სამარიის ქალაქ სებასტიაში წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოსწავლეებმა დაკრძალეს მისი სხეული, როცა ჰეროდიამ მისი თავის ქალა მიტოვებულ ადგილას დაფლა. კეთილმსახურმა იოანამ, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის ქოზას ცოლმა (მას იხსენებს ლუკა მახარებელი – ლკ. 8,3), იოანეს თავი ფარულად ჩადო პატიოსან ჭურჭელში და ელეონის მთაზე – ჰეროდეს ერთ-ერთ მამულში მიაბარა მიწას. მრავალი წლის შემდეგ ეს ადგილ-მამული კეთილმსახური დიდებულის, ინოკენტის მფლობელობაში გადავიდა, რომელმაც აქ ტაძრის აშენება გადაწყვიტა. ტაძრის საძირკვლის თხრის დროს აღმოჩენილ იქნა ჭურჭელი უფლის წინამორბედის თავით. ნაპოვნი სიწმიდის სიდიადე მასთან აღსრულებული სასწაულებით გაცხადდა. ეს იყო იოანე ნათლისმცემლის თავის პირველი პოვნა. ინოკენტი კრძალვით ინახავდა მას, მაგრამ სიკვდილის წინ იმის შიშით, რომ სიწმიდე უსჯულოებს არ ჩავარდნოდათ ხელში, იმავე ადგილას ჩაფლა, საიდანაც ამოიღო. შემდეგში ეს ადგილი თანდათან გაუდაბურდა, ტაძარი - ჩამოინგრა.
იპერატორ კონსტანტინე დიდის იმპერატორობის დროს, იერუსალიმში ჩასულ ორ ბერს ორჯერ გამოეცხადა იოანე წინამორბედი და მისი თავის ადგილსამყოფელი უთხრა. ბერებმა ამოთხარეს სიწმიდე, აქლემის ბეწვის ტომარაში ჩადეს და შინისაკენ გამობრუნდნენ. გზად მათ შემოხვდათ უცნობი მექოთნე და ძვირფასი ტვირთი მას მისცეს სატარებლად. მეკეცემ არ იცოდა, რა სიწმინდე მიჰქონდა, მაგრამ მას თავად ნათლისმცემელი გამოეცხადა და უბრძანა, გაქცეოდა დაუდევარ და უდებ ბერებს იმასთან ერთად, რაც ხელში ეპყრა. ღვთისმოყვარე ხელოსანი ფარულად განერიდა თანამგზავრებს. შემდგომში იგი პატივით ინახავდა წმიდა თავს, სიკვდილის წინ კი დას გადასცა. ამ დროიდან მოყოლებული სიწმიდე მემკვიდრეობით გადაეცემოდა ღვთისმოშიშ ქრისტიანებს მანამ, სანამ მისი მფლობელი არ გახდა ერეტიკოსი მღვდელმთავარი ევსტათი. იგი პატიოსანი თავის სიწმიდის ძალით კურნავდა სნეულებს, შემდეგ კი აღსრულებულ სასწაულებს ერესის მადლს მიაწერდა და აცდუნებდა გამოუცდელ სულებს. როცა ევსტათის ბოროტმოქმედება გაცხადდა, ის იძულებული გახდა, გაქცეულიყო, სიწმიდე კი ემესის მახლობელ მღვიმეში დამალა იმ იმედით, რომ დაბრუნდებოდა და კვლავ ხელში ჩაიგდებდა მას. ღმერთმა ეს არ დაუშვა: გამოქვაბულში დამკვიდრნენ კეთილმსახური ბერები, შემდეგ კი აქ მონასტერიც დაარსდა. 452 წელს, სავანის არქიმანდრიტ მარკელს იოანე ნათლისმცემელმა თავისი წმიდა თავის ადგილსამყოფელი აუწყა. ეს მოვლენა სიწმიდის მეორედ პოვნის სახელით იდღესასწაულა. ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ჯერ ემესაში გადაასვენეს, შემდეგ კი კონსტანტინეპოლში. მესამედ პოვნა აღინიშნება 7 ივნისს.
ტეგები: 9 მარტი, Qwellyland, თვენი, ნათლისმცემელი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•