ქველინარიის სამზარეულოში დიდი მითქმა-მოთქმა, აჟიოტაში და გამოხმაურება, დაინტერესება მოჰყვა ჯერ ნუტელას ნაძვის ხეს, შემდეგ კი ბლინების კოშკს მინანქრით დაფარულს და სულ ბოლოს ფერეროსა და ნუტელას რულეტს. ამიტომ, დღევანდელი დღისთვის, Qwellynaria-მ იფიქრა და მოიფიქრა - ნუტელა ბლინებში, ანდა, ალადებში საუცხოო რეცეპტი იქნება ყველა გურმანისთვის და დესერტების მოყვარულისთვის.

      მოამზადეთ მხოლოდ ჩვენი ექსკლუზიური რეცეპტით!

ალადები, ნუტელა, ნუტელას შიგთავსი, ბლინები, ქველი, ქველინარია, კულინარიული რეცეპტები, კულინარია, სამზარეულო, qwelly, qwellynaria, culinary, culinary art, aladebi, nutella, alads, nutelas aladebi, kulinariuli receptebi

შემადგენლობა:

  • ნუტელა - 10 - 14 ს/კ
  • ფქვილი - 1½ ჭიქა
  • გამაფხვიერებელი 3 ჩ/კ
  • შაქარი - 4 ს/კ
  • მწიკვი მარილი
  • კვერცხი - 1
  • რძე - 1 ჭიქა + 2 ს/კ
  • ვანილის ესენცია - 1 ჩ/კ
  • კარაქი - 1 ჩ/კ , ნაწილ-ნაწილ 2-ჯერ ½ ჩ/კ)
  • დაჭრილი მარწყვი

მომზადება:

• გადააფარეთ ლანგარზე საცხობი (პერგამენტის) ქაღალდი;

• ნუტელა გადაიტანეთ ლანგარზე კოვზით, პატარ-პატარა წრიულ ფორმებად. (დაახლოებით, საშუალო ზომის ალადების ფორმებით). საშუალოდ 6 სმ დიამეტრის ზომის.

ალადები, ნუტელა, ნუტელას შიგთავსი, ბლინები, ქველი, ქველინარია, კულინარიული რეცეპტები, კულინარია, სამზარეულო, qwelly, qwellynaria, culinary, culinary art, aladebi, nutella, alads, nutelas aladebi, kulinariuli receptebi

• შედგით საყინულეში საათი-საათნახევრის განმავლობაში.

• კარგად რომ გაიყინება, გადმოიღეთ პერგამენტის ქაღალდიდან, მაგრამ შეინახეთ ისევ საყინულეში, რადგან ნუტელა ადვილად ლღვება.

• ჯამში მოათავსეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და შაქარი. აურიეთ კარგად.

• დაამატეთ კვერცხი, რძე, ვანილის ესენცია და ნახევარი ჩ/კ კარაქი.

• განაგრძეთ კარგად არევა. როდესაც მიიღებთ ერთიან მასას, შეურიეთ კარაქის მეორე ნახევარი და განაგრძეთ არევა. მორევა შეწყვიტეთ მაშინ, როდესაც ერთიანი მასა გახდება.

• გამოიღეთ ნუტელა საყინულედან, როდესაც დაიწყებთ ალადების ცომის მომზადებას.

• დაასხით 1 ს/კ ალადის ცომი გახურებულ ტაფაზე. როდესაც ალადაზე ბუშტები გამოჩნდება, დაადეთ საყინულედან გამოღებული ნუტელა და ზემოდან მოასხით ალადის ცომი. როდესაც ძირი დაებრაწება, გაუოქროსფერდება, ამოაბრუნეთ ალადა და მეორე მხირდანაც შებრაწეთ.

ალადები, ნუტელა, ნუტელას შიგთავსი, ბლინები, ქველი, ქველინარია, კულინარიული რეცეპტები, კულინარია, სამზარეულო, qwelly, qwellynaria, culinary, culinary art, aladebi, nutella, alads, nutelas aladebi, kulinariuli receptebi
მთლიანი პროცესი ვიზუალურად

• შემოტავაზებული იგრედიენტებით, დაახლოებით 8-10 ცალი ნუტელას შიგთავსიანი ალადა უნდა გამოგივიდეთ.

 - მარწყვი რატომ გაყიდინეთ?

 - მარწყვი დაჭერით წვრილად და მიირთვით ალადებთან ერთად, ძალიან გემრიელია.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები: Nutella, Qwellynaria, ალადები, ბლინები, დესერტი, კულინარია, ნუტელა, შოკოლადი

ნახვა: 4745

გამოხმაურებები!

მე ვფიქრობდი სხვა ხილზეც, მაგრამ ამ კომბინაციას (ალადებისა და ნუტელასი) სხვა ვერცერთი ხილი ვერ შევუსაბამე (( 

Kakha_მ თქვა:

ალადები მარწყვის გარეშე წარმოუდგენელია ))

რა გემრიელობაა ♥♥♥
ბანანიც მოუხდება ♡♡

RSS

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters