XIX საუკუნის საქართველოს ისტორიულ და სულიერ ცხოვრებაში გაბრიელ ეპისკოპოსი გვევლინება როგორც უიშვიათესი მოვლენა - მღვდელმთავარი, რომელმაც საკუთარ პიროვნებაში ჰარმონიულად შეაერწყა ევროპული განათლება, მეცნიერული აზროვნება და ქრისტიანული რწმენა.
მომავალი ეპისკოპოსი, ერისკაცობაში გერასიმე, გურიის სოფელ ბახვში, სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა 1825 წელს. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, რის შემდეგაც მისი გზა თბილისისა და ფსკოვის სემინარიებზე გავიდა, დაგვირგვინდა პეტერბურგის სასულიერო აკადემიით, რომელიც მან მაგისტრის ხარისხით დაასრულა. სამშობლოში დაბრუნებული გერასიმე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა, თუმცა მის ცხოვრებაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - მეუღლისა და ხუთი მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალებამ - მისი ცხოვრების გეზი რადიკალურად შეცვალა. 1856 წელს იგი დავით გარეჯის უდაბნოს მიაშურებს, სადაც მალევე ბერად აღიკვეცება გაბრიელის სახელით.
სულ მალე, 1860 წელს, გაბრიელი იმერეთის ეპისკოპოსად აკურთხეს. მას მძიმე მემკვიდრეობა დახვდა: ეპარქიაში გამეფებული იყო უმეცრება და სიდუხჭირე. გაბრიელმა მიზნად დაისახა ეკლესიის სოციალური როლის გააქტიურება. მან 1890 წელს ქუთაისში დააარსა ქალთა სასწავლებელი, ხოლო 1894 წელს სასულიერო სემინარია გახსნა, რითაც საფუძველი ჩაუყარა საყოველთაო განათლების გავრცელებას დასავლეთ საქართველოში. იგი შეუდრეკელად ებრძოდა ცრურწმენებსა და უზნეობას როგორც ერისკაცებში, ისე სამღვდელოებაში, რის გამოც ხშირად ხდებოდა კრიტიკის ობიექტი, თუმცა მისი ავტორიტეტი ხალხში სულ უფრო იზრდებოდა.
გაბრიელ ეპისკოპოსის კალამს ეკუთვნის ფსიქოლოგიის პირველ ქართულ სახელმძღვანელოს - „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, ხოლო მისი ქადაგებები საქართველოს ფარგლებს გასცდ. გაბრიელის სიტყვები, თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე, ევროპული საზოგადოებისთვისაც კი სამაგალითო ნიმუშად იქცა. ის იყო „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საპატიო წევრი და ილია ჭავჭავაძის თანამოაზრე ეროვნულ საქმეებში. მეუფე გაბრიელი ერთ-ერთი მხურვალე დამცველი იყო ქართული ენისა, რომელიც XIX საუკუნეში, საუბედუროდ, გადაგვარების მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ის გაბედულად ებრძოდა ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა მშობლიური ენის არსებობის აუცილებლობის საკუთხს. ამ მიზნით დაწერა მრავალი წერილი და ქადაგება.
წმიდა მღვდელმთავარი 1896 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა. უჩვეულოდ დიდი თოვლის გამო 46 დღე ეთხოვებოდა გაბრიელ ეპისკოპოსს სრულიად საქართველო და მთელი ამ დროის მანძილზე მისი გვამი არ გახრწნილა. მისი ანდერძი ლაკონური და სიმბოლური იყო: „ქონება - ღარიბებს, სული - ღმერთს, გვამი - მიწას“. დაკრძალულია გელათის მონასტერში, სადაც მისი საფლავი დღემდე წარმოადგენს ქართველი ერის სულიერი სიძლიერის სიმბოლოს. საქართველოს ეკლესიამ, მისი ღვაწლისა და წმინდა ცხოვრების გამო, იგი წმინდანად შერაცხა.
ტეგები: 7 თებერვალი, Qwelly, ეპისკოპოსი, თებერვალი, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
© 2026 George.
•