წმიდა იოანე რუსი, დაბადებულა მალოროსიაში XVII საუკუნეში და ღვთის სათნო ადამიანად აღიზარდა. როცა გაიზარდა სრულ ასაკს მიაღწია, ის სამხედრო სამსახურში მიიწვიეს. წმიდა იოანე ერთ-ერთ რიგით მეომრად პეტრე პირველის არმიაში მოღვაწეობდა; რუსეთ-თურქეთის ომის დროს, თათრებმა იგი დაატყვევს და თურქების ცხენოსანთა ჯარის მეთაურს მიჰყიდეს. ამ ურჯულომ იოანე თავის სამშობლოში, მცირე აზიის სოფელ პროკოპიაში (თურქულად - ურკიუპში) მიიყვანა. თურქები წამებით ცდილობდნენ ტყვეების გადმობირებას მუსულმანურ რჯულზე. მაგრამ წმიდა იოანე გაბედულად აღიარებდა ქრისტეს. „ვერც მუქარით, ვერც სიმდიდრისა და ცხოვრებისეული ტრფიალების აღთქმით ვერ შესძლებთ, რწმენა შემაცვლევინოთ. რადგან მე ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანადვე მოვკვდები“ - ამბობდა წმინდა იოანე. აღმსარებლის გაბედულმა სიტყვებმა და ურყვევმა სარწმუნოებამ, მისმა წმიდა და მართალმა ცხოვრებამ გული მოულბო მრისხანე ბატონს. მან შეწყვიტა მისი ტანჯვა, და ის რჯულის შეცვლას, ქრისტიანობის უარყოფასაც არ ითხოვდა მისგან, მხოლოდ პირუტყვის მოვლა და საჟინიბოზე თვალყურის დევნა დაავალა.
უფლის გამორჩეული მთელი დღის განმავლობაში კეთილსინდისიერად ემსახურებოდა ბატონს, ნახევრადშიშველი და ფეხშიშველი ზამთრის სუსხსა და ზაფხულის პაპანაქება სიცხეში გულმოდგინედ ასრულებდა ყოველგვარ დავალებას, რისთვისაც ხშირად სხვა ტყვეების დაცინვის საგანი ხდებოდა. ასეთი ქცევით წმიდანმა ყველასგან სიყვარული მოიპოვა. ტყვისადმი პატივისცემით გამორჩეულმა და უსაზღვრო ნდობით გამსჭვალულმა პატრონმა თავის ნებაზე მიუშვა ის და იმის უფლება მისცა, რომ საცხოვრებელი ადგილი თავად შეერჩია. იოანე საჯინიბოს ერთ კუთხეში ცხოვრობდა. აქ იგი მშვიდად მიეცემოდა ხოლმე ლოცვით ღვაწლს, ამიტომაც იქაურობის დატოვება არ მოინდომა. ზოგჯერ, როცა კარგად ჩამოღამდებოდა, წმიდანი გადიოდა თავლიდან,და წმიდა გიორგის სახელობის ტაძარისკენ მიეშურებოდა და მის შესასვლელ კარიბჭესთან მუხმოყრილი გულმხურვალედ ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს. ამავე ტაძარში იღებდა წმინდა ზიარებას იგი საღვთო დღესასწაულებზე.
იოანე, მიუხედავად სიღარიბისა, ყველას ეხმარებოდა გლახაკებს და დავრდომილებს, თავის წილ საზრდელს გაუნაწილებდა მათ.
მრავალტანჯული მოღვაწე ცხოვრების მიწურულს, ნეტარი აღმსარებელი დასნეულდა და დაუძლურდა, და თავისი გარდაცვალების აღსასრულის მოახლოება იგრძნო და მღვდელს მოუხმო. მოძღვარმა თავი გაარიდა წმიდა ძღვენით თურქი მხედართუფროსის სასახლეში მისვლას, ვაშლში ჩააბრძანა წმიდა ნაწილები და ასე ფრთხილად გადასცა ისინი იოანეს. უფლის მორჩილმა ადიდა ღმერთი, ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სულიც განუტევა. წმიდა იოანე რუსი 1730 წლის 23 მაისს აღესრულა. ბატონმა ღვთისმსახურებს დაავალა ტყვის ცხედრის გაპატიოსნება და დაკრძალვა. მათაც ქრისტიანული წესით მიაბარეს იგი მიწას.
სამი წლის შემდეგ მოძღვარმა სასწაულებრივი გამოცხადებით შეიტყო, რომ წმინდა იოანეს ნაწილები უხრწნელად იყო დაცული. მოხდა მათი აღმოყვანებაც.
ნეტარ აღმსარებელს გამორჩეულ პატივს სცემენ ათონის მთაზე, განსაკუთრებით რუსულ წმიდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში!
ტეგები: 9 ივნისი, Qwellyland, აზია, თვენი, ივნისი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm
0 კომენტარი
1 Like
ქალთა უფლებები
ქეთევან პოპიაშვილი
პრეზენტაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
კოლოქვიუმი
ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი
ქეთევან პოპიაშვილი
ჯგუფი 1
ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი
კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…
გაგრძელება
© 2025 George.
•