თავი I - გველის სიბრძნე

ჩვენ სამი ძმა ვართ, სამი მასხარა. მე ცხვირ-კაუჭა მასხარა ვარ. ჩემი მომდევნო ძმა ყურებ-დიდა მასხარაა. ხოლო, მესამე, ნაბოლარა ძმა კი - ნიკაპ-გრძელა მასხარა.

დღეს, ოდესღაც ქუჩის ჯამბაზები, საყოველთაოდ ცნობილ მასხარებად გადავიქეცით და თქვენ წამოიდგინეთ სამეფო სასახლეებშიც კი გვიწევს მასხარაობა.

ჩვენი მამა ჯამბაზი იყო. იცი რა მაგრად პროწიალობდა? სულ თავდაყირა გადადიოდა. უცებ დაპროწიალდებოდა და... იცი რა მაგარი იყო?

მაშინ ჩვენც მამასავით ჯამბაზები ვიყავით, პატარა ჯამბაზუკები. მამიკოსთან ერთად დავხტოდით, დავპროწიალობდით და მასხარაობა თავში აზრადაც არ მოგვდიოდა. წარმოდგენის შემდეგ ხალხი მამიკოს ჯამბაზურ ქუდში ვერცხლის ფულებს უყრიდა.

ავიღებდით ფულს, წავიდოდით და სტამბულის ბაზარზე ბევრ შაქარყინულს, ბევრ ფახლავას და ბევრ ფინიკსაც ვყიდულობდით.

ერთხელაც როცა, ჯამბაზობით გაოფლილები, მოგროვილი ფულით, ტკბილეულის საყიდლად წავედით რას ვხედავთ, ერთი კაცს აეღო დუდუკი, თვალები მიელულა, სახე მზისკენ მიეპყრო და ძველი აზიური მუსიკის ჰანგებზე კობრა-გველს მის დაკრულზე აცეკვებდა. ჰო, იცი რა მაგარი იყო? მუსიკას უკრავდა და გველიც მუსიკის ხმაზე რითმულად იგრიხებოდა.., ცეკვავდა.

ბიჭოოო, რა მაგრად უკრავდა?! ისე მაგრად უკრავდა, რომ ჩვენც აგვაცეკვა. ჯამბაზებსაც მეტი რა გვინდოდა, დავხტოდით და ვპროწიალობდით.

მე, ჩემი კაუჭა ცხვირით, ყურებდიდამ თავისი დიიიდი ყურებით და ნიკაპგრძელამ თავისი გრძეეეელი ნიკაპით ისეთი ბდღვირი დავაყენეთ, რომ მოცეკვავე გველს ცრემლებისაგან თვალები აეწირპლა. მაგრამ ეგ რაა, თქვენ მამიკო უნდა გენახათ, ჰი-ჰი-ჰი, იცით რას პროწიალობდა? სულ თავდაყირა გადადიოდა. თურმე დუდუკი ჯადოსნური ყოფილა...

ისე მაგრად ვპროწიალობდით, რომ მედუდუკემ დაკვრა შეწყვიტა, გველიც გაშეშდა და გაოცებულები მოგვაჩერდნენ.

როგორც კი დაკვრა შეწყდა დაპროწიალებულმა მამიკომაც ჰაერში დაამუხრუჭა და ძირს დაეზღნართა. ჯამბაზური ქუდი მოეხადა და გაოფლილმა მელოტმა თავმაც მზის შუქზე ოქროსავით გაიბრწყინა.

ამას ოქროს თავი ჰქონიაო! - იხუვლა გარს შემოსეულმა ბრბომ და მამიკოს კისერში წაწვდნენ თავის წასაგლეჯად.

მოულოდნელად გველმა ენა ამოიდგა და ადამიანივით დაილაპარაკა:

- რაც ბრწყინავს განა ყველაფერი ოქროაო?! მაგას რომ ოქროს თავი ჰქონდეს ეგრე უაზროდ კი არ იპროწიალებდა, ეგ ყალბიაო.

- მაშ ოქროს თავი როგორიღააო? - იკითხეს აქეთ-იქიდან.

- ოქროსთავიანები კი არ ჯამბაზობენ, არამედ მასხრობენ და ხალხსაც თავისი მასხრობით ეუბნებიან სიმართლესო.

მოეწონა მამიკოს ბრძენი, მოცეკვავე გველი და ტკბილეულის საყიდელი ფული სულ იმ გველში გადაიხადა .

ტკბილეულის გარეშე დარჩენილებმა იმ დღეს კი ვიბუზღუნეთ, მაგრამ მერე მივხვდით, რომ მამიკომ სწორი არჩევანი გააკეთა.

თავი II - მასხარების ოჯახი და მეფის მსახური

ერთი დღეცაა და ჩვენს ჯამბაზურ ქოხს, რომელიც ნამგალა მთვარის წვეტოებზე ჩვენი დიდი ბებიის, მასხარ-ნანოს ნაქონი ყოვლის გამძლე ნაწნავებითაა ჩამოკიდებული, ერთი ცხენოსანი მოადგა. შორიდანვე ეტყობოდა, რომ ვინმე დიდებულთაგანი უნდა ყოფილიყო. მოუახლოვდა სახლს და შემოგვძახა:

- ჯამბაზებო! ეჰეჰეიიიიი, ჯამბაზებოოო!

იცი რა მაგრად იძახოდააა?! ისე იჭაჭებოდა, რომ კინაღამ უნაგირიდან გადმოვარდა.

ჩემი ძმა, ყურებდიდა მასხარა, გაეჭრა და გაბრაზებულმა ჩასძახა:

- რა გაყვირებს კაცო, ყრუ კი არ ვარო! - თან გაშლილი ყურები ფარდასავით სახეზე გადაიფარა.

- ან მაგხელაზე რომ აღებ პირს, როგორ ფიქრობ, შენს მეტს ნიკაპი არავის აქვსო? - ნერვიულად აათამაშა ნიკაპი ნიკაპგრძელამაც.

მე ვუთხარი:

- გაჩერდით, იქნებ ვინ არისთქო?

ორივემ ერთად შემომიტია:

- შენ მაგ კაუჭა ცხვირს ყველგან ნუ ყოფო.

მამიკო და დედიკო, ამ დროს გველს მიჯდომოდნენ და დოლ-გარმონის მუსიკაზე კინტაურს ასწავლიდნენ. ჩვენ ხომ ჯადოსნური დუდუკი არ გვქონდა და აბა რა ექნათ?!

სტუმარმა სწორედ იმ დროს დაიძახა, კობრა რომ პირით ცხვირსახოცის აღებას აპირებდა.

დაძახილზე კობრა უცებ გაჩერდა და სმენად გადაიქცა.

- რატომ გაჩერდიო? - ჰკითხა მამიკომ გველს და დაკვრა შეწყვიტა.

- არ გესმით? ვიღაც გვსტუმრებია და გვეძახისო - უპასუხა გველმა.

- ეჰ, რა დროს სტუმარი იყო, სახლში ფინიკის ნარჩენებისგან დამზადებული შეჭამანდის მეტი არაფერი გვაქვსო. - აწუწუნდა დედა და მანაც დოლის დაკვრა შეაჩერა.

- ეჰ, მაგ დოლის ბრახუნით და გარმონის ჭყვიტინით თავი გამომილაყეთ, მაგრამ თქვენზე მეტი ჭკუა კიდევ დამრჩენიაო - გაეპასუხა გველი.

- ეგ რას ნიშნავსო? - ჰკითხეს ორივემ ერთად.

- ნუთუ არ იცით, რომ სტუმარი ღვთისაა და კარი უნდა გაუღოთო? თანაც, ღვთისგან მოგზავნილ სტუმარს ბედნიერებაც თან სდევსო.

- ეგ როგორ უნდა გავიგოთო?

- თქვენ გულწრფელად შეეგებეთ და დანარჩენი თვითონ გამოვლინდებაო. - უპასუხა ბრძენმა გველმა.

რაღას იზამდნენ დედიკო და მამიკო, ზანტად გადაპროწიალდნენ და ფანჯარას მიადგნენ:

- რომელი ხარ სტუმარო, ვერ გიცანითო, - ჩასძახეს მხედარს.

- მეფის ბრძანებით გეახელით ჯამბაზებო, მთხოვა რომ წაგიყვანოთ და მისი უდიდებულესობა გაართოთ. მოწყენილია რატომღაცო.

- გასამრჯელო რა იქნებაო? - იკითხა მამამ

- გასამრჯლოდ ერთი ხურჯინი შაქარყინული, ერთი ხურჯინი ფახლავა და ერთი ხურჯინიც ფინიკი გამომატანაო.

თვალები გაგვიბრწყინდა ყველას. ამდენი ფახლავა და შაქარყინული ერთად თვალით არ გვენახა. მე მოკაუჭებული ცხვირის ნესტოები ამითამაშდა, ყურებდიდას ყურები აუფრიალდა, ნიკაპგრძელას ნიკაპი აუცახცახდა და სიმსუნაგისგან ნერწყვი გადმოუცურდა, ხოლო მამიკო და დედიკო გადაპროწიალდნენ და გადმოპროწიალდნენ, გადაპროწიალდნენ და გადმოპროწიალდნენ. იცი რა მაგრად პროწიალობდნენ?!

გაოცებულმა გველმა ერთიც ალმაცერად გადმოგვხედა და გვითხრა:

- რა დღეში ხართ ხალხნო? თქვენ ხომ უკვე ჯამბაზები აღარ ხართ?! განა მასხარა არ უნდა დაფიქრდეს და მასხარულად არ უნდა უპასუხოსო?

ნირწამხდარი მამიკო გველის ნათქვამმა ადრინდებულად ჰაერში გააჩერა და ადრინდებულად ძირს მოადინა ბრახვანი.

კოპი მოისინჯა თავზე და გველს ჰკითხა:

- აბა რა გავაკეთოთო?

- რაო და მუცელს აყოლილი კაცი ან დღეს წაიტეხს კისერს და ან ხვალეო. უთხარით მაგ დიდებულს, რომ მეფეს გადასცეს... - და პასუხი ყურში ჩაჩურჩულა მამა-მასხარას ბრძენმა კობრამ.

ჭკუა დამჯდარი მამიკო კვლავ ფანჯარას მიუახლოვდა და მეფის დიდებულს გადასძახა:

- მეფის მსახურო! მეფეს გადაეცით, რომ ჩვენ ჯამბაზები აღარ ვართ და მეფეს მხოლოდ გამრთობად ვერ გამოვადგებით. ამას იქით ჩვენ მასხარები ვართ და თუ ვჭირდებით სიამოვნებით მოვემსახურებით, ოღონდაც თვითონაც უნდა აიტანოს მასხარების მასხრობით ნათქვამი სიმართლეო.

- გასამრჯელოდ რას ითხოვთო? - ამოსძახა მეფის მსახურმა

- გასამრჯელოდ მეფის კეთილ გულსა და თავისი სამეფოს წრფელ სიყვარულს ვითხოვთო - ჩასძახა მამიკომ.

- მამიკო, ცოტა ფახლავაც და ცოტა შაქარყინულიც სთხოვე რა მეფეს... - თითქმის ერთხმად შევძახეთ სამივე ძმამ.

ამის გამგონე გველმა ახლა ჩვენსკენ მოაბრუნა ჭკვიანი თავი და თითქოს ღიმილით გვითხრა:

- თუ სამეფოს კეთილმოსურნე მეფე ეყოლება შაქარყინული და ფახლავა როგორღა მოგენატრებათო?

დავფიქრდით და მივხვდით, რომ გველი მართალი იყო.

გაგრძელება →

ნახვა: 285

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მასხარები, რომანი, საბავშვო

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters