მე შენზე ვფიქრობ ყოველთვის, ყველგან,
მე შენთვის სამღერს ვთხზავ ბევრ სიმღერებს,
სულ ცოტა სითბოს ვითხოვდი შენგან,
და ახლა ამას გული გიმღერებს!
გამახსენდება შენი ღიმილი,
თუმც თავს არა ვგრძნობ ღირსად ამისთვის,
გამახსენდება ძველი ტკივილი -
არ გამინდვია ჯერ არავისთვის.
შენზე ფიქრებში აბორგდა გული,
შენმა თვალებმა აღავსო სული,
რატომ გასწირე ეს სიყვარული
თუ ანგელოზი ხარ ცით მოსული?!
გეძებ სიზმრებში, ვეძებ ოცნებებს
ღამეებს ვათევ, მე შენზე ცრემლით,
ვერ ვუმკლავდები ტანჯვას და ვნებებს,
შენს სურათს ვეძებ ცრემლიან ხელით.
არ დამიბრუნებ გულს რომ წამართვი?
ითხოვს დავუგო ტანჯულს ფარჩები.
მე გელოდები! მწამს რასაც ვიტყვი -
ჩვენ სამუდამოდ ერთად დავრჩებით!
ტეგები: Qwelly, ი.ელიზბარაშვილი, მონატრება, პოეზია, სიზმარი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•