პოლონეთის მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა, გუშინ, 5 აპრილს ოჯახურ, მყუდრო გარემოში აღდგომა იზეიმა.
დღეს აღდგომის მეორე დღეა, ე.წ. śmingus dyngus-ის დღე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ პოლონეთში იმყოფებით და ქუჩაში გასვლას გადაწყვეტთ, დღეს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ, თუმცა უმჯობესია ალბათ თუ არ გახვალთ საერთოდ. თუ მაინც გასვლას გადაწყვეტთ, სახლში დიდი ალბათობით ცივი შხაპმიღებული დაბრუნდებით.
უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, śmingus dyngus არის დღე, როცა არა მარტო ბავშვებს, არამედ დიდებსაც ეძლევათ გართობის საშუალება და საბაბი. ეს უკანასკნელი ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მაგის გარეშე დიდები ხომ ისეთი სერიოზულები და მოწესრიგებულები არიან, რომ ბავშვურ სიცელქესა და ანცობას ასე ადვილად არ მიეცემიან. ამიტომ წყლით დასველების ტრადიციაში ყველაზე აქტიურად სწორედ ისინი არიან ჩართულები.
როგორც უკვე გაიგეთ, śmingus dyngus ეს არის წყლით დასველების ტრადიცია პოლონეთში, რომელიც აღდგომის მეორე დღეს აღინიშნება. ეს დღე, აგრეთვე სიმბოლურად აღნიშნავდა სიხარულს გაზაფხულის დადგომისა.
śmingus dyngus ალბათ იმ ერთ-ერთ იშვიათ დღესასწაულთაგანია, რომლის აღსანიშნავად არც სუფრის გაშლაა საჭირო და არც განსაკუთრებული სამზადისი, მხოლოდ - წყალი და მისი ჯანი!
პოლონეთის გარდა წყლით დასველების ტრადიცია გავრცელებულია ჩეხეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და უკრაინაში. დასაწყისში წყლით დასველების ტრადიცია გულისხმობდა მხოლოდ გასათხოვარი მანდილოსნების დასველებას. თუკი გოგონა დასვლებას გადაურჩებოდა, ეს სულ არ იყო მისთვის სასიხარულო ფაქტი, ვინაიდან, ლეგენდის თანახმად სიცოცხლის ბოლომდე გაუთხოვარი დარჩებოდა. ამიტომ მამაკაცები ამ დღეს განსაკუთრებულად იყვნენ მონდომებულები, რომ ამ დღეს ქალთა სქესის წარმომადგენლებს ცივი შხაპი მიეღოთ, ისევ მათივე საკეთილდღეოდ.
ტრადიციამ დროთა განმავლობაში ცვლილება განიცადა. დღეისათვის მთავარი იდეა ამ დღეს ვინმეს დასვლებაა, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, ეროვნებისა თუ ნათესაურ-მეგობრულ კავშირისა.
ორშაბათ დილიდან "სველ ორშაბათს" უსურვებენ პოლონელები ერთმანეთს და ზრუნავენ კიდეც სურვილის სისრულეში მოყვანაზე!
ტეგები: monday, poland, qwelly, გართობა, დასველება, პოლონეთი
დავიჯერო ისე ჩამოცხა ორი დღის წინ თოვლით სავსე ვროცლავში, რომ დღეს წუწაობდით კიდეც? :O :D
კიი salome, მეტი ექსტრემია და მეტი შანსი გაციების, რაც ერთიორად აამაღლებს სადღესასწაულო სიხარულს :D
salome_მ თქვა:
თოვლიც რომ იყოს მაინც იწუწავებენ, იმიტომ რომ ტრადიციაა ასეთი, ჩვენსავით სიცხისგან თავის დასაღწევად კი არ წუწაობენ,ძირითადად სულ სიცივეში უწევთ, ეს უფრო საინტერესოა, არა?:D :D :D
დიახაც! აბა ზაფხულში რომ დაგასველებენ ეგ არ არის საინტერესო, მაგ დროს ხალხი თავისი სურვილით გრილდება ისე ცხელა :D :D :D
ლაშა_მ თქვა:
კიი salome, მეტი ექსტრემია და მეტი შანსი გაციების, რაც ერთიორად აამაღლებს სადღესასწაულო სიხარულს :D
salome_მ თქვა:თოვლიც რომ იყოს მაინც იწუწავებენ, იმიტომ რომ ტრადიციაა ასეთი, ჩვენსავით სიცხისგან თავის დასაღწევად კი არ წუწაობენ,ძირითადად სულ სიცივეში უწევთ, ეს უფრო საინტერესოა, არა?:D :D :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
1 Like
© 2025 George.
•