19 თებერვალს (ძვ. სტ 6 თებერვალს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს ღირსი არსენ იყალთოელის ხსენების დღეს!
წმინდა მამა არსენ იყალთოელი, დაიბადა დაახლოებით. XI საუკუნის შუა ხანებში კახეთის თავადის იბად ვაჩნაძის ოჯახში. მამამისი ამ ხანებში ძალიან ცნობილი პიროვნება იყო . მამამ შვილს წმინდა არსენს სამეცნიერო და საღვთისმეტყველო განათლება მიაღებინა.
სასულიერო და საერო მეცნიერების უბადლო მცოდნე და შემსრულებელი „ბრძენი და მეცნიერი“ წმინდა არსენ იყალთოელი იყო წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი საიმედო მრჩეველი, კეთილის მსურველი და „მოძღვარი სამეცნიერო“. წმიდა არსენმა დააარსა კახეთში ცნობილი იყალთოს აკადემია, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საქართველოში ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო მეცნიერების აღორძინების საქმეში.
სრული ბიოგრაფიული ცნობარი წმიდა მამის შესახებ არ მოგვეპოვება, ვიცით მხოლოდ ის რომ ის იყო უმცროსი თანადროული ღირსი ეფრემ მცირისა. მას საფუძვლიანი და ძირფესვიანი განათლება კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში მიუღია, სადაც თარგმნა თავისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თხზულება, გიორგი ჰამრტოლის „ხრონოგრაფი“, აქვე, მანგანის მონასტერში თარგმნა არსენმა დოგმატურ-პოლემიკური ხასიათის კრებული, რომელსაც ქართულ მწერლობაში „დოგმატიკონი“ ეწოდება. იგი შემდგომ თანდათან შეივსო სხვადასხვა პირთა მიერ ნათარგმნი თხზულებებით.
სწავლის დასრულების შემდეგ არსენი შავ მთაზე წასულა და მოღვაწეობა ღირსი ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით დაუწყია. ეფრემის სიკვდილის შემდგომ არსენს დატოვებია შავი მთა და ისევ მანგანის მონასტერში დაბრუნებულა და გააგრძელა მთარგმნელობითი საქმიანობა
1114 წელს წმიდა არსენი, მეფე დავით აღმაშენებლის მოწვევით, საქართველოში ჩამოსულა და მოღვაწეობა კვლავ გელათის აკადემიაში გაუგრძელებია. აქ ყოფნისას თარგმნა მან „დიდი სჯულისკანონი“. გელათის მონასტრის ერთ-ერთ ნუსხაში ვკითხულობთ: „ქრისტიანეთა წინამძღვარი, დიდი ესე სჯულის კანონი, საუკუნოდ მოჴსენებულისა და ჩუენ ქართველთათჳს ფრიად ჭირთა თავმსდებელისა არსენი იყალთოელის თარგმნილი“. შემდეგ არსენი კახეთში წავიდა და იყალთოს მონასტერთან დააარსა უმაღლესი ასულიერო სკოლა-აკადემია.
ღირსი არსენი თანამონაწილე იყო დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ კრებას. დავითის ისტორიკოსი წერს, რომ მეფემ მოუწოდა „არსენ იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენისასა და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა“.
„ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, ანატომოსი, ალიღორიკულთა შეთხზვათა შინა ქებული, უცხო და მაღალი მესტიხე და საეკლესიო ტიპიკონთა მეტყუელი“ წმიდა არსენ იყალთოელი საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანად შერაცხა. იგი დაკრძალულია იყალთოში, მონასტრის დამაარსებლის, წმიდა ზენონის გვერდით.!.
ტეგები: 19 თებერვალი, Qwellyland, არსენი, თვენი, იყალთო, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•