რწმენა-მორწმუნეობის, ურწმუნოებისა თუ რელიგიური გრძნობების საკითხს არაერთი მნიშვნელოვანი განხილვა მიეძღვნა, მაგრამ როგორც ისტორია გვასწავლის (არაფერს რომ არ გვასწავლის), ყოველთვის შეიძლება სიახლე კარგად დავიწყებულ ძველში ვიპოვოთ, იმიტომ რომ სინამდვილეში კაცობრიობა, აგერ უკვე მრავალი წელია, არა შექმნით, არამედ შექმნილის დახვეწითა და მოდიფიკაციით არის დაკავებული.

      დღევანდელ ბლოგშიც მინდა ერთი ძველი მოსაზრება შემოგთავაზოთ. ძველი მხოლოდ თარიღით, თორემ ვინ იცის - იქნებ თანამედროვეზე თანამედროვეც გამოდგეს. ქრისტიანობის და ზოგადად სარწმუნოების/რწმენის ფენომენის დღევანდელ ბლოგში წარმოდგენილი იდეა, გასული საუკუნეებით, კონკრეტულად მეცხრამეტე საუკუნის მესამე მეოთხედით (დაახლ 1869 წელი) თარიღდება. და ამ ისტორიაში წარმოდგენილია ოთხი კლასიკური შემთხვევა, რომელიც თქვენს ნაცნობ გარემოშიც შეიძლება შეგხვედრიათ, თან არაერთგზის, უბრალოდ როგორც ავტორი აღნიშნავს - გამოძიება, გამოჩხრეკვა და დაკვირვება სჭირდება ყველაფერს.

მაშ ასე,

რელიგიაზე მსჯელობის აუცილებელი პირობა

      იცი, რწმენაზე რას გეტყვი?! წინა კვირას ოთხი სხვადასხვა შემთხვევის მოწმე გავხდი და ისიც ორი დღის მანძილზე. დილით, ერთ ახლად გაყვანილ რკინიგზაზე ვინმე ს-ს დავემგზავრე, ოთხი საათი ვისაუბრეთ ვაგონში, სწორედ მაშინ გავიცანი. ადრეც ბევრი მსმენოდა მასზე. ამბობდნენ, ათეისტიაო. მართლაც, დიდად ნასწავლი კაცი ყოფილა. მეც გამიხარდა, ნამდვილ ნასწავლს გავესაუბრები-მეთქი. იშვიათი ზრდილი კაცი გამოდგა, ისე მელაპარაკა, თითქოს მისი ტოლი ვყოფილიყავი, მასავით ნასწავლი და მცოდნე. ღმერთი არა სწამს. თუმცა ერთმა კი განმაცვიფრა: თითქოს სულ სხვა რაღაცაზე მელაპარაკებოდა მთელი ის დრო. იმიტომ გამიკვირდა, რომ წინათაც, რამდენიც არ შევხვედრილვარ ურწმუნოებს და რამდენი ასეთი წიგნი არ წამიკითხავს, სულ ისე მეჩვენებოდა, თითქოს სრულებით იმაზე არ ლაპარაკობენ და წერენ, რაზეც უნდა ილაპარაკონ და წერონ-მეთქი, თუმცა ერთი შეხედვით კი გეგონება, სწორედ იმ ამბავს ეხებიანო. ასეც ვუთხარი, მაგრამ ვერაფერი გამიგო, ალბათ, გასაგებად ვერ გამოვთქვი... საღამოს რომელიღაც მაზრაში ჩამოვედი და სასტუმროში გავჩერდი. იქ წინა ღამეს მკვლელობა მომხდარიყო და ყველას ეს ამბავი ეკერა პირზე. ორ ხნიერ გლეხს, ჩამოსულებს, ფხიზლებს, ერთმანეთის კარგა ხნის ნაცნობებსა და მეგობრებს, დაულევიათ ჩაი და მერე ერთ სენაკში გადაუწყვეტიათ დაძინება. ერთს ვერცხლის საათი ჰქონია, ყვითელი მძივის ზონარზე ჩამოკიდებული. მეორეს, როგორც ჩანს, ეს საათი მხოლოდ ახლა შეუმჩნევია მისთვის. ამ კაცს თავის დღეში არაფერი მოუპარავს, პატიოსან კაცად იცნობდნენ და გლეხის პირობაზე არც შეძლება აკლდა. მაგრამ იმდენად თვალში მოსვლია ეს საათი, იმდენად ჩავარდნია გულში, რომ ბოლოს ვეღარ მორევია ცთუნებას: აუღია დანა, და როცა მისი მეგობარი ზურგით მიბრუნებულა, უკნიდან მიპარვია, თვალები ზეცისკენ აღუპყრია, პირჯვარი გამოუსახავს, უხსენებია ღმერთი და თავისი მეგობარი ერთი დაკვრით დაუკლავს ცხვარივით, საათიც ამოურთმევია.

      მეორე დილას ქალაქში გავიარე, დავინახე, მოფიცრულ ტროტუარზე ერთი დაგლეჯილ-დაფლეთილი, გაბურძგნული, მთვრალი ჯარისკაცი მობანცალებს. მოვიდა და მითხრა: იყიდე, ბატონო, ვერცხლის ჯვარი, ორ შაურად მოგცემ; წმინდა ვერცხლიაო! ხელში, მართლაც, ჯვარი ეკავა, ცისფერ, კარგა ნახმარ ლენტზე ჩამოკონწიალებული. ეტყობოდა, ეს-ეს არის ჩამოეხსნა ყელიდან. ოღონდაც ერთი შეხედვით შეამჩნევდი, რომ კალისა იყო, კარგა მოზრდილი, რვაკუთხა, ბიზანტიურად ნაჭედი. ამოვიღე ორშაურიანი და მივეცი. ჯვარი კი მაშინვე გულზე დავიკიდე. უნდა გენახა, რა კმაყოფილი დარჩა, სულელი ბატონი რომ მოატყუა. ჰოდა, მაშინვე იმ თავისი ჯვრის დასამღერებლად გასწია, ამას თქმა არ უნდა. წამოვედი და ვფიქრობ: არა, ამ ქრისტეს გამყიდველს ჯერ არ დავძრახავ, ჯერ მოვიცდი. უფალმა ხომ უწყის, მათ გალოთებულ, მათ უძლურ გულებში რა ტრიალებს. ასე, ერთი საათის შემდეგ სასტუმროსკენ წამოვედი და, ვნახოთ, ყმაწვილი დედაკაცი შემომხვდა, ექვსიოდე კვირის ძუძუმწოვარა ბალღით ხელში. ბალღს თურმე პირველად გაეღიმა მისთვის. ვხედავ, ქალმა დიდი მოწიწებით გამოისახა პირჯვარი. „რა იყო-მეთქი, პატარძალო?“ (მაშინ მე ყველაფერს ვიძიებდი). აიო, მითხრა, როგორც დედის გული ხარობს ჩვილის პირველი ღიმილით, ისევე ღმერთს უხარია, როცა ზეციდან გადმოიხედავს და ვინმე ცოდვილს დაინახავს, სულითა და გულით ლოცვად დამდგარსო. მაშ, დედაკაცმა მითხრა, მითხრა აი ამ სიტყვებით, მერე რა ღრმა, რა ჭკვიანური და ჭეშმარიტად მორწმუნე აზრი გამოთქვა. ამაში ქრისტიანობის მთელი არსი გამოიხატა, ანუ ღმერთის ისეთი წარმოდგენა, ვითარცა ჩვენი მშობელი მამის, რომელიც საკუთარი შვილივით შეჰხარის ადამიანს. დიახ, ესაა ქრისტიანობის მთავარი აზრი! მერე ვინა თქვა, ერთმა უბირმა დედაკაცმა! მართალია, დედა კი იყო... და ვინ იცის, იქნებ იმ ჯარისკაცის ცოლიც. ყური მიგდე, აი, რას გეტყვი: რელიგიური გრძნობის არსს ვერა მსჯელობით, ვერა დანაშაულით და ბოროტებით, ვერა ათეიზმით ვერ მიუდგები. აქ რაღაც ისე არ არის და არც არასოდეს იქნება ისე. აქ რაღაც ისეთია, რაზეც ნიადაგ ფეხს აისხლეტენ ათეისტები და მუდამ სხვაზე ილაპარაკებენ, არა იმაზე, რაზეც უნდა ილაპარაკონ.

ნახვა: 278

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, დოსტოევსკი, მიშკინი, რელიგია, სარწმუნოება

თათია: ნოემბერი 13, 2017||11:44pm
დოსტოევსკის “იდოტიდანაა“ ხომ ეს ამონარიდი? მიყვარს ეს მწერალი, განსაკუთრებულია!

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters