დღევანდელ კინომანიურ ბლოგპოსტში მინდა ცნობილ, რეიტინგულ და არაოსკაროსან, თუმცა რამდენიმე პრემიის და დაჯილდოების გამარჯვებულ ფილმზე ვისაუბრო. ეს კინო 2003 წელს გამოჩნდა მსოფლიო კინოეკრანებზე და დასაწყისშივე გეტყვით, მთავარ როლზე ჯერ კიდევ ახალგაზრდული იერით და მომხიბვლავობით სავსე, იმ დროისთვის 35 წლის ნიკოლ კიდმანი დაასაქმეს მეტწილად უარყოფითი როლებით ცნობილ პოლ ბეტანთან ერთად.

Dogville, Qwelly, blog, ბლოგი, დოგვილი, თეატრი, კინო, კინობლოგი, კინომანია, სპექტაკლი, ქველი

      ფილმის რეჟისორია ლარს ფონ ტრიერი. აღმოჩნდა, რომ ამ რეჟისორის მხოლოდ ერთი ფილმი მაქვს ნანახი თავიდან ბოლომდე და ვერ გეტყვით რომ მოვიხიბლე, მიუხედავად მრავალი სიმბოლოსი, რომელიც ამ ფილმშია წარმოდგენილი - ვგულისხმობ "ანტიქრისტეს". რეჟისორის უდიდეს წარმატებად ითვლება, თუმცა 3-4 დაწყების შემდეგ მაინც ვერ გავედი ბოლოში, ფილმი "მელანქოლია". და მივადექით დღევანდელ თემას, რამდენიმე დღის წინ, დეტექტივების ძებნისას აღმოვაჩინე ფილმი "დოგვილი".

      ფილმის შესახებ ანოტაციებს ისედაც ნახავთ - ბევრ ქართულ საიტზე მოიძებნება დოგვილი სხვადასხვა პროფესიული თუ "ვაი გახმოვანებით", მაგრამ შინაარსი არც ისე რთული გასაგებია ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ენაზე. ნიკოლ კიდმანის მშვენიერების გარდა ამ ფილმში აღსაფრთოვანებელია ფილმის სტილი, რომელიც აქამდე მე არ მინახავს.

      ესაა ფილმ-სპექტაკლი. დიახ, ჩავთვლიდი რომ სატელევიზიო სპექტაკლია, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. მოქმედება ხდება ქალაქში, რომელი ქალაქიც რეალურად არც არსებობს. ესაა ცარცით შემოსაზღვრული სახლები, მინიმალური დეკორაციებით და მაქსიმალური წარმოსახვით (ამის მიუხედავად, ფილმის ბიუჯეტი 10 მლნ აშშ $-ს აღწევს). თუმცა არ არის არსად კარი, მაინც ისმის კარზე კაკუნისა და კარის გაღების ხმა, თუმცა არ არის შახტა - მაინც ამოდიან შახტიდან სახის წმენდვით, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰყავთ ძაღლი "მოსე" - ის მაინც ჰყეფს (ერთხელ მაინც).

      და არის დეტექტივიც, არ ვიტყვი ძალიან კარგი, მაგრამ არც ძალიან ცუდი. თუმცა აქ დეტექტივობა უფრო მეორეხარისხოვანია, ვიდრე ამ უცნაურ, მაგრამ უწყინარ ქალაქი ერთი არსაიდან მოსული გოგონა თავგადასავალი, რომელიც კაცმა არ იცის, რას ემალება.

      კი, უნდა უყუროთ დოგვილს და მიიღოთ სიამოვნება, მინიმუმ "პაოლო კოელიოს სასტატუსე ფრაზების" მსგავსი დიალოგებიდან.

P.S. არ გეგონოთ დამავიწყდა 90-იანებიდან მოაქამომდე ოსკაროსან ფილმებზე, რომ უნდა ვწერდე, უბრალოდ ბოლო ხანებში ჯერ ერთმა სერიალმა გამიტაცა (იმაზეც დავწერ, ჯერ არ დამისრულებია) და პარალელურად, ასეთი შემოტევები მაქვს ხოლმე საინტერესო ფილმებიდან.

ნახვა: 630

ტეგები: Qwelly, ბლოგი, თეატრი, კინო, კინობლოგი, კინომანია, სპექტაკლი, ქველი

თათია: აპრილი 12, 2016||7:09pm
ოჰოუ :)) დავინტრიგდი
ლაშა: აპრილი 13, 2016||2:31pm
პოსტერმა შემიტყუა მეც. ))
BrOliKa: დეკემბერი 23, 2016||10:57pm
ისეთი ფილმია კარგახანს შეიძლება იფიქრო შენ როგორ მოიქცეოდი მთავარო გმირის ადგილას :( მგონია, რომ ზედმეტად ლმობიერად მოიქცა :D
khatuna zitanishvili: დეკემბერი 24, 2016||8:08pm

ანუ ვუყურო?)))დავვინტერესდი)))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters