ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)
„გადარჩა, გადარჩა ჩიტის ბუდე“... ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდა ნოე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ღრუბლები გაიფანტა. თვალწინ ედგა, როგორ ციმციმ დაუშვა ჩიტის ბუდე ქარიშხალმა მიწაზე, ერთადერთი დაჭორფლილი კვერცხით. როცა იქნება, მე და ჩემი კიდობანიც (უკვე ასე მოიხსენიებდა მას) დავეშვებით მიწაზეო. აღარ წვიმს, მზემაც…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 26, 2019 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)
გულისგამწყალებლად გაჭიანურდნენ დღეები. ისევ ისე წვიმდა, განუწყვეტლივ, თანაბარზომიერად. წვიმის წვეთები ჭმუჭნიდნენ წყლით გადავსებულ სივრცეს, წვიმა შხაპუნობდა კიდობნის სახურავზე, რომელიც ერთ წვეთსაც კი არ ატარებდა. ყველაფერი გამორჩეულად მკვიდრი და საიმედო იყო მეფის სასახლესავით ფართო კიდობანზე. ნოე ამაში დღითი დღე…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 24, 2019 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)
გადიოდნენ დღეები, უამრავი წვრილმანი საზრუნავით შევსებული და დატვირთული. ნოე თანდათან გაუშინაურდა კიდობანს, მის ყოველ კუთხე-კუნჭულს გაეცნო. მეტი გულდაჯერება დაეტყო მის ნაბიჯს და მიხრა-მოხრას, თავს მასპინძლად უფრო გრძნობდა, ვიდრე უცხოდ...
აღარ ჰქონდა იმის შიში, ვინმე თავზე დამადგება და მკითხავს, აქ რა…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 22, 2019 წელი. 3:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვინ გადაურჩა წარღვნას (გაგრძელება)
რაღაცას შეეჯახა ნოე, სიკვდილის მომლოდინე. თვალიც არ გაუხელია, აღარაფრის დანახვა აღარ უნდოდა სანახევროდ გრძნობამიხდილს, თვლემის მსგავს ყოფაში ჩაძირულს.
ცოტა ხნით დააშორა დინებამ იმ რაღაცას, მერე ისევ მიაგდო. ნოეს მოეჩვენა, კედელს შევეჯახეო, ძლივს…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 17, 2019 წელი. 2:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვინ გადაურჩა წარღვნას
თხუთმეტიოდე წლის თუ იქნებოდა მაშინ, ჯერ ისევ უწვერული, სხარტი და მხიარული ყმაწვილი, სწორედ ასეთი დოქით გაატანა ღვინო მამამისმა მუშტართან. ამის საფასური უკვე აღებული მაქვს და ეს ღვინო უსიკვდილოდ უნდა ჩააბარო პატრონსო, გააფრთხილა. ნოე მაშინვე გაუდგა გზას, ლაღად მიაბიჯებდა სოფლის ორღობეებში, სხვა დროსაც არაერთხელ შეუსრულებია მამის…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2019 წელი. 3:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ასეთ გადაუღებელ წვიმას კარგი არაფერი შეიძლებოდა მოჰყოლოდა; მან არამარტო მდინარეები აამღვრია და კალაპოტიდან ამოაგდო, ადამიანთა ცხოვრების ჩვეული დინებაც სრულიად შეცვალა. დაცარიელდა ფართო სახელოსნო, აღარ ისმოდა ქვაზე საჭრეთლის ფხაჭუნი, ხელოსანთაგან აქ აღარავინ ირჯებოდა. საკუთარ ოჯახებს მიაშურეს. რაიმე უნდა ეღონათ, თავიც…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2019 წელი. 3:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბუმერანგი (ამონარიდი)
ისევ მოვხვდი (რა თქმა უნდა, შემთხვევით) ჩემთვის კარგად ნაცნობ ალაყაფის ჭიშკართან, სულ სხვა საქმეზე მივდიოდი და იქით მომიწია გავლა. ნაბიჯი არც კი შემინელებია, ისე ვკარი ხელი შავად ჩალუსკუმებულ ფრთას... ჭიშკრის ფრთა მაქვს მხედველობაში. ისიც გაიღო, რბილად, უხმაუროდ, როგორც ყოველთვის.
ალმაცერად ვკიდე თვალი წამით გამომკრთალ სურათს.…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 4, 2019 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
კამათელი (ამონარიდი)
თამაშის შესახებ უნდა გესაუბროთ. იქნებ არც ღირდეს მისი მოსმენა, მაგრამ აქ იმდენი ქება-დიდება მიუძღვენით თამაშს, თავს ნებას ვაძლევ, მეც შემოგიერთდეთ. შემთხვევითობას მიაწერეთ, თუ რაიმე შემეშალა. თუ სწორედ განვსაჯე, ისიც...
ჰო, რას ვამბობდი? მომიტევეთ, ალბათ ძალიან არეულდარეულად ვლაპარაკობ, მე ხომ სათქმელი არ…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 29, 2019 წელი. 12:30am —
არ არის კომენტარები
_______________
კამათელი (ამონარიდი)
რაღა დარჩა სათქმელი? თითქოსდა არაფერი. რა მშვენიერი, რა ფერადოვანი სიტყვები მოვისმინეთ ყველამ ერთად. ცა და მიწა შეაჯერეს ჩემმა წინამორბედებმა, საოცრებათა საგანძური დაახვავეს ჩვენს თვალწინ და ყოველივე საკრალურ ციფრს, შვიდიანს მოარგეს. სულ თამაშ-თამაშით აღსრულდა ეს ყველაფერი, ბავშვის უზრუნველი თვალით შევიჭვრიტეთ სამყაროს ყველაზე იდუმალ სამალავებში, დიდად მადლიერი…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2019 წელი. 12:00am —
არ არის კომენტარები
_______________
კამათელი (ამონარიდი)
როგორ მინდა, მეც გაგამხიარულოთ ჩემი წინამორბედივით. ვეჭვობ, რაიმე გამომივიდეს, მე ხომ ატომების შესახებ უნდა ვისაუბრო, იმ პაწია, განუყოფელი აგურების შესახებ, რომლებისგანაც აგებულია მთელი სამყარო. ისეთი თემაა, ადვილად ვერ
შეეთამაშები. ვცდილობ რაიმეთი გავალამაზო და გავაცოცხლო ჩემი სათქმელი, ოქროს ნიღაბიც სწორედ ამ მიზნით…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2019 წელი. 2:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
კამათელი (ამონარიდი)
ხელთუქმნელი ტაძრის შესახებ მინდა გესაუბროთ, ანუ იმ ტაძრის შესახებ, რომლის კედლები ყველასთვის კარგად ცნობილი შვიდი ნოტისგანაა აგებული. ოღონდ ცოტა მოგვიანებით... უპირველეს ყოვლისა, იმ ათასგვარ ხმებს უნდა დავუგდოთ ყური, ჩვენს ირგვლივ რომ ისმის. გთხოვთ სწორედ გამიგოთ:
ქალაქის ხმებს არ ვგულისხმობ,…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 22, 2019 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
კამათელი (ამონარიდი)
რა თქმა უნდა, ცისარტყელას შესახებ ვილაპარაკებ... სხვა რა უნდა მოგივიდეს თავში, როდესაც სინათლის სხივის და ამ ჯადოსნური ციფრის, შვიდიანის შეკავშირება-შეუღლებას მოინდომებ. შვიდი ძირითადი ფერი დაინახა მასში ადამიანმა, როგორც კი თვალი აეხილა და ფერადოვანი რკალით დამშვენებულ ზეცას უსწორა თვალი. ეს მართლაც მეტად ამაღელვებელი წამი იქნებოდა...…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 19, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
კამათელი (ამონარიდი)
წყალს უყვარს თამაში, ხომ გინახავთ ჩანჩქერი? თუნდაც შადრევანი ვთქვათ, ანდა ზაფხულის წვიმა, ცისარტყელას შვიდფეროვანი რკალით კალთადამშვენებული... წყალი გვეთამაშება და სათამაშოდ გვიწვევს. ჩვენც ხომ სწორედ ეს გვინდა, თამაში ჩვენი სტიქიაა, მაგრამ... ცოტა მაცალეთ, ჯერ უმთავრესი არ მითქვამს.
საქმე…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 6, 2019 წელი. 12:30am —
არ არის კომენტარები
_______________
არ ველოდი, თუ ასე ადვილად გაიღებოდა რკინის დიდი ჭიშკარი, ხელის დაკარებისთანავე მსუბუქად შემოტრიალდა ანჯამებზე. შესახედავად ძალიან მასიური ჩანდა, შავად ჩალუსკუმებული ფერი კიდევ უფრო აძლიერებდა ამ შთაბეჭდილებას, რა კარგად დაუზეთავთ-მეთქი, ვიფიქრე.
ერთი წამით ვერაფერი გავარჩიე, სიჭრელის ისეთი ზღვა დამატყდა თავზე ყოველი მხრიდან. ეს შეიძლება იმ ჩალუსკუმებული ფერის ბრალი იყო, რკინის ჭიშკარს რომ ფარავდა, მასზე შეჩვეულ თვალს სიჭრელე…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 30, 2019 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)
უცბად დაიჭექა, მაგრამ რა დაიჭექა! ჭექა-ქუხილის ღმერთი იყო, აბა სხვა ვინ იქნებოდა...
- შემთხვევითობას ეძინა! ეძინა საღათას ძილით... მხოლოდ ჩემმა სიტყვამ გამოაფხიზლა, ჩემს შემდეგ ალაპარაკდა, სხვანაირად ხმასაც ვერ ამოიღებდა...
მგონი, საკუთარ თავსაც გადააჭარბა, ისეთი ხმაური ატეხა…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 24, 2019 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)
მიინავლა ალისფერი ათინათი, მზესავით გაბრწყინდა რომელიღაც უცხო ვარსკვლავი, ოღონდ ლურჯი ფერის მზესავით. სირიუსი გამახსენდა, მიწიერი ცის მშვენება... ლურჯი შუქის ნამდვილი ნიაღვრები გადმოაფრქვია. ცხადია, ოქროს ნიღაბსაც მისწვდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სანახავი უნდა ყოფილიყო ოქროს ნიღაბი; ერთგვარი მომწვანო ფერი…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 20, 2019 წელი. 1:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)
იცით, ვინ წარმოთქვა ეს სიტყვები? ცეცხლოვანმა გველეშაპმა. არ გეხუმრებით, ნამდვილად ასე იყო, ვარსკვლავების მანათობელმა გირლიანდებმა გველეშაპი გამოსახეს იმ უფართოეს სივრცეში, რომელშიც იმჟამად ვიმყოფებოდით (მართლაც საზღვარი არ აქვს აქაური წალკოტის სასწაულებს). პირდაპირ სასაცილო იყო, მეტი რომ არ ვთქვათ, ცეცხლოვან…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 17, 2019 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)
ცოტა ხნით ყურადღებას ვითხოვ მკითხველისაგან. ისეთი რამ უნდა გიამბოთ, ჭექა - ქუხილის ღმერთმა მოგვიანებით რომ გაგვიმხილა. იმ დროისთვის უკვე აღარ ვიყავით აუზის ძერწილ ნაპირებზე ჩამორიგებულნი, ვლაღობდით და ვმხიარულობდით სამოთხისდარ ბაღნარში. ჭექა - ქუხილის ღმერთს აბა რაღა დააოკებდა? ხომ ცნობილია მისი თავმომწონეობის…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 10, 2019 წელი. 2:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)
წავიდა პირველი და გადმოღვარა მიწაზე თავისი თასი, და გაუჩნდათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და მის ხატებას სცემდნენ თაყვანს.
- რას იტყვი ამაზე? - ჰკითხა ორსახა ნიღაბმა ჭექა-ქუხილის ღმერთს. ამ ორთა შორის დიალოგის სახე მიიღო შემდგომმა საუბრებმა, როგორც უკვე ვთქვი.
- ვიტყვი, რომ მართლაც…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 3, 2019 წელი. 3:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ოქროს მაძიებლის ნაკვალევზე (გაგრძელება)
გამაწბილა ოქროს ნიღაბმა, თანაც როგორ... ერთი სიტყვა რაა, ერთი სიტყვითაც არ უხსენებია ოქრო, არა და არა. ამაოდ გამოვბასრე ყურები, იქნებ რამე წამოცდეს თავისი საიდუმლოების შესახებ-მეთქი. ლაპარაკით საკმაოდ საინტერესოდ ილაპარაკა, სხვა ნიღბებს არაფერში ჩამორჩენია... რა კარგად გამოიხმო კვაზარი ჩვენი ყოფიერების უშორესი…
დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მარტი 30, 2019 წელი. 1:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•