"ერთ დღეს მე და ჩემი მეგობარი პატარა ყავახანას ვესტუმრეთ, შეკვეთა მივეცით და სანამ ჩვენს მაგიდამდე მივიდოდით ორი ადამიანი შემოვიდა და ყავა შეუკვეთა:
"ხუთი ფინჯანი ყავა თუ შეიძლება, – ორი ჩვენთვის და სამი 'დასატოვებლად'. გადაიხადეს შეკვეთის საფასური და წავიდნენ"
ასეთმა ქცევამ ძალიან გამაკვირვა და ჩემს მეგობარს ვკითხე დატოვებული ფინჯანი ყავის შესახებ, პასუხად კი მივიღე: "მოითმინე და თავად ნახავ"
მოგვიანებით ორმა გოგონამ თითო–თითო ფინჯანი ყავა შეუკვეთა, გადაიხადეს შეკვეთის საფასური და წავიდნენ. შემდეგი შეკვეთა სამმა იურისტმა გააკეთა, – სამი ყავა თავისთვის აიღეს და ოთხი 'დასატოვებლად'. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ყავახანაში ხალხი იმაზე მეტ ყავას უკვეთავდა ვიდრე სჭირდებოდა და ზედმეტს ტოვებდა.
მოგვიანებით ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა, როდესაც გაცვეთილ ტანსაცმელში ჩაცმული კაცი, რომელიც მათხოვარივით გამოიყურებოდა შემოვიდა ყავახანაში და მორიდებით იკითხა:
"დატოვებული ყავა ხომ არ გაქვთ?"
უბრალოდ ხალხი წინასწარ იხდის ყავის საფასურს იმ ადამიანებისთვის რომლებსაც არ აქვთ ცხელი სასმელის ყიდვის შესაძლებლობა. ეს ტრადიცია იტალიის ქალაქ ნეაპოლში დაიწყო და მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ზოგიერთ ადგილას 'დასატოვებელი ყავის' გარდა სხვადასხვა საკვების ან მთელი საუზმის შეკვეთაა შესაძლებელი დატოვების წესით. ჩემი მხრიდან შემიძლია დავამატო რომ ბარსელონაში ნამდვილად არის რამდენიმე ადგილას ასეთი შეკვეთის გაკეთების შესაძლებლობა."
წყარო: ინტერნეტი. სამწუხაროდ ზუსტ ავტორს ვერ მივაკვლიე, რადგან მრავალ საიტზე განთავსდა და ყველა კოპირებული იყო.
ტეგები: Qwelly, მოწყალება, საინტერესო, სიკეთე, ქველობა
თათული რა მაგარია, მოდი ჩვენთანაც გავხსნათ ასეთი ყავახანა
ამას საქართველოში არასოდეს გააკეთებენ(((((
ქეთუსია_ მეც ვფიქრობ სერიოზულად ამ ყავახანის გახსნაზე, დიდი სიამოვნებით გავხსნიდი. ხო იცი რაც მეტი მსურველი იქნება მით უკეთესი.. ძალა ერთობაშია! :) (ჩვენ ვიფიქროთ)
ხათო_ რატომ გგონია რომ არ გააკეთებენ? 1 ლარი სულაც არაა ძვირი, ამის საშუალება ხომ მაინც გვაქვს. უმრავლესობა თუ არა უმცირესობა ხომ მაინც არის სიკეთის გამკეთებელი, რომ დაგვინახავენ რომ ჩვენ ვაკეთებთ მათაც მოუნდებათ და დატოვებენ.. იმედი მაქვს :)
მე მოხარული ვიქნები, ძვირზე არაა თათ, დღეს ადამიანთა გაუკუღმართების ფონზე ყოველივე ეს არარეალურად მეჩვენება(((
ჰო ვიცი რომ ცუდ-კარგები ვართ, ცუდადაც ვიქცევით, მაგრამ მაინცაა ჩვენში ცოტა სიკეთის მარცვალი და თუ ამას ჩვენ გავაღვივებთ, მჯერა რომ რაღაც გვეშველება და ცოტათი მაინც გამოკეთდება მდგომარეობა...
khatuna zitanishvili_მ თქვა:
მე მოხარული ვიქნები, ძვირზე არაა თათ, დღეს ადამიანთა გაუკუღმართების ფონზე ყოველივე ეს არარეალურად მეჩვენება(((
მე მგონია რომ გამოვა, მარტო იმიტომ მაინც რომ ხალხს მიმბაძველობა ახასიათებს, მითუმეტეს დასავლეთი ქვეყნებისკენ, წყლის გადასხმის აქციასაც თუ გავითვალისწინებთ უფრო მეტი იმედი მეძლევა, კარგი რეკლამა სჭირდება და ყველაფერი გამოვა
მიხარიხართ... ♥
აბა უშენოდ რა იქნება დაო :D იმედია ამ ჩანაფიქრს რეალობად ვაქცევთ :)
mako_მ თქვა:
მეც თქვენთან ვაარ * *
გული გამითბა <3
რამდენი სილამაზეა დასატოვებელ ყავაში, რამდენი სითბო და ადამიანობაა. ბევრი ყოფილიყოს დასატოვებელი ყავა და დამლევი კი არც ერთი!
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•