წიგნის კითხვას სახლში არაფერი სჯობს, მაგრამ ამბობენ - ბიბლიოთეკაში წაკითხულიდან ყველაფერი სხვაგვარად და უფრო კარგად გამახსოვრდებაო. თვალი მიმოვავლოთ მსოფლიო ბიბლიოთეკებს.

იქნებ წაკითხვის სურვილი გაგვიჩნდეს...

ადრე მახსოვს თამუნამ გამოაქვეყნა ერთი პოსტი ბიბლიოთეკებზე - ჩემი პოსტი მის გაგრძელებად ჩავთვალოთ.

ნიდერლანდებში:

ჰააგა, პარლამენტის ბიბლიოთეკა. მასში თავმოყრილია ყველა მოხსენება ან დაწერილი სიტყვა, რაც კი გახმიანებულა პარლამენტში!

ბრიტანეთში:

პარაბოლა - ეს ის ოთახია სადაც კომუნისტური მანიფესტის აკვანი დაარწიეს!

შვედეთში:

მრგვლოვანი (Rotunda) - ამ სახელით იცნობენ მთავარი სამკითხველო ოთახს სტოკჰოლმის მთავარ ბიბლიოთეკაში

დანიაში:

ეს გახლავთ კოპენჰაგენის ბიბლიოთეკა - "შავი ბრილიანტი" მორთული და შემკული, შეფასადებული ზიმბაბვედან ჩამოტანილი მასალებით... წყლისპირად სანახაობა ერთიორად სახილველს ხდის ბიბლიოთეკას

ესპანეთში:

სამეფო ბიბლიოთეკა - San Lorenzo de El Escorial_ში, რომელიც იცოდება მსოფლიო მემკვიდრეობად.

ამერიკაში:

სუზალო - ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, რომელიც აშენებულია 1926 წელს, გოთურ სტილში.

ბრიტანეთში:

Ernest Gimson_ის დიზაინით აგებული Bedales მემორიალური ბიბლიოთეკა, მთელს ბრიტანეთში აღიარებულია როგორც ყველაზე გამოყენებითი ხელოვნებით შემკულ ბიბლიოთეკად.

ნიდერლანდებში:

ასტრონომიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უტრეხტში. მასში თავმოყრილია ასევე რამდენიმე ინსტრუმენტი ასტრონომიის განვითარების ამსახველად.

ბრაზილიაში:

პორტუგალიელთა სამეფო ბიბლიოთეკად წოდებული, რიო-დე-ჟანეიროს საჯარო ბიბლიოთეკა.

ნიდერლანდებში:

დელფტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

ავსტრალიაში:

გუმბათოვანი ტიპის სახელმწიფო ბიბლიოთეკა - "ვიქტორია", მელბურნში!

გერმანიაში:

ბერლინი თავისუფალი უნივერსიტეტი, ფილოლოგიური ბიბლიოთეკა. არქიტექტორი - ნორმან ფოსტერი

კანადაში:

ცენტრალური საჯარო ბიბლიოთეკა ვანკუვერში. დააპროექტა მოშე საფდიმ. პროექტი კონკურსის შედეგად შეარჩიეს.

ტეგები: America, Australia, Brazil, Canada, Denmark, Germany, Libraries, Library, Netherlands, Qwelly, მეტი...Spain, Sweden, UK, World, ავსტრალია, ამერიკა, ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკები, ბრაზილია, ბრიტანეთი, გერმანია, დანია, ესპანეთი, კანადა, ნიდერლანდები, სამკითხველო, შვედეთი

ნახვა: 1493

გამოხმაურებები!

რომელიმე მათგანში,რომ მოვხვდე,კაი ერთი კვირა იმას მოვანდომებ,რომ გავაცნობიერო სად ვარ ბიბლიოთეკაში თუ არქიტექტურის ზეიმში,მერე ერთი კვირა იმას მოვანდომებ,,რომ გავიგო რომ ორივეში ვარ :)))არა რა ისევ ჩემი ხმაურიანად მყუდრო სჯარო ბიბლიოთეკა მირჩევნია გვერდითა სკამებიდან ჩურჩულის ხმა რო ტვინს გიბურღავს რა სჯობს მაგას :))))

ანა ეს ის პატრიოტიზმია რომელიც არც მაინცდამაინც სახარბიელოა :D :D :D 

ანა_მ თქვა:

რომელიმე მათგანში,რომ მოვხვდე,კაი ერთი კვირა იმას მოვანდომებ,რომ გავაცნობიერო სად ვარ ბიბლიოთეკაში თუ არქიტექტურის ზეიმში,მერე ერთი კვირა იმას მოვანდომებ,,რომ გავიგო რომ ორივეში ვარ :)))არა რა ისევ ჩემი ხმაურიანად მყუდრო სჯარო ბიბლიოთეკა მირჩევნია გვერდითა სკამებიდან ჩურჩულის ხმა რო ტვინს გიბურღავს რა სჯობს მაგას :))))

აი აქ როგორ არ უნდა მოგინდეს კითხვაა ^_^

gvanca odishelidze როცა გეძინება, კითხვა გავიწყდება :D (სიბრძნე ლაშასი!)

gvanca odishelidze_მ თქვა:

აი აქ როგორ არ უნდა მოგინდეს კითხვაა ^_^

gocha მკითხველების რაოდენობით :D 

gocha katcharava_მ თქვა:

ესპანეთია ყველაზე ლამაზი, მერე ბრაზილია. ისე საქრტველოსი რატო არა რა ვითომ რითი ჩამორჩება ამათ? :D

ნიდერლანდები არ ხუმრობს, ხო იცი შენ :D 

თათი პირველი, წითელკიბეებიანი მოგეწონა?? :D 

თათია_მ თქვა:

ნიდერლანდები არ ხუმრობს, ხო იცი შენ :D 

მიკვირს საქართველოს მშვენიერი ბიბლიოთეკები რატო არაა ამ სიებში :D

დიახ.
ლაშა_მ თქვა:

თათი პირველი, წითელკიბეებიანი მოგეწონა?? :D 

თათია_მ თქვა:

ნიდერლანდები არ ხუმრობს, ხო იცი შენ :D 

RSS

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters