ჩვენში ძალიან რომ გავრცელდა და შეგვიყვარდა სმარტფონები, ისინი უკვე მოძველებულია და კარგი იქნება რაიმე სიახლეს თუ დავუმატებთ. (ნოკიის პატრონისგან ეს ცოტა ცუდად ჟღერს მაგრამ მაინც). საქმე ისაა რომ შეგივძლია მოვითხოვოთ უფრო ხელსაყრელი და უფრო სწრაფი, ადვილად მოსახერხებელი ტელეფონი და მისი მიღება სრულიად რეალურიცაა.
იდეა არის და_Touch_ე და გამო_Touch_ე იდეოლოგიის, რომელიც სმარტფონს უფრო ასმარტებს, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ აცქვიტებს. ამიტომ ამ ახალ ტელეფონს შეგვიძლია ცქვიტფონი დავარქვათ.
დავიწყოთ თავიდან:
მართალია სენსორული ეკრანი უდავოდ ჯადოსნური გამოგონებისაა, მაგრამ მას აქვს გარკვეული პრობლემები.
პირველი პრობლემა არის ის, რომ თქვენი თითები არაა გამჭვირვალე და ისინი ფარავენ მონიტორზე გამოტანი მრავალ ინფორმაციას, რომელცი შესაძლოა თვალსაწიერის მიღმა დარჩეს. განსაკუთრებით თუ კოტიტა თითები გაქვთ.
თითების კოტიტობა არის ასევე პრობლემა შემოთავაზებულის სერვისების უკეთ ათვისებაში, გარდა იმისა რომ ფარავთ მონიტორს, ასევე ხშირად გიჭირთ ზუსტად იმ წერტილში მოახვედროთ, რომელიც გჭირდებათ.
სწორედ ასეთი დაწვრილმანებისთვის გამოიგონეს კურსორი. აი, მაუსის მოძრაობას რომ ისრიანი გამოსახულება ჰყავს მონიტორში ის, მაგრამ ტელეფონში მაუსი? ეს ხომ სისულელე იქნებოდა.
ლეპტოპებზე Touch-pad დააყენეს და სადაც გინდა იქ მიასრიალებ ამ დალოცვილ კურსორს, მაგრამ იგივე ტელეფონზე? არამც და არამც მეგობრებო.
მაგრამ რა მოხდებოდა, თუ თქვენი სმარტფონი ორივე მხრიდან სენსორული იქნებოდა?
სად უნდა განთავსდეს ზემოხსენებული Touch-pad?? იქ, სადაც ნაკლებად გამოყენებადი ადგილებია - ტელეფონის უკანა მხარეს.
ამის შემდეგ თქვენ გაგიადვილდებათ მონიტორის ყურება ზედმეტად ჩამოფარებული თითების გარეშე.
ადვილად "დააკლიკებთ" საასურველ ადგილას, ადვილად გადაახვევთ და გადმოახვევთ.
ადვილად გადაიღებთ ჩემთვის ესოდენ საძულველ Selfie ფოტოებს.
გაუსმევთ და გამოუსმევთ ვითომ ჭიანურიაო.
იქნება ორივე მხრიდან მოძრაობაში მოყვანილი და ორმაგი შეხებით უფრო იცქვიტფონებს.
თამაშებისთვის და ურთლესი ტურების დასაძლევადაც შესანიშნავი გამოგონება იქნება.
მაგრამ სამწუხარო ისაა რომ ეს მხოლოდ კონცეპტია და არავინ აპირებს ნამდვილი ცქვიტფონის გამოშვებას.
ტეგები: Concept, Creativity, Idea, Interesting, Phone, Qwelly, Smartphone, Touch, Touchpad, გამოგონება, მეტი...გამოგონებები, დამხმარე, დასათვალიერებელი, იმდეა, კონცეპტი, საინტერესო, სმარტფონი, ტელეფონი, ცქვიტფონი, ხუმრობა
მარიკო დაგვიანებით ვნახე, დიდი მადლობა ♥ ♥
მარიკო_მ თქვა:
ბევრი ვიცინე.. უდავოდ ჭკვიანი ხარ!
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•