!

მოცლილი ყოფილა! :)

აღფრთოვანებული ვარ :)ძალიან ძალიან მაგარია მადლობა ლაშა რომ ვნახე შენი დამსახურებაა :*

ხომ გითხარი გაფრინდებიან მეთქი! :D კიდევ ერთი ,,შრეკილი''

გაოცებული ვარ =-O დეტალები წვრილმანებიც კი უნაკლო აქვს :-)

am xalxs saqme ar aqvt neta?:))))) pensiaze gasuli sastaviia albat:)))


ეს ხომ ხელოვნებაა !! უნიჭიერესი ადამიანია :)))
mariam wiklauri_მ თქვა:

am xalxs saqme ar aqvt neta?:))))) pensiaze gasuli sastaviia albat:)))

mariam wiklauri წაიკითხე - 22 წლისაა ჯერ :P :P :D :D 

მაოცებს ხალხი :) საზოგადოება რომელიც ღამეებს Facebook-ზე ატარებს, ამ ადამიანს ეძახის მოცლილს :D 

ჰეჰეჰეეე facebook მაინც ახსენეეე :D 

ლაშა_მ თქვა:

მაოცებს ხალხი :) საზოგადოება რომელიც ღამეებს Facebook-ზე ატარებს, ამ ადამიანს ეძახის მოცლილს :D 

საინტერესოა რამდენი ხანი მოანდომა,ამის გაკეთებას.:)

მაკა ნახევარი წლის განმავლობაში აკეთებდა :))) 

maka_მ თქვა:

საინტერესოა რამდენი ხანი მოანდომა,ამის გაკეთებას.:)

დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი,მისი მუშაობის პროცეს.:)))

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters