მოვედით და მხიარულ იყვენით,
რამეთუ განმზადებულ არს ქორწილი!
ცხრა წლის წინ ცრემლები იყო და ცხრა წლის შემდეგაც პირველი ემოცია ცრემლიანი გამოდგა, ასეთი ყოფილა კაცის ბუნება - სიცოცხლე უყვარს და გულს უფრთხილდება, ცრემლებზე კი არ დარდობს, თუნდაც ნიაღვრად იდინონ, ოღონდ გული კი მოიოხოს. არა, დღეს ტირილი არ შეიძლება, დღეს ქორწილია!
არც ძველი ამბების მოსაყოლი წერილია და არც ახლის, ერთი იმიტომ რომ ახალი არაფერი მაქვს სათქმელი და მეორე იმიტომ, რომ აღარც შვენის მის არჩეულ გზას ბევრი საუბარი.
როცა არაფერია განსაკურნავი, დროც არაფერს კურნავს და ეს სიბრძნის ბრახა-ბრუხიც აუფერულებს ზოგერ ემოციებს. გულწრფელობა მოითხოვს ვაღიარო, არ ყოფილა ადვილი - „ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკნოჲ დაიმკჳდროს“. ყოველ შემთხვევაში, აქ იმათზე არაფერი წერია, ვისაც ტოვებენ და ვისგანაც მიდიან. მათ განცდებზე არაფერს ამბობს წმინდა წერილი. გულწრფელობა იმასაც მოითხოვს, რომ ვაღიარო - არ შემიძლია იმას ვგრძნობდე, რასა გონება მეუბნება; ისე ვგრძნობდე, როგორც ვიცი რომ მართებულია, და ისე მესმოდეს მისი, როგორც მასწავლიდნენ. ცხრა წელი ცოტა არ უნდა ყოფილიყო შესამზადებლად, მაგრამ აკი უკვე დავწერე - გული და გონება აცდენილიათქო.
მოკლედ, წინა ღია წერილში მონატრება იყო (მაინც მომენატრე ხომ ხედავ?!), ახლა მხოლოდ სურვილებია!
გახსოვს 10 ქალწულიდან მხოლოდ ხუთი რომ გამოდგა გონიერი? ის ხუთნი სიძეს ელოდნენ, მხოლოდ მასზე ფიქრობნენ და ვიღაცისთვის ცოტა ცუდადაც კი მოიქცნენ - თავისიანებს არ გაუყვეს ზეთი. გისურვებ გონიერებას! უფალთან ყველა მხოლოდ ერთი-ერთზე რჩება და ქორწილში კი სწორედ გონიერებს ეპატიჟებიან. ეგეც არ იყოს, უკვე უთხარი მოძღვარს - „მნებავს განშორებაჲ სოფლისაგანო!“ ახლა შესრულება მოგიწევს.
26 აგვისტო, 2020 წელი, ატენის სიონი
იმ წელს ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას დავტოვეთ მონასტერში, ახლა ღმრთისმშობლის მიძინებას შეეგება ახალი კაცი, ახალი ადამი - მონაზონი შუშანიკი!
ცხონდი დედა-დედაო!
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია