ღირსი ანასტასია ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში, დიდგვაროვან ოჯახში, კონსტანტინოპოლის იმპერატორი იუსტინიანე დიდ პატივს ცემდა ღირსი ანასტასიას ოჯახს, დაქვრივების შემდეგ ანასტასიამ კონსტანტინეპოლი დატოვა, ალექსანდრიის ახლოს პატარა მონასტერი დააარსა და თავი ღვთისმსახურებას შესწირა.
როდესაც იმპერატორი იუსტინიანე დაქვრივდა, გადაწყვიტა ღირს ანასტასიაზე დაქორწინებულიყო, წმინდა ანასტასიამ მიიღო გადაწყვეტილება რომ წასულიყო სხვა მონასტერში ღირს დანიელთან, ბერმა ნეტარი დედა მამაკაცის სამოსელით შემოსა და ევნუხი უწოდა. მოძღვრის კურთხევით ანასტასია მივარდნილ გამოქვაბულში დასახლდა. ის არასოდეს გამოდიოდა საცხოვრებლიდან, არც არავის ღებულობდა. ეს ადგილი მხოლოდ ერთმა ბერმა იცოდა. კვირაში ერთხელ მიდიოდა გამოქვაბულში, მცირეოდენი პური და წყალი მიჰქონდა და შესასვლელთან ტოვებდა. ასეთ მკაცრ პირობებში ცხოვრობდა ანასტასია 28 წლის განმავლობაში.
უფალმა წინასწარ გამოუცხადა ანასტასიას გარდაცვალების დღე. მან დოქის ნატეხებზე რამოდენიმე სიტყვა დაწერა და გამოქვაბულის შესასვლელთან დადო. მალე მამა დანიელი მოვიდა და აზიარა წმიდა ანასტასია. ღირსმა დედამ ილოცა და მშვიდობით მიისვენა.
როცა სამარე გაამზადეს, მამა დანიელმა მორჩილს უბრძანა, თავისი ანაფორით შეემოსა მოცვალებული. შემოსვისას მორჩილი მიხვდა, რომ მის წინ ქალი ესვენა, მაგრამ ხმის ამოღება ვერ გაბედა. როცა უკან ბრუნდებოდნენ, ბერმა ახალგაზრდა მორჩილს წმიდა ანასტასიას ცხოვრება და ღვაწლი მოუთხრო. მოგვიანებით ბერის ნაამბობი ჩაიწერეს.
1200 წელს ღირსი ანასტასიას წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და წმიდა სოფიას ტაძარში დაასვენეს.
ტეგები: 23 მარტი, Qwellyland, თვენი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•