Qwelly ბლოგი! - საბავშვო (8)

გამარჯობა დედამიწა

      საბავშვო შემეცნებითი კინო-სერიალი: "გამარჯობა დედამიწა" უკვე რამდენიმე წელია ინტერნეტში ტრიალებს და ასევე გადაიცემა GMC-TV-ს საშუალებით. "გამარჯობა დედამიწა" ჩვენი პატარების საყვარელ სერიალად იქცა. მშობლებისა და ბავშვების საერთო არჩევანი უყურონ ძალიან სასიამოვნო ფილმებს და მიიღონ განათლება.

      კინო-სერიალი PSF Studio-ს შექმნილია. იდეის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია პაატა ტეტუნაშვილი.…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 14, 2016 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

დაკიდულ ბაღებში

მასხარები

VII თავი

დიდის ამბით შევუერთდით ხელმწიფის თანმხლებ ამალას, თუმცა არც მეფეს და არც დედოფალს ზედ არ შემოუხედავთ. თითქოს, არც უგრძვნიათ ჩვენი იქ გამოჩენა, ისინი მედიდური კდემამოსილებით თავაწეულნი მიიწევდნენ საოცრებად ქცეული ბაღებისაკენ, რომელიც დიად ხელმწიფეს გრძნეული ჯადოქრების ხელით აეგო და საგულდაგულოდ ებოძებინა თავისი დედოფლისათვის.

იარუსებად ზე ატყორცნილ ბაღთა სავანეს ვიწრო,…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 27, 2014 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მრავალწერტილები

მასხარები

VI თავი

როგორც ყოველთვის ოთახში ჩვეულებრივ მოკვდავთათვის გასაოცარი, მაგრამ ჩემთვის ჩვეულებრივი გარემო დამხვდა.

ყურებდიდა ცალ ხელზე შემდგარიყო, მეორე ხელი კეფაზე შემოედო, ფეხები მაღლა აეშვირა და ისე ეძინა.

ნიკაპგრძელასაც ბეწვის ხიდივით წელში გაზნექილს, ფეხის ტერფებითა და ხელის მტევნებით ჭაღს ჩაჭიდებულს ნიკაპი ჩამოვარდნოდა და ისე…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 13, 2014 წელი. 11:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ახალი ზღაპარი - პიესა (ბავშვებისთვის)

      ვიდრე ფარდა გაიხსნება ისმის მუსიკა, მუსიკის ფონზე მეზღაპრე იწყებს მოყოლას:

მეზღაპრე: იყო და არა იყო რა (ფარდა ნელნელა იხსნება. სცენაზე ჩნდებიან სიცივისაგან, შიმშილისაგან და სიბნელისაგან შეწუხებული და ატირებული ადამიანები) - იყო ერთი ქალაქი. ის ქალაქი ბოროტ დევს დაეპყრო და მოეჯადოვებინა. იქ გამუდმებით ციოდა, ბნელოდა... ირგვლივ მხოლოდ შიმშილი, ტირილი და გოდება გამეფებულიყო. დღითი–დღე იცლებოდა ქალაქი, - დღითი–დღე…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 4, 2014 წელი. 1:30pm — 1 კომენტარი
________________

ცით მოვლენილი ვარსკვლავთ-მხედარი

მასხარები

V თავი

რამოდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც სასახლეში დავბინავდით. საუკეთესო აპარტამენტებში ვცხოვრობდით. ხელმწიფის ბრძანებით არ გვაკლდა ფინიკი და ფახლავა, შაქარლამა და რახათ ლუხუმი. არც სამეჯლისო გართობა და ცხენებით ჯირითი მოგვკლებია, მაგრამ ყველაფერი სასახლის კანონებსა და სამეფო ეთიკეტებში იყო მოქცეული.

ტანსაცმელიც კი გამოგვიცვალეს. ჩვენი თავისუფალი სამოსის ნაცვლად მოტკეცილ…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 3, 2014 წელი. 12:30am — 1 კომენტარი
________________

სასახლის კარზე

მასხარები

IV თავი

ჩვენი ეტლი სასახლეს მიუახლოვდა.

მოჭარბებულად დიდი იყო სამეფო კარი. ძვირფასი ქვებით ნაგები უზარმაზარი გალავანი სალტესავით შემორტყმოდა მწვანე გაზონებით, მოცეკვავე ფანტანებითა და იშვიათი ჯიშის მცენარეებით გაწყობილ გიგანტურ ეზოს, რომლის გულშიც ელვასავით ბრწყინავდა თვალ-მარგალიტით მოჭედილი სასახლე.

მისი კოშკები ცას სწვდებოდნენ. ყველაზე მაღალი კოშკის წვერზე ოქროსგან…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2013 წელი. 6:30pm — 1 კომენტარი
________________

სამეფო კარზე გადაბარგება

მასხარები

III თავი

დიდმა ხელმწიფემ საცხოვრებლად თავის სასახლე შემოგვთავაზა.

ორად გაიყო მასხარების ოჯახი. მამიკო და დედიკო სიხარულით ცას ეწივნენ. სულ აქეთ-იქით პროწიალობდნენ. ჩვენ კი დავნაღვლიანდით. მშობლიური, ჰაერში გამოკიდებული ქოხი ყველა სასახლეს გვერჩია. მაგრამ რას ვიზამდით?! დედიკო და მამიკო ხომ ჩვენი მშობლები იყვნენ და უნდა დაგვეჯერებინა. გადაწყდა და მეფის კარზე გადავედით…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2013 წელი. 1:30pm — 4 კომენტარი
________________

მასხარები

თავი I - გველის სიბრძნე

ჩვენ სამი ძმა ვართ, სამი მასხარა. მე ცხვირ-კაუჭა მასხარა ვარ. ჩემი მომდევნო ძმა ყურებ-დიდა მასხარაა. ხოლო, მესამე, ნაბოლარა ძმა კი - ნიკაპ-გრძელა მასხარა.

დღეს, ოდესღაც ქუჩის ჯამბაზები, საყოველთაოდ ცნობილ მასხარებად გადავიქეცით და თქვენ წამოიდგინეთ სამეფო სასახლეებშიც კი გვიწევს მასხარაობა.

ჩვენი მამა ჯამბაზი იყო. იცი რა მაგრად…

გაგრძელება

დაამატა პაატა ტეტუნაშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 11, 2013 წელი. 6:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2025

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters