როგორც ყოველთვის ოთახში ჩვეულებრივ მოკვდავთათვის გასაოცარი, მაგრამ ჩემთვის ჩვეულებრივი გარემო დამხვდა.
ყურებდიდა ცალ ხელზე შემდგარიყო, მეორე ხელი კეფაზე შემოედო, ფეხები მაღლა აეშვირა და ისე ეძინა.
ნიკაპგრძელასაც ბეწვის ხიდივით წელში გაზნექილს, ფეხის ტერფებითა და ხელის მტევნებით ჭაღს ჩაჭიდებულს ნიკაპი ჩამოვარდნოდა და ისე ჩასძინებოდა.
ფეხაკრეფით შევიპარე ოთახში. ვარსკვლავთ-მხედარის მიერ ბოძებული საჩუქრები საგულდაგულოდ შევინახე ჩვენი დიდი ბებიის, მასხარ-ნანოს ნაჩუქარ მოვერცხლილ ზუნდუკში. მერე, მეც ყირამალით ფანჯრის რაფაზე ავსკუპდი, მარჯვენა ფეხის გული ფანჯრის ჩარჩოს ზედა კუთხეს მივაბჯინე, მარცხენა კი დიაგონალურად მოპირდაპირე ქვედა კუთხის ღრიჭოში მოხერხებულად მოვათავსე და დასაძინებლად მოვეწყვე.
ბრძენი კობრაც იქვე, კუთხეში მიდგმულ ოთახის პალმას შემოეხვია, თავი მის ტოტს ჩამოსდო და ხვრინვა ამოუშვა.
ქანცმილეულს მალევე ჩამეძინა. თუმცა ჩვენ, მასხარებმა, ძილიც ხომ ფხიზელი ვიცით და თვალებღიამ ძილ-ღვიძილში კარგად დავინახე თუ როგორ შემოიჭყიტა ჩვენს სარკმელში სავსე მთვარემ. გაიღიმა, „ძილი ნებისაო“ თქვა და კვლავ ფრთხილი სიმშვიდით დატოვა სარკმელი.
გამთენიისას, ბადრი მთვარე ისევ გამოჩნდა, თუმცა მარტო აღარ იყო. ცისკრის ვარსკვლავი წამოემძღვანიებინა და უკვე არა „ძილინებისას“ სასურვებლად, არამედ ერთობლივად, სასიამოვნო სუსხით, ჩვენს გაღვიძებას ცდილობდნენ და თავისთან სათამაშოდ გვიხმობდნენ. მაგრამ, როგორც ყველა ახალგაზრდამ, მეც ტკბილი ძილი ვარჩიე ალიონის შეგებებას. გვერდი ჩემებურად ვიცვალე, ორივე ხელით ნიკაპს დავეყრდენი, იდაყვები რაფაზე ჩამოვდე, ფეხები ჩარჩოს ზედა ფიცარს მივაბჯინე და გემრიელი ხვრინვა განვაგრძე. დარწმუნებული ვარ ყურებდიდა და ნიკაპგრძელაც ასე მოიქცნენ, ამან კი ალბათ მზის გაღიზიანება გამოიწვია, რადგან ჯიქურ შემოჰყო ცეცხლოვანი ხელები და მწველი სხივებით გასაღვიძებლად მთელ სხეულზე პწკენა დაგვიწო.
რაღას ვიზამდით?! გავიღვიძეთ. მე ფანჯრის რაფიდან გვერდყირამალით გადმოვხტი. ყურებდიდა წინკოტრიალით წამოხტა ფეხზე. ნიკაპგრძელამ კი ჰაერში ბრუნით ფეხებზე დამხტარმა გვამცნო თავის გაღვიძება.
კობრას ჩვენზე ადრე გაღვიძებოდა და მეორე ფანჯრის რაფაზე მზეს ეფიცხებოდა.
დამავიწდა, მეთქვა, რომ დედიკო და მამიკო, მათთვის განკუთვნილ, მეორე საძინებელში იყვნენ და მამიკოს გაწელილ გარმონთან ჩასძინებოდა, ხოლო დედიკოს საცეკვაოდ ხელდაკვანწულს ტრიალის დროს სწვეოდა ძილი.
როგორც კი მზის ცელქმა სხივებმა მათაც გამოუპწკინეს გვერდები, გამოღვიძებულებმა, ერთმა გარმონის დაკვრა განაგრძო, ხოლო მეორემ, კვლავ ხელდაკვანწულმა იწყო საცეკვაო პროწიალი.
ამ ყოფაში ვიყავით, რომ გარედან დიდი ხელმწიფის სასეირნოდ გამობრძანების მაცნე საყვირების ხმა და სასახლის მცველთა მხედრულად შემართული შეძახილი გაისმა.
მისი უდიდებულესობა, მთელი სამყაროს მახვილი თვალით მზვერავი, ბაბილონის დიადი ხელმწიფე, მეფე ნაბუქაბარაყი მის უკეთილშობილება, მზის სადარ დედოფალ ამიტისისთან ერთად ბროლის კოშკის სამეფო ბაღებში სასეირნოდ მიბრძანდებოდა!
ყველა აივანზე გავცვივდით დიადი მეფე-დედოფლის დასანახად. კარგად მოჩანდა ჩვენგან ეს ბაღიც და მეფის საცხოვრებელი სასახლეც. ერთმანეთს ვახტებოდით კისერზე მათზე თვალის შესავლებად.
ამ აურზაურში ვიყავით, რომ კარზე გამეტებული ბრახუნი ატყდა. კარი ყურებდიდამ გააღო. ოთახში აქოშინებული, სწორედ ის პატარა ბიჭი შემოვარდა, რომელიც სასახლის კარზე მისვლისას მეგობრული ღიმილით გამოგვეცხადა.
-რა მოხდა? - ჰკითხა მამამ და გაწელილი გარმონი ხელებდაკვანწულ დედიკოს მხარზე ჩამოჰკიდა.
-დიდი ხელმწიფე გიბარებთ! სურს ეახლოთ და ეს დილა, სეირნობისას მათთან ერთად გაატაროთ.
-დიდი ხელმწიფე? -შესძახა დაბნეულმა ნიკაპგრძელამ და ყბააცახცახებული კედელთან ისე აიწურა, რომ კედელზე მიხატული გეგონებოდათ.
-ხელმწიფე გვიბარებს? - ძლივს ამოილუღლუღა ყურებდიდამაც.
-ხელმწიფე გვიბარებს! - თითქმის ერთხმად წამოიძახეს სახეგაშტერებულმა დედიკომ და მამიკომ და ერთმანეთს მიალურსმეს დაჭყეტილი თვალები.
-ხელმწიფე? - გაოცება თუ აღტაცება ვერ დავმალე მეც.
-რას გაშტერებულხართ მასხარებო? სწრაფად გამოეწყვეთ საკადრისად და გამომყევით, ნუთუ ფიქრობთ რომ ხელმწიფე დაგვიანებას გაპატიებთ?
კიდევ ერთხელ შევხედეთ ერთმანეთს და მოლაპარაკებულებივით ერთდროულად წამოვიძახეთ:
-ხელმწიფე გვიბარებს! - უცებ ავირ-დავირიეთ და ყველა ჩვენს კარადებს ვეცით მეფის წინაშე შესაფერის ტანსაცმელში გამოსაწყობად.
სულ აქეთ-იქით ფრიალებდა გარდერობის უჯრებიდან ჩვენსმიერ ამოყრილი და დაწუნებული სამოსი ოთახში. თან ვყაყანებდით და თან ელვის სისწრაფით ვიმოსებოდით. მამამ დიდი ბაბუისაგან, მასხარ-ნიკოსაგან მემკვიდრეობად ბოძებული ხუთწვეტა და ჭრელბურთულება ქუდი ჩამოიმხო თმაგაცვენილ ყვითელ თავზე. მისგანვე ნაჩუქარი ნახევრად ლურჯი და ნახევრად წითელი, თეთრი ლაქებით გაწყობილი ჯამბაზური კომბინიზონი ტანზე მოირგო. ფეხზეც ის ცხვირკომბალა ფეხსაცმელი ამოიცვა, რომელიც მასხარ-ნიკო ბაბუას თავის ქორწილში, მასხარ-ნანო ბებოსთან ჯვრისწერისას რომ ეცვა და წასასვლელად მოემზადა.
დედიკოც მასხარ-ნანოს ნაქონ დაჭრელებულ კომბინიზონ-კაბა-შარვალში გამოეწყო, თავზე ჩიხტიკოპა მასხარ-ფატა მოიხურა, ჭვინტ-კალოშა ფეხსაცმელში წაჰყო მუდამ აცეკვებული ფეხები და ქმარს ამოუდგა ხელკავით გვერდში, წასასვლელად გამზადებული.
ნიკაპგრძელა და ყურებდიდაც საგანგებოდ გამოეწყვნენ ტანზე მოტმასნულ ზანზალაკებით გაწყობილ ჯამბაზურ კოსტუმებში, ცხვირაპრეხილ ბრჭყვიალა ყვითელ-მწვანე ფეხსაცმელებსა და ლურჯ-მწვანე-წითელ ფერებით გაწყობილ წაგრძელებულ ერთ-წვეტება ქუდებში და მამიკოს და დედიკოს ამოუდგნენ ზურგში ჯარისკაცებივით.
მხოლოდ მე ვერ ვიპოვე შესაფერისი ტანისამოსი მეფის წინაშე წარსადგომად. ვიდექი ჩემს ჯამბაზურ პიჟამოებში შეფუთული და გაოგნებული ვაცეცებდი დაჭყეტილ თვალებს აქეთ-იქით. უცებ ვარსკვლავთ-მხედარის მიერ ნაბოძები საჩუქრები გამახსენდა. მოვერცხლილ ზუნდუკს ვეცი. თეთრი ატლასის ხალათი ამოვიღე, ტანზე მოვიცვი, ოქროს გული გულზე მივიბნიე, ლერწმის წკეპლაც ხელში დავიჭირე და ასე უბრალოდ გამოწყობილი ჩავდექი ოჯახის წევრთა რიგებში მეფე-დედოფალთან გასამგზავრებლად.
ჩემმა ძმებმა დაცინვა დამიწყეს. დედიკომ და მამიკომაც ამრეზით შემომხედეს. თუმცა მე არად დაგიდევდით მათ დაცინვას, რადგან ბოძებული საჩუქრებით აღჭურვილმა ვიგრძენი, თუ როგორ შევიმოსე ჯადოსნური ძალით, იმ ძალით რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგებოდა. ვგრძნობდი, რომ შემეძლო მეთქვა ყველასთვის სიმართლე სიყვარულით სავსე გულიდან ისე, რომ თავი არავისთვის გადამემეტებინა.
ჩემი დაცინვით გაღიზიანებულმა კობრამ, რომელიც კვლავ მზეს ეფიცხებოდა, ბრძენი თავი წამოწია და ოჯახის წევრებს შეუტია:
-რა გაცინებთ? ნუთუ არ იცით, რომ მეფესთან თავი თქვენი ჩაცმულობით კიარა თქვენი გამჭრიახობით უნდა გამოიჩინოთ? ნუთუ თქვენც სასახლის იმ ბინადართ დაემსგავსეთ, რომლებსაც თავიანთი ნამდვილი სახე აქვთ დაკარგული და მხოლოდ გარეგნული იერით ცხოვრობენ? იქნებ თქვენი ყოველდღიური იერსახით წარსდგომოდით ხელმწიფეს და ამით უფრო გეამებინათ მისთვბის? მას ხომ უბრალოდ მასხარები სჭირდებით და არა გადაპრანჭული მსახიობები.
-რას ამბობ კობრავ? - შეეპასუხა მამიკო, - ნუთუ ჩვენ, სასახლის კარის მასხარებს შეგვშვენის უბრალო სამოსით წავრდგეთ მეფის წინაშე? ამ სამოსს არაფრის დიდებით არ გამოვიცვლით. დიდმა ხელმწიფემ უნდა ნახოს, თუ რა დიდებული მასხარები დაბინავდნენ მისი სასახლის კარზე.
-რა გაეწყობა, ისე მოიქეცით როგორც თქვენი გაამპარტავნებული გული გეუბნებათ, მაგრამ ცხვირკაუჭას მაინც ნუ დასცინებთ თავისი უბრალოებისთვის. ახლა კი წადით, ნუ დააგვიანებთ. არ უყვართ მეფეებს დიდხანს ლოდინი. იქიდან დაბრუნებულებს კი მოუთმენლად გელით. იმედია ყველაფერს გულღიად მომიყვებით და არაფერს დამიმალავთ. - უპასუხა კობრამ და ფანჯრის რაფიდან იატაკზე ჩამოსრიალდა, მომიახლოვდა, წამოიყალყა, ბრძენი თვალებით თვალებში სიყვარულით ჩამაცქერდა, მერე სახეზე სახით მომიალერსა და თავისი საძინებლისკენ უხმოდ გასრიალდა.
ენით აღუწერელი სიყვარული და მხარდაჭერა ვიგრძენი კობრასგან. მეც სიყვარულით მივადევნე თვალი. მერე მოვბრუნდი, მწკრივს ბოლოში ამოვუდექი, მეფის შიკრიკი ბიჭუნაც თავში დაგვიდგა და ასე შემართულებმა გავწიეთ დიდი მეფე-დედოფლისკენ სამეფო ბაღებში სასეირნოდ საახლებლად.
| ◄ წინა ნაწილი |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია