აანთე სანთელი, მხურვალედ ილოცე,
სული დაიმშვიდო უნდა.
ცრემლები წმინდაა, რატომ გაიოცე?
გულზე აღარ გაწევს ხუნდად.
სინდისი სწორია, ღმერთამდე შორია,
ცოდვებით ააგე ზღუდე.
გონება წაშლილი ქვიანი ყურეა,
გული კი ცოდვების ბუდე.
იჩქარე, იჩქარე ცრემლი დაიდინე,
უფალს შეავედრე თავი.
სულის სატანჯველი ცეცხლი აიცდინე
გაფანტე ბურუსი შავი.
ცხოვრება ნარია, სიკეთე ფარია,
ჭაობით სავსეა არე.
ლოცვა შვებაა, ხმატკბილი თარია
უმისოდ სულია მწარე.
უფალო შემინდე, შემინდე მე ცოდვილს,
კიდევ მაპატიე, კიდევ...
უკუნი მარტყია, არ მიშვებს ცრემ მგვრილ
მეც მის უტოპიას მივსდევ.
ბევრია ძლიერი, ცოტაა მართალი
მცირე მართალი ღმერთთან.
ცრემლებით, ლოცვებით კლდესავით ნათალი,
გული ძგერს სამყაროს მკერდთან.
ილია არეშიძე
ტეგები: Qwelly, ი.ელიზბარაშვილი, პოეზია, სული, ქველი, ცოდვა, ცრემლი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•