ქველინარიის სამზარეულოში დიდი მითქმა-მოთქმა, აჟიოტაში და გამოხმაურება, დაინტერესება მოჰყვა ჯერ ნუტელას ნაძვის ხეს, შემდეგ კი ბლინების კოშკს მინანქრით დაფარულს და სულ ბოლოს ფერეროსა და ნუტელას რულეტს. ამიტომ, დღევანდელი დღისთვის, Qwellynaria-მ იფიქრა და მოიფიქრა - ნუტელა ბლინებში, ანდა, ალადებში საუცხოო რეცეპტი იქნება ყველა გურმანისთვის და დესერტების მოყვარულისთვის.
მოამზადეთ მხოლოდ ჩვენი ექსკლუზიური რეცეპტით!
• გადააფარეთ ლანგარზე საცხობი (პერგამენტის) ქაღალდი;
• ნუტელა გადაიტანეთ ლანგარზე კოვზით, პატარ-პატარა წრიულ ფორმებად. (დაახლოებით, საშუალო ზომის ალადების ფორმებით). საშუალოდ 6 სმ დიამეტრის ზომის.
• შედგით საყინულეში საათი-საათნახევრის განმავლობაში.
• კარგად რომ გაიყინება, გადმოიღეთ პერგამენტის ქაღალდიდან, მაგრამ შეინახეთ ისევ საყინულეში, რადგან ნუტელა ადვილად ლღვება.
• ჯამში მოათავსეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და შაქარი. აურიეთ კარგად.
• დაამატეთ კვერცხი, რძე, ვანილის ესენცია და ნახევარი ჩ/კ კარაქი.
• განაგრძეთ კარგად არევა. როდესაც მიიღებთ ერთიან მასას, შეურიეთ კარაქის მეორე ნახევარი და განაგრძეთ არევა. მორევა შეწყვიტეთ მაშინ, როდესაც ერთიანი მასა გახდება.
• გამოიღეთ ნუტელა საყინულედან, როდესაც დაიწყებთ ალადების ცომის მომზადებას.
• დაასხით 1 ს/კ ალადის ცომი გახურებულ ტაფაზე. როდესაც ალადაზე ბუშტები გამოჩნდება, დაადეთ საყინულედან გამოღებული ნუტელა და ზემოდან მოასხით ალადის ცომი. როდესაც ძირი დაებრაწება, გაუოქროსფერდება, ამოაბრუნეთ ალადა და მეორე მხირდანაც შებრაწეთ.
მთლიანი პროცესი ვიზუალურად
• შემოტავაზებული იგრედიენტებით, დაახლოებით 8-10 ცალი ნუტელას შიგთავსიანი ალადა უნდა გამოგივიდეთ.
- მარწყვი რატომ გაყიდინეთ?
- მარწყვი დაჭერით წვრილად და მიირთვით ალადებთან ერთად, ძალიან გემრიელია.
გემრიელად მიირთვით!
ტეგები: Nutella, Qwellynaria, ალადები, ბლინები, დესერტი, კულინარია, ნუტელა, შოკოლადი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•