6 თებერვალს (ძვ. სტ. 24 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ნეტარ ქსენია პეტერბურგელს

ნეტარი დედის წარმოშობის შესახებ სამწუხაროდ ინფორმაცია არ მოგვეპოვება. სავარაუდოდ უბრალო წარმოშობის არ უნდა ყოფილიყო, რადგან მეუღლეს ანდრეი თეოდორის ძე პეტროვს პოლკოვნიკის ხარისხი ჰქონდა მინიჭბული და მეფის კარზე მსახურობდა.

ანდრეი 26 წლის ასაკში ცოდვათა მოუნანიებლად და უზიარებლად გარდაიცვალა. ამ ფაქტმა ძლიერ იმოქმედა ქსენიაზე – 26 წლის უშვილო ქვრივზე. ერთბაშად დაივიწყა ყოველივე მიწიერი. ამის გამო ბევრმა შეშლილად ჩათვალა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქსენიამ მთელი თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, სახლი კი თავის ნაცნობს – პარასკევა ანტონოვას აჩუქა.

ნეტარმა თავისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. სალოსობის მძიმე გზა აირჩია. ქმრის კოსტუმში გამოეწყო და ყველას არწმუნებდა, რომ ანდრეი არ მომკვდარა, არამედ გარდაიცვალა მისი მეუღლე – ქსენია გრიგორის ასული.

რაიმე განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი ქსენიას არ ჰქონდა. წელიწადის ნებისმიერ დროს ღამით მინდორში მუხლს იყრიდა , ლოცვაზე დგებოდა და მზის ამოსვლამდე ლოცულობდა. დღე კი დაეხეტებოდა პეტერბურგში. ხშირად წმიდა მოციქულ მათეს სახელობის ეკლესიის მრევლის რაიონში, სადაც ღარიბი ხალხი ცხოვრობდა.

საზრდელს კეთილი ადამიანები აწვდიდნენ. ეს სიბრალული განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ტანსაცმელი ნეტარ დედას მთლიანად შემოაცვდა და ზამთარ-ზაფხულ საცოდავი ძონძებით დადიოდა.

ბევრი აძლევდა მას თბილ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, მოწყალებას, მაგრამ ქსენია არაფერს იღებდა, მხოლოდ ხანდახან "მეფეს ცხენზე" (კაპიკებს მხედრის გამოსახულებით) და მაშინვე აძლევდა ისეთივე ღარიბებს, როგორიც თვითონ იყო.

მონაწილეობდა ტაძრის მშენებლობაში. (ღამით მალულად ეზიდებოდა ტყიდან აგურებს).

დაუცხრომელი ღვაწლისთვის წმიდანს განჭვრეტის, სასწაულთქმედების და კურნების ნიჭი მიემადლა. 45 წლის შემდეგ სული უფალს შეჰვედრა.

წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდა ნეტარი ქსენია პეტერბურგელი წმიდანად შერაცხა. ხსენების დღედ ძველი სტილით – 24 იანვარი, ახალი სტილით კი 6 თებერვალი დაადგინა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 6 თებერვალი, Qwellyland, თებერვალი, თვენი, სალოსი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 1247

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters