ვისაც ბავშვობაში, ხელოვნების გაკვეთილზე აკვარელით ხატვა უცდია, ალბათ დამეთანხმება რომ მიღებული შედეგით არც თავად და არც პედაგოგები არ დარჩენილან აღფრთოვანებულები. ჩემი ნახატები ყოველთვის გადარეცხილ ხელოვნებას მოგაგონებდათ, სადაც საბოლოოდ ყველაზე გამოკვეთილი ფერი იყო სიშავეში გადასული მუქი ლურჯი, რომელიც მიიღება აკვარელის 12_ვე ფერის შერევით (12 იმიტომ, რომ თორმეტფერიანი აკვარელები იყიდებოდა ჩემს ბაღნობაში.)

ყველაზე კარგ ნახატად შეიძლებოდა ჩათვლილიყო, თუ ვინმეს მსგავსი გამოუვიდოდა:

მაგრამ ამ თმაზეხელგადასმული ქალის ნახატი რომელიმე პირველ კლასელს კი არა, სტივ ჰენკს (Steve Hanks) ეკუთვნის.

სტივი გახლავთ მსოფლიოში აღიარებული ცნობილი მხატვარი, რომელიც საუკეთესოდ იყენებს აკვარელს.

მკვეთრი გამოსახულება, თითქმის რეალისტური, რეალური სანახაობა და საოცარი სინატიფე. მისი ფერწერა საკმაოდ რთული შესასრულებელია და მცირეოდენი გადაცდომაც კი ნახატზე დიდ კვალს დატოვებდა, მაგრამ დღევანდელ ფოტოებში არ მგონია ბევრი ნაკლი იპოვოთ. მისი შთაგონების წყარო კი გახლავთ, ჩვეულებრივი რიგითი ყოველდღიურობა, წყალი, სანაპირო, ქვიშა, ბავშვები, ბუნება.

და რაც მთავარია - ქალები! საოცარი ქალები, რომლებიც ალბათ მხოლოდ მისი ფუნჯის ქვეშ არიან ასეთი ლამაზები და მომხიბლავები.

იხილეთ და ისიამოვნეთ:

ტეგები: Art, Artists, Color, Hanks, Qwelly, Steve Hanks, Tastes, Water, Watercolor, Woman, მეტი...აკვარელი, ბუნება, გემოვნება, მხატვრობა, რეალიზმი, რეალისტური, სტივ ჰენკსი, ფერწერა, ქალი, წყალი, ხატვა, ხელოვნება

ნახვა: 2667

გამოხმაურებები!

ძალიან მომეწონა, მაგარია!

ლაშა   შენს აკვარელს  თეთრი ფერიც  მოყვებოდა? 

მშვენიერი   შესრულება

რა მაგარია!!!! იიფიფიფ^^

კიი თა _ მო, და არასოდეს არ ვიცოდი რაში გამომეყენებინა :( 

თა _ მო_მ თქვა:

ლაშა   შენს აკვარელს  თეთრი ფერიც  მოყვებოდა? 

განსაკუთრებით რომელი ქალი მოგეწონათ? მე მეცამეტე - პროფილში რომაა ის! 

ulamazesi naxatebiaa

არც მე გამომიყენებია ლაშიკო, რადგან ჩემსას არ მოყვებოდა :D 

ლაშა_მ თქვა:

კიი თა _ მო, და არასოდეს არ ვიცოდი რაში გამომეყენებინა :( 

თა _ მო_მ თქვა:

ლაშა   შენს აკვარელს  თეთრი ფერიც  მოყვებოდა? 

როგორ მომეწონა :))

თითქმის სულ ერთი ტიპის ქალები ჰყავს დახატული, ნამდვილები, მინუსებით და პლუსებით. 

პატარა შესწორება ქალების კკი არრა ქალი ერთი ქალია სულ

არა ცის, მინიმუმ 3 სხვადასხვა ქალი დავინახე და ერთი როგორაა :((( 

ცისია said:

პატარა შესწორება ქალების კკი არრა ქალი ერთი ქალია სულ

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

პიკასო

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

პიკასო

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2023…

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters