გახსოვთ, ერთი უცნობი ქართველი პოეტი, რომ წერდა - მთის მწვერვალზე ცის მახლობლად მერცხლის ბუდედა რაღაც მოჩანსო. საინტერესოა, ამ მართლაც მერცხლის ბუდეს როგორ აღწერდა, მთების შუა ღია ცის ქვეშ დაკიდული ელვად რომ ჩანს.
ხედავ, ფოტოს შუაგულისკენ რაღაც ჭრელა-ჭრულა რომ არის? ცოტა ახლოდან შევხედოთ.
აი, კაცი რომ მისეირნობს თოკზე, იმის ბოლოში ხედავთ წითელ-ყვითელს? აი ეგ არის ჰამაკი. მართალია ცოტა მოუხერხებელი მისადგომი აქვს, მაგრამ გასართობად და გასანიავებლად შესანიშნავი ჰამაკია.
გააჩნია რომელი მხრიდან მიუდგები, თორემ შესაძლოა 100 მეტრის გავლაც მოგიწიოთ დასასვენებლად და 60 მეტრისაც, ეს თქვენს ადრენალინის საკმარის დოზაზეა დამოკიდებული.
რადგან ასე დაინტერესდით, ბარემ გეტყვით რაც ხდება აქ. ეს ადამიანები, გადარეული მეგობრები, ადრეც არაერთხელ გვინახავს ქველის ექსტრემალთა ჯგუფში, მათი განსაკუთრებული სანახაობებით, მაგრამ რაც აქ ხდება, დამეთანხმებით რომ ყოველგვარ საღ და ნორმალურ აზროვნებას ცდება. ეს თოკები და ეს წნული-ჰამაკი-ბადე, რაც გნებავთ ის უწოდეთ, თუნდაც როგორც ის უცნობი პოეტი ამბობდა - ბუდე, მიწიდან 400 ფუტის სიმაღლეზეა გაბმული მოაბის კლდეებში, იუტას შტატში. 400 ფუტი ჩვენებურად დაახლოებით 120 მეტრია. ხოლო კლდეებიდან დაშორებულია მინიმუმ 60 მეტრით (ყველაზე ახლო წერტილში). ეს ადამიანები კი უბრალოდ ექსტრემის და ადრენალინის მოყვარული მცოცავები და თოკზე მოსიარულენი გახლავთ. თავს ისე გრძნობენ როგორც ჩიტი გალიაში, როგორც მუჭში პეპელა, ფრთხიალებენ და ხტუნაობენ სიცოცხლის სანთებლად.
იხილეთ და თავად დარწმუნდებით!
ტეგები: BASE, BASE boogie, GGBY, boogie, extreme, qwelly, usa, utah, ადრენალინი, ამერიკა, მეტი...ბუდე, ექსტრემი, თოკი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:33am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Modern Warfare 4, Optic Rail Placement lets you move a compatible sight along its rail, changing its apparent size in ADS without changing weapon stats. You can check the result in Gunsmith's ADS preview; for session planning,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2026.
საათი: 6:16am
0 კომენტარი
0 მოწონება
Winning rewards in the Monopoly Go Racer Event takes more than rolling dice. Players need to collect flags, work with teammates, and earn enough points to compete for a high rank. Since…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•