blog, fictional_world, irreal, lie, myth, qwelly, qwellypost, reality, ბლოგი, გაკოპირება, გამეორება, გამოგონილი_სამყარო, თუთიყუში, რაზუმიხინი, რეალობა, სიცრუე, ტყუილი, ქველი, ჭეშმარიტება

      ოდესღაც ადვილი იყო ცრუ სამყაროში ცხოვრება, ყოველშემთხვევაში სამყაროს გამოგონება და შემდეგ იქ ცხოვრება, რადგან სიცრუე ის გამონაკლისი გეგონა, რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნოდა. ეს ის "ოდესღაც" არის, როცა სამყაროს მოზარდის თვალებით უყურებ - სიცრუე ერთი რომ არკძალული ხილია, მაგრამ თუ კარგად იცრუებ ეს საკუთარ თავში დარწმუნებულობის ხარისხს ზრდის, რაც იმაზე დიდი სიცრუეა, ვიდრე მოგონილი ან განხორციელებული. დღეს კიდევ, სიცრუე პრობლემად იქცა. მთელი სამყარო სიცრუედ გადაიქცა და იმის მაგივრად, რომ ტყუილი მაინც გამოგვეგონებინა ისეთი, რომელიც სამყაროს გააუმჯობესებდა, არა - სიცრუეც საზარელი მოვიფიქრეთ და წნეხად დავიდეთ. მაგრამ მიუხედავად ამისა მიყვარს როდესაც ცრუობენ! ერთი კლასიკოსი მწერლისა არ იყოს, სიცრუე ადამიანის ერთადერთი უპირატესობაა სხვა ცხოველებთან შედარებით, სიცრუით იწყება გზა სიმართლემდეო! ალბათ ადამიანობის, ადამიანად ყოფნის ერთ-ერთი ნიშანი ამ სამყაროში სწორედ ის არის, რომ ვცრუობ. არც ერთი ჭეშმარიტებისათვის ხომ ისე არავის მიუგნია, მრავალჯერ არ ეცრუა, მცდარ რეალობას არ დაყრდნობოდა; ეს კი საპატიო რამ არის. მაგრამ უბედურებაც ის არის, რომ ჩვენდა თავად, ჩვენი ჭკუით ცრუობაც არ შეგვიძლია! სიცრუე, რამდენიც გინდა, მაგრამ იცრუე შენებურად, აი, მაშინ შემიყვარდები და გაკოცებ - როდესაც სიცრუე შენი მოფიქრებულია და არა სხივი კოპირებული. თავისებურად ცრუობა სხვისი მართლის გამეორებას მაინც სჯობია. იმიტომ, რომ პირველ შემთხვევაში ადამიანი ხარ, მეორეში კი მხოლოდ თუთიყუში! სიმართლე არსად გაგვექცევა. ცხოვრება კი გაგვიმწარდება, თორემ მაგალითები ბევრი ყოფილა. აბა ახლა, რანი ვართ ჩვენ ყველანი განურჩევლად! გამოგონება-აღმოჩენის, სურვილების, მეცნიერების, იდეალების, განვითარების, აზროვნების, გონიერების, ლიბერალობის, ტოლერანტობის, გამოცდილებისა და მრავალ სხვა განმანათლებელ ცოდნათა მხრივ მხოლოდ მოსამზადებელი კლასის გიმნაზიელებს ვგავართ, რომლებიც ვაკოპირებთ, ვაკოპირებთ, ვაკოპირებთ ამ ყოველივეს და არც კი ვიცით ღირს ეს კოპირება რამედ თუ არა, გამოგვივა თუ არა, იმუშავებს თუ არა!

აქვე იხილეთ:

ნიღბების კარნავალი

ნახვა: 805

ტეგები: Qwelly, ბლოგი, კოპირება, რაზუმიხინი, ტყუილი, ქველი, ჭეშმარიტება

nathalie: აგვისტო 22, 2015||5:29pm

"პირველ შემთხვევაში ადამიანი ხარ, მეორეში კი მხოლოდ თუთიყუში!" მომეწონა :)))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters