დადგინდა ჟამი საძლისად ძნელი,
კანონად იქცა სიმდაბლე ბნელი.
აწ აღარავის შერჩა სიქველის
და ერთგულების ნიშანი ძველი.
ბრძენთ აღზევებულ ბრიყვთა წინაშე
აქვთ სამათხოვროდ გაწვდილი ხელი.
განსწავლულთა და უნარით სავსეთ
მოჰღერებიათ საწუთროს ცელი.
სამაგიეროდ ბრიყვნი ილხენენ,
აქვთ ასპარეზი ფართო და ვრცელი.
დღეს მათ საქონელს მოუცავს ქვეყნის
აჭრელებული ბაზარი მთელი.
მგოსანს კი ზედაც არვინ უყურებს
თუნდ განანათლოს სიტყვებით ბნელი,
თუნდაც სანაის ბადალი იყოს,
თუნდაც სალამურს უგავდეს ყელი.
ქერის ერთ მარცვლად არ დაფასდება
მისი სიმღერა, უხვი და ქველი.
წუხელ გონების ხმამ ჩამჩურჩულა:
ვიცი, რომ გიდგას დღეები ძნელი.
უნდა გაუძლო ამ ბედშაობას,
უმწეობაში არ მოგწყდეს წელი.
მცირედს დასჯერდი და ლერწამივით
ამოაფრქვიე ქვითინი მწველი.
ჰაფეზ, გვემილი აღზევდი კვლავაც,
გფარავდეს მარად შემწე და მხსნელი.
ტეგები: Qwelly, poetry, პოეზია, ჟამი, შირაზელი, ძნელი, ჰაფეზი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 23, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Step deeper into the secrets of the Horadrim and Diablo 4 gold face your first major test in the Sins of the Horadrim storyline.
Season 9 of Diablo 4 introduces a gripping narrative centered around ancient Horadric knowledge, forgotten relics, and cursed dungeons. One of the earliest major quests in this journey is Bearing the Weight of Ghosts—a dark and challenging mission that picks up immediately after The Truth…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
© 2025 George.
•