სახატავი ფუნჯები, საღებავები (წყლის, ზეთის, ქვიშის და ათასი რჯულის), პალიტრის შერჩევა, ტილო, დაფა, გრუნტი-დაგრუნტვა, მოლბერტი. მოკლედ, ათასი პრობლემაა როცა ხატვას იწყებ, მაგრამ მოდით ავიღოთ იდეა და შევცვალოთ ქმედება. მაგალითად, ხატვის იდეაა სიუჟეტის გადმოცემა. კი, ეს იდეა დავიტოვოთ და წინარე პრობლემები მოვაშოროთ, უბრალოდ ავიღოთ ხის სქელი ფიცარი და რამდენიმე საჭრეთელი. იქნებ უკეთესიც გამოგვივიდეს და შემდეგ ჩვენს შესახებაც მოამზადონ პოსტი Qwelly_ზე.
მარკ ევანსმა დაგვასწრო. მან ცოტა უფრო ადრე დაიწყო ხეზე ჩორკვნა და თუ ასე გაგრძელდა და გაპოპულარულდა (გამოფენები: Hus Gallery - 2010; Los Angeles, 2011; London, 2012), რასაც ეს პოსტიც ხელს უწყობს, მეეჭვება ოდესმე ფარხმალი დაყაროს და ამ საქმეს შეეშვას, მით უფრო რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა (1975 წელს დაიბადა ჩრდილოეთ უელსში) და მონდომებაც არ აკლია, მაგრამ თქვენ დაიწყეთ მსგავსი ხელოვანება ძვირფასო მკითხველო და დიად მიღწევებში დახმარება ჩემზე იყოს. ☺
მოკლედ, რა ხდება ახლა. დაგჭირდებათ ეს მასალა:
შემდეგ მიდიხართ დასახატ დაბასთან და იწყებთ "კვეთას", ჩორკვნას
ასე გადის დღეები, თვეები, სეზონები.
პირველივე "ნახატის" ბოლოს, თქვენ უკვე კარგად განვითარებული მოთენის უნარი გაქვთ და საოცარი შედევრით ტკბობის შესაძლებლობაც. აი, ისეთებით ამ პოსტში რომ იქნება მრავლად.
ვიდრე კომენტარში მკითხავთ, აქვე გეტყვით - ის დოლარიანი როგორ გამოიყვანა ხეზე, რა მასალა გამოიყენა და ა.შ. არ მკითხოთ - არ ვიცი! უბრალოდ დატკბით საოცრებით.
ტეგები: Evans, art, love, qwelly, qwellyland, ევანსი, კვეთა, ლომი
ამის გამკეთებელი ჯერ ხელოვანი უნდა იყოს დაჯილდოვებული უნდა იყოს ამ ნიჭით და მერე შრომისმოყვარეობა...... ასეთ რამეს ყველა ვერ გააკეთებს რაც არ უნდა ჩორკნო ხის მასალა არაფერი გამოგივა.....ამას ნიჭი უნდა....(
რომ დაგენომრა უკეთ გეტყოდი რომელი მომეწონა :D
ლაშა_მ თქვა:
რომლები ცის?
ცისია_მ თქვა:რამდენიმე ძალიან კარგია
თა _ მო მგონი გამოსახულებები არც ისე ერთნაირია რომ აღწერის შემდეგ ვერ განვარჩიოთ :D
თა _ მო_მ თქვა:
რომ დაგენომრა უკეთ გეტყოდი რომელი მომეწონა :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am
0 კომენტარი
0 მოწონება
LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.
Rookie left-hander…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am
0 კომენტარი
0 მოწონება
NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•