განა შეიძლება ქრისტიანი ადამიანი, ქრისტეს მიმდევართა შესაკრებლების, ტაძრების აშენების წინააღმდეგი იყოს?! ანდა, როგორ წარმოგიდგენიათ, პირველ დევნილ ქრისტიანებს რომ შესძლებოდათ ისე თავისუფლად შეკრებილიყვნენ დიდ სახლებში, როგორც დღეს ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, განა არ გაიხარებდნენ?! ესეც ხომ ფაქტია, რომ არ არსებობს საღმრთო ლიტურგიაზე უფრო აღმატებული მსახურება დედამიწაზე - ეს უკანასკნელი ხომ სწორედ რომ ტაძრებში აღევლინება?! მაგრამ ერთი რამ კი მაფიქრებს და ცოტა მადარდებს კიდეც.

      რამდენიმე კვირის წინ იყალათოში გახლდით, ბებიის სამშობლო სოფელი სწორედ იქ მაქვს. იყალთოს აკადემიაც ჩვენი სახლიდან ფეხით 30 წუთის სავალზეა და არ დავიზარე გადასვლა. ეს ის აკადემიაა, ესოდენ დაფასებული და მთავარპროსპექტსახელდებული შოთა რუსთაველი რომ სწავლობდაო, გადმოცემა ასე გვაუწყებს. თუმცა აკადემიამდე იყო მონასტერი, რომლის დამფუძნებელიც ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, ზენონ იყალთოელია. ცნობისთვის, სწორედ ასურელ მამებს უმადლის საქართველოს ეკლესიაცა და სახელმწიფოც ჩვენს ქვეყანაში - პირველი (ეკლესია) სამონასტრო ცხოვრების შემოღება-დაფუძნებას და მეორე (სახელმწიფო) ქრისტიანული კულტურის, როგორც თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების ფასეულობების მთავარი განმსაზღვრელის, დამკვიდრებას. ზენონ იყალთოელი ამავე ტაძარში განისვენებს. უკვე მოგვიანებით, XI-XII საუკუნეში მონასტერში კათალიკოსი არსენი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრს, აკადემიას აფუძნებს. საზოგადოდ ცნობილი ამბავია, რომ ეკლესია-მონასტრები სასწავლო ცენტრების ფუნქციებსაც ითავსებდნენ და ამ მიმართულებით, გელათის აკადემიასთან ერთად, საქართველოში, ერთ-ერთი მძლავრი კერა სწორედ იყალთო იყო. არსენ იყალთოელი ერთ ხატზე, იოანე ჭიმჭიმელთან და ეფრემ მცირესთან ერთად, საქართველოს ეკლესიის სიბრძნედ არის წარმოდგენილი (იხ. ხატი).

      რატომ გიყვებით ამ ყველაფერს. ბარელიეფი აკადემიის ნანგრევებთან გვამცნობს:

იყალთო, მონასტერი, აკადემია, კახეთი, ტაძარი, ბლოგი, Qwelly

აქ ცხოვრობდა
და მოღვაწეობდა
დიდი
არსენ იყალთოელი

იხილეთ „აბალახებული აკადემია

      მაშინ როდესაც სატელევიზიო რეკლამებში გვეუბნებიან, რომ ამა და ამ ქუჩაზე, რომელიმე ქალაქის ცენტრში მშენებარე ტაძარს ესაჭიროება შემწეობა; მაშინ როდესაც თბილისის ყოველ ახალ მიკრო-ში ახალი ტაძარი შენდება კორპუსებში მოსახლეობის რაოდენობაზე გათვლით; მაშინ როდესაც გასულ კვირას ახალი, საკმაოდ დიდი ტაძარი გაიხსნა ახალციხეში და მთავრობა და მხედრობა ერთად იწონებდა თავს; მაშინ როდესაც კახეთის მხარეშივე ონიქსით მოპირკეთებული, მოიატაკებული მრავალმილიონიანი ტაძარი ზარ-ზეიმით გავხსენით და ამ ყოველივეთი ვხარობთ, ცოტა სირცხვილის გრძნობა მეუფლება იყალთოს მონასტერში შესვლისას. ბოლოს რესტავრაცია 2009 წელს ჩაუტარდაო. ტაძრის წინ რაღაც დარბაზია აშენებული, ავტოსადგომის ქვემოთ, ალბათ ტურისტების ნაკადს ელოდნენ და მოსასვენებელ-წასახემსებელ-სავაჭრო ობიექტი გაუხსნეს ან მუზეუმს ხსნიდნენ მაგრამ იყალთოში ტურისტები არ დადიან და ისიც უპატრონოდაა მიგდებული. ეტყობა კახეთში მაყაშვილები აღარ არიან ან იმდენი ფული აღარ აქვთ, როგორც ადრე, შაჰ-აბასისგან დანგრეული იყალთო როცა აღადგინეს...

      ფაქტია, იცოდა ზენონმა სამონასტრედ კარგი ადგილის არჩევა. დაბალი მთის კალთაზე, მდინარის პირას, ერთდროულად გრილსა და თბილ მხარეში, ყველაზე ნაყოფიერ კუთხეში, ღვინის სამშობლოში - კახეთში დააფუძნა მონასტერი. რა უნდა ინატროს ქრისტესთვის გათითოდმყოფებულმა კაცმა ამაზე უკეთესი?! არ ვიცი დღეს იყალთოს მონასტერში სამონასტრე ცხოვრება არის თუ არა, მაგრამ იქაურობას ბერებისა არაფერი ეტყობოდა (თუ ყველას უქმობის აღთქმა არ აქვს დადებული) - ბალახი ჭამდა ეზო-კარს.

      ტაძარს ფოტოებში კი გაჩვენებთ:

ტაძრის ჩრდილოეთი ფასადი

იყალთო, მონასტერი, აკადემია, კახეთი, ტაძარი, ბლოგი, Qwelly

თაღი საკურთხევლის თავზე

იყალთო, მონასტერი, აკადემია, კახეთი, ტაძარი, ბლოგი, Qwelly

გუმბათი

იყალთო, მონასტერი, აკადემია, კახეთი, ტაძარი, ბლოგი, Qwelly

ჩრდილოეთი მხარე

იყალთო, მონასტერი, აკადემია, კახეთი, ტაძარი, ბლოგი, Qwelly

სამხრეთი მხარე

იყალთო, მონასტერი, აკადემია, კახეთი, ტაძარი, ბლოგი, Qwelly

      ვტოვებდი ტაძარს და მეფიქრებოდა - ნუთუ მართლა მხოლოდ შენებაში უნდა იყოს ვნების სიმძაფრე და არა სხვისი აშენებულის მოვლასა და დაფასებაში?

ნახვა: 451

ტეგები: Qwelly, აკადემია, ბლოგი, იყალთო, მონასტერი, ტაძარი, ქრისტიანობა

ლაშა: აგვისტო 15, 2020||7:40pm

და ამის ფონზე, ტაო-კლარჯეთში ქართულ მონასტრებზე პრეტენზიები რომ მახსენდება, კიდევ უფრო მირთულდება ცქერა.

ლაშა: სექტემბერი 20, 2020||3:17pm

#qwellynews: ნაქულბაქევში, წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარედ, ეკურთხა, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის საკათედრო ტაძარი. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters