მდიდარ და შეძლებულ ოჯახში დაიბადა ღირსი დოსითეოსი ის ამბა დოროთეს მოწაფე იყო მეექვსე საუკუნეს და მეშვიდე საუკუნეს დასაწყისში,მან მოისმინა თავისი ბიძის მონათხრობი წმინდა ქალაქ იერუსალიმზე და დოსითეოსს გაუჩნდა სურვილი რომ მოენახულებინა ეს ქალაქი, მისი ნატვრა მალე აღსრულდა. გეთსემანიაში ის დიდხანს შესცქეროდა საშინელი სამსჯავროს გამოსახულებას. უეცრად დოსითეოზის გვერდით წარმოდგა ქალი, რომელმაც გულდაგულ აუხსნა მას, თუ რა იყო სურათზე გამოსახული. ჭაბუკმა იკითხა, „როგორ შეიძლება თავი დავაღწიო საუკუნო სატანჯველს?“ პასუხად მიიღო: „იმარხულე, ხორცს ნუ მიიღებ, ლოცვას უმატე!“ ამის თქმა და საკვირველი მოძღვრის გაუჩინარება ერთი იყო. წმიდანმა დიდხანს ეძება იგი, მაგრამ ამაოდ – დიდებული ქალბატონი თავად ღვთისმშობელი იყო. ყოვლადწმიდა ქალწულის გამოჩენამ ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყმაწვილზე, რომ მან გადაწყვიტა მონაზვნურ ღვაწლს შესდგომოდა და საღვთო შურით ანთებულმა ამბა სერიდის სავანეს მიაშურა. აქ იმ დროს ისეთი მამები მოღვაწეობდნენ, როგორებიც იყვნენ: წმიდა ბარსანოფი (ხს. 6 თებერვალს) და იოანე (ხს. 19 ივნისს). დოსითეოზი, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, მიეღოთ ძმობაში, ამბა დოროთეს დაუმოწაფეს. ღირსი მამა მონასტრის საავადმყოფოში აღასრულებდა მორჩილებას და გულმოდგინედ ემსახურებოდა ყველა სნეულს. ღირსი დოროთე პურის ყოველდღიური ულუფის თანდათანობით შემცირებით აჩვევდა თავის მოწაფეს თავშეკავებასა და მარხვას, გაღიზიანებასა და მრისხანებას გადააჩვია იმით, რომ გამუდმებით მოაგონებდა, სნეულისადმი მიმართულ ყოველ უკეთურ სიტყვას თავად იესო ქრისტეს ვეუბნებითო. ამგვარად განვლო ხუთმა წელმა, რის შემდგომაც სნეულთა მსახურებისა და მოძღვრის მორჩილების ღვაწლში მყოფი მამა მძიმედ დასნეულდა. წმიდანი მოთმინებით იტანდა სატანჯველს და გამუდმებით ლოცულობდა. მისი სიკვდილის შემდეგ ერთმა მოსაგრემ, რომელსაც მონასტრის მიცვალებული ძმების ადგილსამყოფელი გაუცხადა, წმიდანთა დასში ჭაბუკი დოსითეოზიც იხილა. ღირსი მამა ცათა სასუფევლის დიდებას ეზიარა მოძღვრის სრული მორჩილებითა და საკუთარი ნების მოკვეთით.
ტეგები: 4 მარტი, Qwellyland, თვენი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•