თავისუფლების შესახებ მსჯელობისას ხშირად აღნიშნავენ, რომ თავისუფლება ადამიანის უმთავრესი ღირებულებაა და არ არსებობს მასზე დიდი, რომ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს, რომ ის თანაბარდია თავად სიცოცხლისა - „რა ხელს-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვევებული?“ და ა.შ. ცხადია, როგორც ყველაფერში ამ საკითხშიც შეიძლება დაეჭვება - მართლაც ასეა თუ არა?! და თავისთავად, რა არის თავისუფლება? რას მოვიაზრებთ ჩვენ ამ ტერმინში? უპირველეს ყოვლისა, ეს არის არჩევანის უფლება, არჩევანის თავისუფლება. ქრისტიანული ანთროპოლოგიის თანახმად, ღმერთმა შექმნა ადამი - პირველი ადამიანი, ის იყო სრულყოფილი და მას ჰქონდა თავისუფალი ნება - საჩუქარი, რომელიც მის მოდგმას, ადამიანებს გადმოეცათ. კი, მაგრამ ჰქონდა თუ არა ადამს სრული თავისუფლება? გავიხსენოთ რა ხდება სამოთხეში - ადამი აკათებს იმას, რაც უნდა და როგორც უნდა, მაგრამ აქვს ერთი შეზღუდვა - არ ჭამოს ნაყოფი ორი, გამორჩეული ხისგან. ვინაიდან ადამს აქვს თავისუფალი ნება, გამოხატული არჩევანის თავისუფლებაში, მას შეუძლია აირჩიოს - ან დაემორჩილოს ამ შეზღუდვას/აკრძალვას და არ შეჭამოს ხის ნაყოფი, ან არ დაემორჩილოს და შეჭამოს. ორივე შემთხვევაში, სრულიად თავისუფალია არჩევანში და შესაძლებლობაშიც(!), ცხადია, აქ არ ვსაუბრობთ შედეგებზე. მაგრამ ჰქონდა თუ არა ადამს, არჩევანის არ ქონის უფლება? ან ესეც რომ ჰქონოდა - თავად არჩევანის არ გაკეთების უფლებაც ხომ არჩევანი იქნებოდა, მისი არჩევანი. ანუ, სხვა მაგალითზე თუ განვიხილავთ - მე მეუბნებიან ავირჩიო ვაშლი, მსხალი ან ატამი - მე არ ვირჩევ არცერთს, მაგრამ მე ასევე მაქვს არჩევანი, რომ არ დავდგე იმ ვაშლი-მსახლი-ატმის არჩევის წინაშე, თუმცა ეს უკანასკნელიც ჩემი არჩევანი იქნებოდა. მგონი ცოტა ჩაიხლართა ერთნაირი სიტყვების გამო, მაგრამ რთული ლოგიკა არ არის.

      მაშ, რა გამოდის - ადამის მსგავსი თავისუფალი ადამიანიც კი, რომელიც არ ცნობს არცერთ კონსტიტუციას, არ სმენია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის შესახებ, წითელი წიგნიც კი არ აქვს ნანახი და საერთოდ, ყველაფერი მას ეკუთვნის - მას აქვს აუცილებელი შეზღუდვა - გააკეთოს არჩევანი!

      უკაცრავად, და რაშია სრულყოფილება?

      ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ თერგია სიცოცხლის სიმბოლო, რომ ვნების სიმძაფრე შენებაშია, რომ ქაოსი მშვენიერია (გვასწავლიდნენო ისე ვთქვი, თითქოს თავი შორს მეჭიროს - უნდა გამოგიტყდეთ, სამივე თეზისი ძვლებამდე მომწონს და მიყვარს), მაგრამ თუკი ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაც კი - თავისუფლება - შეზღუდულია არჩევანით, მაშ სრულყოფილებისკენ როგორ? ან რაღა უნდა იყოს „ადამის სამოთხისეულ ყოფაზე უმეტესი“, რასაც მაცხოვარი, სახარებაში პირდება თავის მიმდევრებს?

      სრულყოფილების მთავარი საზომი არა თავისუფლება, არამედ არჩევანში ცხოვრებაა - აირჩია თუ არა ღმერთმა ღმერთობა ვერ გიპასუხებთ ვერანაირ ემპირიულ საფუძველზე დაყრდნობით, მაგრამ, არჩევანი ალბათ დროში მოსახდენი მოვლენაა და მას - ღმერთს, პრინციპში დრო არ ჰქონდა არასოდეს არჩევანის გასაკეთებლად. აი, ადამიანის გაღმრთობის გზა კი, სწორედ არჩავანში ცხოვრების გზაა. გამოვა ის, რომ ფუნდამენტი რწმენის სიმტკიცეა, ურყეობაა, თერგობა კი არა, მყინვარობაა. ამბობენ, არჩევანში ცხოვრება არის ის, რაც მეორედ მოსვლის შემდეგ მოელის ადამიანს (ცხონდება თუ წარწყმდება, ადამიანი დაკარგავს არჩევანს და იცხოვრებს არჩევანში - ან ცხონებულთა შორის ან წარწმენდულთა შორის) და გამოდის, რომ თავისუფლება არა უმაღლესი ღირებულება, არამედ მხოლოდ ქვედა, დამხმარე საფეხურია, ერთგვარი ვიზაა, რომელიც გაძლევს საშუალებას აირჩიო ის, რაშიც მერე იცხოვრებ. როგორც ყველა ვიზა - ესეც ნაკლოვანებით სავსეა და თურმე სულაც არ დგას ღირებულებათა იმ საფეხურზე, რომელზეც თავად სიცოცხლე!

- მოიცა, ახლა შენ გინდა თქვა, რომ მორჩილება უფრო სრულყოფილი მდგომარეობაა? - იკითხავს მავანი - მონობისკენ მოგვიწოდებ?

- მონობისკენ არა, მაგრამ მორჩილებაზედ ... შეიძლება ასეც ითქვას!

      თავისუფლება ნაკლოვანია, რადგან შეიცავს წვალებას - არჩევანს, ამიტომაც არის რომ ყოველთვის სამღერელად გვაქვს საქმე - თავისუფლება ლომთა ხვედრიაო.

* * *

      ადამიანები მიყვებიან თუ არა ქრისტიანულ ანთროპოლოგიას, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ - სწამთ თუ არა მისი, არ აქვს მნიშვნელობა - დამოუკიდებლად ამისა, მაინც ქმნიან კანონებს და მეტწილად, ეს კანონები, ყოველშემთხვევაში, ჩვენს სამყაროში, ეფუძნება ზუსტად თავისუფლების იდეას, არჩევანის თავისუფლებას. როგორი კანონი უნდა მიიღონ იმ ადამიანებმა ან იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ - რომ თავისუფლებაზე მნიშვნელოვნი სიცოცხლეა და თან სწამთ, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ სრულდება? (შეიძლება, რიტორიკულ, მაგრამ უპასუხო კითხვადაც ჩაითვალოს).

ნახვა: 702

ტეგები: Qwelly, არჩევანი, ბლოგი, თავისუფლება, მორჩილება

ხათუნა: აგვისტო 17, 2017||9:26pm

ბევრი გიფიქრია და საინტერესოდაც...

ლაშა: აგვისტო 19, 2017||3:00pm

დიდი მადლობა ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters