გრაფიკული დიზაინის ცნობილი ხელოვანი დევიდ ლაფარიე თავისი შვილების სენდვიჩების შეფუთვაზე აკეთებს ილუსტრაციებს 2008 წლიდან მოყოლებული და მათ უღებს ფოტოებს ყოველ დღე.
წარმოიდგინეთ, რამდენი სენდვიჩი აქვთ ნაჭამი მის ბავშვებს!
რა თქმა უნდა ყველა ფოტოს ვერ შემოგთავაზებდით, რადგან იმ პოსტის დათვალიერებას სადაც ყველა ნამუშევარია წარმოდგენილი, დიდი დაღლილობით დაასრულებდით. რატომ ახლავე აგიხსნით.
წელიწადში 365 დღე, 52 კვირაა. 365-104=261 (ეს იმ შემთხვევაში თუ შაბათს არ სწავლობენ, გაითვალისწინეთ ამერიკის უამრავ შტატში შაბათს სწავლა დღის ნახევრამდე მაინც მიმდინარეობს). ამას კიდევ დავაკლოთ ამერიკული დასვენების დღეები, იქ დღესასწაული, იქ დამოუკიდებლობის დღე, იქ მადლიერების დღე და მისთანები, მოდით ავიღოთ 250. საშუალოდ წელიწადში დევიდს დამზადებული უნდა ჰქონდეს 250 სენდვიჩი. თუმცა არა, როგორც ზემოთ ტექსტში ეწერა, მას ჰყავს შვილ-ებ-ი. ანუ მინიმუმ ორი. შესაბამისად ნახატების რაოდენობაც ორმაგდება, ანუ წელიწადში 500. ახლა ეს ყოველივე გადავამრავლოთ წლებზე. ტექსტში ეწერა, რომ მსგავს საქმიანობას დევიდი 2008 წლიდან მოყოლებული ასრულებს. მოდით 2008 წლის მონაცემები ამოვაკლო და 2009_დან დავთვალოთ - 2009, 2010, 2011, 2012, 2013, 2014 - 6 წელი.
მივიღეთ, რომ დაახლოებით 500 x 6 ანუ 3000 სენდვიჩი აქვს დამზადებული შვილებისთვის, თავისი ნახატებით. ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, 3000 ფოტოს ნახვას რამდენ ხანს მოანდომებდით?
ამიტომ მცირე ზომის ფოტუკებად შეერთებულ რამდენიმე ათეულ ნამუშევარს გაჩვენებთ.
ტეგები: David_Laferriere, Qwelly, art, children, sandwich, ბავშვები, ილუსტრაციები, სენდვიჩი, ქველი, ხელოვნება
რა გამოკვებილი ბავშვები ჰყავს ამ კაცს წარმოგიდგენიათ? :))) სენდვიჩ ბავშვები არიან ნამდვილად :)))
Kakha ეგ სად იპოვეე? :D
Kakha_მ თქვა:
ბეტმენის ილუსტრაცია არის ძალიან საინტერესო :DD
ლაშა თან ესენი არაჩვეულებრივი სენდვიჩ ბავშვები არიან, ყოველი სენდვიჩის მირთმევისას ნამდვილ ხელოვნებას ეზიარებიან :D
ლაშა_მ თქვა:
რა გამოკვებილი ბავშვები ჰყავს ამ კაცს წარმოგიდგენიათ? :))) სენდვიჩ ბავშვები არიან ნამდვილად :)))
Tamila ყველა მეთოდი უნდა მოსინჯო :D
Tamila Moshiashvili_მ თქვა:
დედისგან განსხვავებით, ძალიან უჭმელი შვილები მყავს და რა ვქნა ახლა, ხატვაზე ვიარო?? ვითომ ეს უშველით? :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•