დღეს ძალიან ცხელოდა მცხეთაში და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მცხეთაში. ნელ-ნელა უკვე დაიწყო მითქმა-მოთქმა დასასვენებელი ადგილების შესახებ, ბევრი უკვე ზღვაზე ჭყუმპალაობდა, ზოგს მთაში მიტოვებული და ხის სუნითა და სოფლის ფერებით ალამაზებული ოდა კერიები გაახსენდა... მოკლედ, დასვენების თემა სიცხესთან ერთად იმატებს...

მეც ინტერნეტში მიმოვდექი და ერთი სანუკვარი ადგილი ვიპოვე რუკაზე.

To Sua Ocean Trench

წყნარი ოკეანის სამხრეთი, სამოას რესპუბლიკა, ლოტოფაგას სოფელი.

გამორჩეული ადგილი გახდა სწორედ იმ მღვიმით, რომლის წარმოდგენასაც ახლა ვაპირებ...

30 მეტრი ზედაპირიდან ქვემოთ, ხის კიბე, კეთილსურნელება და გრილი სიამოვნება რომელიც ძნელია დაივიწყო... წყალი ოკეანიდან, მისი მისიქვეშა შენაკადებიდან დაგროვდა, კრილა ფსკერს ქვიშები და სამოასთვის დამახასიათებელი ქანები განაპირობებენ...

მოკლედ, შესანიშნავი ადგილია სამყაროს სიცოცხლის შესაგრძნობად...

მის დასახელებას სიტყვა-სიტყვით ასე თარგმნიან - გიგანტური საცურაო ხვრელი!

ინფორმაციისთვის ზედმეტიც კი მოგაწოდეთ, ახლა ნერწყვების ყლაპვის და ფულის შოვნის გამძაფრების დროა!

შესაძლოა რამდენიმე ერთნაირი რაკურსით გადაღებული ფოტო ნახოთ, მაგრამ დააკვირდით ფერებს! საოცარია...

მსგავსი:

* 25 დაუჯერებელი რეალობა დედამიწაზე *

* The Hearst Castle *

ტეგები: Earth, Photo, Qwelly, paradise, summer, დასვენება, დედამიწა, კურორტი, სამოთხე, სიცხე, მეტი...ფოტო

ნახვა: 1591

გამოხმაურებები!

ვიტირებ ეხლა ისე მინდა აქ :'(

nini მთელი ზაფხული მყინვარწვერის ფოტო მექნებოდა დესკტოპზე დაყენებული და შიგადაშიგ მწვადის ფოტოებს დავათვალიერებდი, ან შემწვარი წიწილის :D 

BrOliKa_მ თქვა:

ვიტირებ ეხლა ისე მინდა აქ :'(

BrOliKa მარილიანი წყალი სიცხეს აძლიერებს, არაა ეგ კარგი იდეა ))

BrOliKa_მ თქვა:

ვიტირებ ეხლა ისე მინდა აქ :'(

კარგი არჩევანია ლაშა მომწონს  :D

ყველაზე დიდი ბედნიერება აქ ყოფნაა :)

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters